
ლუის ენრიკე: "მესი გუნდისა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია"
ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ლიონელ მესისთან კონფლიქტის არსებობა უარყო.
"დაიწყო იანვარი, რომელიც, ჩვენთვის, მიმზიდველი და საინტერესო მატჩებით სავსე იქნება.
ყველა მწვრთნელმა თავისი გუნდი უნდა მართოს. ჩემი მიზანი შორსმიმავალ გეგმებზე მუშაობა და ტიტულების მოგებაა. თავს ისევე მოტივირებულად და თავდაჯერებულად ვგრძნობ, როგორც სეზონის დასაწყისში.
"სოსიედადთან" გამართულ შეხვედრაში გვქონდა შანსი, რომელიც ვერ გამოვიყენეთ. რა თქმა უნდა, ეს, გუნდისთვის, დარტყმა იყო. ეს აშკარაა. მესმის, რომ გულშემატკივრები უკმაყოფილონი არიან, მაგრამ მე მაინც ოპტიმისტად ვრჩები.
ლიონელ მესი გუნდისა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მეტის დამატება საჭირო არაა, ყველაფერი ნათქვამია. ის, რაც გასახდელში ხდება, იქვე რჩება. ჩემი მიზანი გუნდის კარგად თამაშია. ყველა ფეხბურთელს ერთნაირად ვეპყრობი. ხომ არ შეიძლება ჩემს შვილებს სხვადასხვაგვარად მოვექცე?
ფეხბურთელებთან ისეთივე ურთიერთობა მაქვს, როგორც სეზონის დასაწყისში. ჩვენ ერთმანეთის კიდევ უფრო უკეთ გავიცანით.
ბოლო დღეებში პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჭორების გაკონტროლება არ შემიძლია. ულტიმატუმი პრეზიდენტისგან? ასეთი რამ არ მომხდარა.
სუბისარეტას წასვლა სამწუხაროა. კლუბში მან მომიყვანა და ის ჩემს მიმართ ყოველთვის კარგად იყო განწყობილი. მან და მისმა გუნდმა დიდი სამუშაო გასწიეს.
ბოლო დროს არაერთი ჭორი გავრცელდა და ყველა მათგანი ნეგატიურია. ჩვენ უფრო პოზიტიური ატმოსფერო გვსურს. ისეთივე, როგორიც გასახდელშია.
აშკაარაა, რომ თუ ტიტულების მოგება გვინდა, უნდა მოვუმატოთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ პროგრესს ისედაც განვიცდით.
პრესაში გავრცელებული ჭორები ჩემზე არ მოქმედებს. მათი უმეტესობა სიმართლეს არ შეესაბამება, ან არასწორი ინტერპრეტაციითაა დაწერილი."
მგონი აქ მორჩა ბაზარი მესის გადასვლაზე და ეგეთ პონტებზე
This post has been edited by jesus333 on 7 Jan 2015, 19:19