კრისტიანოს გოლების და რეკორდების გარდა არაფრით გაიხსენებენო
მეტი რითი უნდა გაიხსენონ?
აი გავიდა 50 წელი, ჩვენ დავანებეთ ფეხბურთის ყურებას თავი და ჩვენი შვილები უყურებენ და შვილიშვილები
კაი ჩვენ ვეუბნებით რო მესი მაგარი იყო, რონალდო (ფენომენო) მაგარი იყო, რონალდინიო... ტექნიკურები, ყველას ატყუებდნენ და ა.შ. შედიან ისინიც იუთუბზე და ნახულობენ უამრავ ვიდეოს და რწმუნდებიან რო მართლაც მასეა
ამავე დროს ნახულობენ სტატისტიკას ყველაფრისას, რისიც შეიძლება ნახო და ლამის ყველა რეკორდი აქვს კრისტიანოს, რაოდენობით, რეშიოთი, რომელიც ასე ძალიან გიყვართ, სხვადასხვა კლუბებში და ა.შ.
ამის მერე, ლოგიკურად ისევ ხსნიან იუთუბს და ასევე მილიონი კრისტიანოს ვიდეო ეჩითებათ, თავისი ფინტებით, პასებით, დრიბლინგებით და ა.შ. ეს ჩვენ გვახსოვს რო "მესი ფერ გეიმ მეტ დრიბლს დებდა და ზოგადად უფრო ლამაზად თამაშობდა", იგივე რონალდო (ფენომენო), მაგრამ წლების შემდეგ და ვიდეოების დონეზე, დიდი განსხვავება მანდ არ არის
სხვაობა არის ტიტულებში და სტატისტიკებში, ეს რჩება ისტორიაში ახალი თაობებისთვის და სწორიცაა ამით შეფასება
თორე ბაბუაჩემის თაობისთვის მესხზე ტექნიკური ფეხბურთელი არ დაბადებულა და ყიფიანზე დიდი მაესტრო კიდე, მეტი არ აქვთ ნანახი და რასაც უყურებენ კიდე ის ძველი ისე აქვთ ჩარჩენილი რო ვერ აღიქვამენ ახლანდელის გენიალობას, იგივე ემართება ფორუმზე ბევრს ბრაზილიელ რონალდოსთან და ზიდანთან მიმართებაში
მოკლედ, იმედია მიხვდით რისი თქმაც მინდოდა
ვინც ვერა და ე.ი არ გინდოდათ მიხვედრა

ხო კიდე ერთი
აქ მპოსტავთა უმეტესობა, რომელიც ამტკიცებს რო ფენომენო ან ზიდანი მესიზე და კრისტიანოზე მაგრები იყვნენ ერთი მთავარი ფაქტორის გავლენის ქვეშ არიან, რაც ნაწილობრივ ზემოთაც ვახსენე:
დღეს მესის და კრისტიანოს ყველა თამაშს ლაივში ვუყურებთ, ლამის ვარჯიშებსაც, სოციალური მედია გვაქვს და ა.შ.
მაშინ ვნახულობდით ლაივში თითო-ოროლა მატჩს და მხოლოდ მსოფლიო-ევროპის ჩემპიონატებს
დანარჩენი მოდიოდა გაზეთებზე და იქ დაწერილ სტატიებზე და მიმოხილვებზე კვირაში ერთხელ, სადაც მხოლოდ საუკეთესო მომენტები იყო შესული და იასნად კარგი დაგვამახსოვრდებოდა
სინქ დიფერენთ მეგობრებო
This post has been edited by mancunia89 on 5 Jan 2015, 21:33