ცოტა დავმშვიდდი

ახლა თვითონ თამაშზე.
საუკეთესო იყო პიოლი, პირველიდან ბოლო წუთამდე როგორ იყო ჩართული თამაშში, როგორ განაწყო გუნდი, როგორი სწორი სტრატეგია აირჩია გაძევების მიუხედავად და ბოლოს როგორ აღნიშნა, რამხელა სიხარულით გადაკოცნა ყველა ფეხბურთელი და რამხელა ემოცია იგრძნობოდა.
ერთ ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარეს ჩემი აზრით ბილიამ და პაროლომ (განსაკუთრებით პაროლომ), სპეციალურად ვაკვირდები ხოლმე ამ ორის თამაშს და გადაადგილებას მოედნის ცენტრში, რამხელა სამუშაოს ასრულებენ, რამხელა ზონებს ფარავენ, ერთმანეთს როგორ აზღვევენ, პრესინგი, გამოზომილი და რიტმიანი გადაცემები, პაროლოს დროული ჩართვები შეტევაში და გამწვავებები. ჩემი აზრით პაროლო ამ სეზონის საუკეთესო შენაძენია, რომ ვუკვირდები ინდივიდუალურად შეიძლება წვრილმან დეტალებში ერნანესს ჩამორჩებოდეს მაგრამ ძალიან ბევრი რამით სჯობნის და პირველ რიგში სტაბილურობით. კიდევ კარგი რომ მოვიშორეთ და 20 ლიმონი ავიღეთ, თან პაროლოში სულ 5 ლიმონი გადავიხადეთ და კიდევ ის მიხარია რომ ერნანესი ინტერში სკამზე ლპება, მისი აფირისტული ვითომ ცრემლები არ მავიწყდება, ვითომ რომ არ უნდოდა წასვლა და ამ დროს რეალურად მილიონით მეტ ხელფასს რომ დახამდა. ეგეთების ადგილი ზუსტად იქაა სადაც ზის.
მიუხედავად რამოდენიმე შეცდომისა ჩემის აზრით მთლიანობაში მაინც კარგად ითამაშა ონაზიმ, კატალდიც კარგად გამოიყურება ბილიას და პაროლოს ფონზე მაგრამ ჩემი აზრით ჯერ მაინც ადრეა მისთვის ძირითადი, აი ლულიჩი რომ დაბრუნდება დადგება მესამე ნახევარმცველად.
თავდასხმაში კლოზე ცდილობდა მაგრამ დასწყისში ისეთი რამ გააკეთა გადაფარა ეს ყველაფერი, როგორ შეიძლებოდა იმ მომენტში ვერ გატანა წინ ცარიელი კარი იყო((, გაცილებით უკეთესი იყო კეიტა, განსაკუთრებით ბოლოსკენ. აშკარად შეეტყო ამ თამაშში რომ ცოტა აზრზე მოდის, თუ წინა თამაშებში ღორობდა ამ თამაშში უფრო მეტად პარტნიორებზე თამაშობდა, თუ წინა თამაშებში ბურთს ელოდებოდა ამ თამაშში ყველა ბურთზე იბრძოდა და ხშირად რამოდენიმე მცველთან ორთაბრძოლაში. დაჟე პატკატებსაც აკეთებდა, ის ძელი რომ გაეტანა ხომ საერთოდ საუკეთესო იქნებოდა მაგრამ არ გაუმართლა. და კიდევ უნდა მოეშვას ხშირ დაცემებს და ბოლომდე მყარად იდგეს ფეხზე, არ სჯერად მისი მსაჯებს.
მატჩის ანტიგმირი ულაპარაკოდ ცანაა, ლამის დაღუპა გუნდი თავისი უაზრო საქციელებით, ორჯერ ზუსტად ანალოგიურად ჩაარტყა ფეხებში, ორი ყვითელი ბარათი და შესაბამისად წითელი, მსაჯმა რა თქმა უნდა გადაამეტა, მაგრამ ყვითელი რომ გაქვს ფრთხილად ხომ უნდა ითამაშო, თან არანაირი აზრი არ ჰქონდა მის ესე ქაჯურ მივარდნებს, კაროჩე არაა ცანას ადგილი ლაციოს ძირითადში.
მაურიციო კი პირიქით ძაან ჭკვიანურად თამაშობდა, პოზიციურად კარგად და საიმედოდ იდგა, ორთაბრძოლებიც ბლომად მოიგო, მოკლედ აქვს ამ ბიჭს პერსპექტივა და იმედი მაქვს რომ ათამაშდება და სეზონის ბოლოს ციანის და ნოვარეტის გავუყენებთ გზას.
მაგრამ ნოვარეტი

საუკეთესო იყო დაცვაში ყველაზე საპასუხისმგებლო და რთულ მონაკვეთში. როცა მილანი ყველაზე მეტად მოგვაწვა მე-60 წუთიდან ნოვარეტი გამორჩეული იყო, ეჭვიც კი შემეპარა მეთქი ეს ნოვარეტია თქო, ზედიზედ ისეთი ჩაჭრები გააკეთა მსოფლიო დონის მცველებს რომ შეშურდებოდათ და კედელივით იდგა ცენტრში რადუზე ბევრად უკეთესი იყო.
მომეწონა ასევე ბასტა, ძაან მაგრად გამოვიდა და გამოისყიდა წინა თამაშის დანაშაული.
ბერიშაც და რადუც მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ, რადუმ ნამდვილი მებრძოლი გვყავს და უზომოდ მიყვარს უმაგრესი კაცია.
ბერიშამ დამაჯერებლად ითამაშა და გადაგვარჩინა რამოდენიმეჯერ, მაგრამ მაურიციო როგორ დაამტვრია, ეს გვინდოდა კიდე ამ საშინელ პერიოდში?
დაცვაში პრობლემები გვაქვს და იმედია მალე ჩადგება მწყობრში და არანაირი პრობლემა არ ექნება, იმედია დე ვრეიც გამოჯანმრთელდება ჩეზენასთან.
კონკო და პერეირინია უყოყმანოდ უნდა გავუშვათ სეზონის ბოლოს.
აბ ბრაფჰეიდს რა დაემართა რამდენი ხნის წინ უნდა დაბრუნებულიყო, ახლა გვჭირდება ზუსტად. იმედია ლულიჩიც მალე დაბრუნდება.
მაგრამ ყველაზე მთავარია ბილიამ და პაროლომ არ მიიღონ ტრამვები.
კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ, ძაან მნიშვნელოვანი იყო ნახევარფინალში გასვლა და თან ასეთ დაძაბულ ბრძოლაში.
იმედია ნაპოლის ან ინტერს ვინც შეგხვდება მოვუგებთ და ფინალში გავალთ იქ თუ კი რომა მინდა მეტოქედ როგორც ორი წლის წინ და მივდივარ უეჭველად რომში.
მიმაგრებული სურათი