მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა. 33 წლის მაიკლ კერიკი დაასახელა პრემიერლიგის საუკეთესო ცენტრალურ ნახევარმცველად.
ინგლისელი ნახევარმცველის დაბრუნების შემდეგ, ლუი ვან გაალის შეგირდებმა შვიდი მატჩიდან ექვს შეხვედრაში შეძლეს გამარჯვება და გაიმყარეს ადგილი ოთხეულში. ფერგიუსონის აზრით, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის კერიკს.
"ვფიქრობ, კერიკი - ინგლისური ფეხბურთის საუკეთესო ნახევარმცველია. ჩემი აზრით, ის საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელია ამ პოზიციაზე",
ასევე სერ ალექსმა განაცხადა, რომ მას მოსწონს "წითელი ეშმაკების" თამაში ვან გაალის მართველობის ქვეშ. შოტლანდიელი იმედოვნებს, რომ გუნდი უფრო კარგადაც დაიწყებს თამაშს.
მე არ ვიცი, თუ ვან გაალი უკეთეს შედეგს ელოდა ამ რაოდენობის ტრავმების ქვეშ. როდესაც გუნდს ფეხბურთელები დაუბრუნდებათ, თქვენ ნახავთ იუნაიტედის გაუმჯობესებულ თამაშს, რადგან ვან გაალი საოცარი მწვრნელია".
ყოველთვის მევასებოდა კერიკი.თავის პოზიციაზე საუკეთესო ინგლისელია . აგერ ბაბუს დავეთანხმ,ები თან
.................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................
და ეს კი ყველაზე საკაიფო ინფო ჩემთვის
როგორც Daily Mail იტყობინება, იანვარში ადნან იანუზაი შეიძლება არენდის წესით წავიდეს.
ახალგაზრდა ბელგიელს ფაქტიურად არა აქვს სათამაშო პრაქტიკა ვან გაალის მართველობის ქვეშ, რამაც აიძულა სხვა კლუბები დაინტერესებულიყვნენ ფეხბურთელით. როგორც ცნობილი ხდება, "იუნაიტედის" მოთამაშით დაინტერესდნენ "ჰალ სიტი" და "ევერტონი", რომლებიც მზად არიან აიყვანონ ადნანი არენდის წესით სეზონის ბოლომდე.
ამავდროულად, გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ იანუზაის მიმართ ინტერესს იჩენს დევიდ მოიესი, რომელიც ამჟამად "რეალ სოსიედადს" წვრთნის.
This post has been edited by jesus333 on 23 Dec 2014, 17:23
მიმაგრებული სურათი