რა ფეხბურთს თამაშობს გუნდი

აი ყველაზე საწუხარი, ტრაგედიაა ბარსა 14/15-ის ფეხბურთი
ამაზე უარესი წარმოუდგენელია საერთოდ, სერა ფერერის გუნდი უფრო ,,სრულ" ან ,,გააზრებულ" თამაშს აჩვენებდა, რაღაცას მაინც დაუნახავდი, აი ასე და ასე აპირებენო, ეს კიდევ აი...ისეთივეა როგორც ჩემი პოსტი

, სრულად უნდა დაწვა ეს გუნდი თუ გინდა რამეზე ილაპარაკო, ვერც კი შეაფასებ, ვერ ახსნი ამათ ფეხბურთს
ეს რა მწვრთნელი ყოფილა

ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, მესი-ნეიმარის პოტენციალი რომ იკარგება, 2 სეზონის შოუ მოგვპარეს საზიზღარი მწვრთნელებით
ტიტო ამათ ფონზე არის უგენიალურესი, იდეა ქონდა კაცო იმ გუნდს და ერთისკენ მიდიოდა
ეს რა არის, ყველა თავისთვის დარბის აზერბაიჯანის ჩემპიონატის გუნდი გეგონება, ასეთი თამაში არ ვიცი მე
ლუის ენრიკეს რომ ყავდეს მსოფლიოს ყველა საუკეთესო ფეხბურთელი, მაინც იგივე იქნებოდა, ვინც გინდა ის დააყენოს
უარესია კიდევ ვიდრე მისი სასწაული ქმედებები
ტელიო და დელოფეუ გაუშვა და ალვეშმა ითამაშა გარემარბად გუშინ...ბარტრამ პსჟ-სთან რა ფეხბურთი და მონტოია თამაშობს ცენტრ-მცველად
ღმერთი არ გწაამთ ხალხოოუუ (ქვევრი)

ამ სეზონის შემდეგ აუცილებლად უნდა შეიცვალოს მწვრთნელი (და ყველა გუნდში) ისე საშველი არაა, ბოლომდე უნდა ჩაიძიროს ეს გუნდი და ნეტა რისი იმედია, რომ არ მოხდეს ასე? რასაა რომ გვანან, ფეხბურთელები თვითონ აწყობენ რასაც ქვია, გაცილებით ძლიერია იგივე პიკე, ვიდრე მეგონა. არც რაკიტიჩი/სუარესის დასამარება ღირს, მწვრთნელი უნდა ყველაფერს მწვრთნელი

ბარსას უმთავრესი პრობლემა ახლა ეგაა
სუბი ბარტომეუს ძირავს (იხილეთ კომენტარი), ბარტომეუ ჩუჩოს და ჩუჩო ორივეს, გასპარის დრომდე ცოტა უკლიათ (მესის დაკარგვა, ჩ.ლიგის გარეთ ესენიც დარჩებიან მომავალ სეზონში, იგივე მწვრთნელი თუ დარჩა). პროფესიონალი უნდა მოვიდეს, გამოცდილი და შედეგები ვისაც ქონდა, თუნდაც დროებითი
ერთი მანუგეშებს, ატლეტიკო ამოძვრა, 3 ქული გაატანონ, მერე კატლეტებმა თასი დაიკიდონ (სათადარიგოებით და ტორესით ითამაშონ) და იქნებ ნაკლებად მტკივნეული იყოს ეს ყველაფერი

დროა სიმეონეს გუნდის თემაში გადავბარგდე მეც
* * *
და ყველაფერი ამის ფონზე ჩუჩო, ხავი და ინიესტა ,,კმაყოფილები" არიან თამაშით

მართლა უცხვირპირო უპიროვნო ხალხი
წამოვიდა უკვე ჭორები, მესიმ მღუპავთო?

ჩუჩოს აუმხედრდა, ისედაც მტრობაშია ბარტომეუებთან და მასთან არიან ნეიმარ-პიკეს მსგავსებიც, მწვრთნელის პირველ რიგში დამოკიდებულებით არიან უკმაყოფილონი, თავი ვინ გონიაო

(ამათი მოსაწონიც ხომ არავინ არაა

)
ასე თუ გაგრძელდა ან ჩუჩო-ბარტომეუ ან მესი, ასეც დადგება საკითხი

, იქამდე ჩაიძირონ ერთად, ყველა იმას იმსახურებს რასაც იღებს

კაი ბიჭი იყო ეგ მესი და მოეკლო 2 დღე დასვენება, მესმის ალვეშს არ მოენდომებინა, რომელიც ცალი ფეხით სხვა გუნდშია და ჯიბრში უდგას ხელმძღვნელობას. აი სულაც არ ვამტყუნებ ჩუჩოს იმაში, ეგ ორი რომ არ ათამაშა, ვამტყუნებ იმაში რომ 2-მდე მისცა დასვენება (და იცოდა, რომ 2 დღეში ვერ მოემზადებოდნენ. კიდევ სხვა საკითხია რომ ნეიმარი მანდ მასკერანოსავით ერთადერთი მზადმყოფი იყო ფიზიკურ-ტექნიკურად და როცა ამას ხედავ, ათამაშე რა ვინც მზად არის, სუარესს რა ეტყობოდა მანდ მომზადებულის?). კი იყვნენ მესი-ნეიმარი მაგრამ მოჭამეს ფეხები, გუნდი იყო ცუდად მომზადებული ეს ერთი და მწვრთნელი უვიცია ეს კიდევ უფრო მთავარი, თორემ ნუნოსაც ეგრე ქონდა ვარჯიშები და ენცო პერესი პირდაპირ ჩასვა ახალი კაცი).
ბუსკეტსის სიზანტე რომ სულ უფრო თვალშისაცემია, ეგეც ჩუჩას ,,ტაქტიკის" ბრალია და ალბა რომ თავებზე იბრძვის, ეგეც მაგისი ,,ტაქტიკის" და ზოგადად უცენტრმცველობის), თუმცა რა ქნას, ტრაკილოკიაა, რომელსაც თავი ავტორიტეტი და გონია და ცდილობს დიქტატორობას
კაცი იანვარში ვერ გარკვეულა ვისზე ააწყოს გუნდი და რა ფეხბურთი ათამაშოს, სად გაგონილა კაცო

სასწაულია ჩვენი ამბავი
რეალივით მაინც აგებდნენ, სახეს არ კარგავენ, ამათ რა დაკარგონ რაც არ აქვთ
რა უქნეს გუნდს, არადა ჯერ სად არიან, კაცმა რომ თქვას ისიც გასაკვირია რასაც აჩვენებენ ისეთებისგან როგორებიც არიან ხავი (ბებერი), ალვეში (ბებერი), მატიე (დაბალი დონე), მონტოია (დაბალი დონე), რაკიტიჩი (საშუალო+), ბრავო და ა.შ. რეალურად ინდივიდუალურად უფრო მეტს აკეთებენ ვიდრე დღეისთვის შეუძლიათ, ეგრეა გუნდის აბსოლუტური უმეტესობა, არ შეუძლიათ მეტი და მოკალი
კიდევ კარგი ტრანსფერები აკრძალულია თორემ უარესებს მოიყვანდნენ
დავჯდები და დავტკბები ვირთხები როგორ დაჭამენ ერთმანეთს და ჩაიძირებიან, 0:7 არ ყოფილა ეგეთი და არც გასული სეზონი (ამათთვის, ასე გამოჩნდა), უფრო დიდი დაცემაა საჭირო და დროის ამბავია, სასწაულით თუ გადაურჩნენ ამ იანვარს (ფეხბურთს რას გაუგებ?) 2016-მდე სრული გარანტიაა კატასტროფის, იმის იქით გვეშველოს და მაგას ვჩივი?