რისი დამტკიცებაა კაცო

შენ ამბობ, კონტრშეტევაზე თამაშობენო ხო?
მე შემიძლია ლევანტესთან, ვილარეალთან, მალაგასთან, სევილიასთან და კიდევ ბევრ გუნდთან ნათამაშები მატჩების სტატისტიკა მოვიშველიო, სადაც ბურთის ფლობაც მეტი აქვთ, დარტყმებიც და გოლებიც (ეს გუნდები იმიტომ ჩამოვთვალე, რომ პირველი ორი ახლახანს იყო და მახსოვს, ბოლო ორი კი კლასიკურად მოიგეს და იმიტომ. კიდევ ბევრი მატჩI იქნება, თუ დაასახელებ რომელიმეს)
იუვენტუსთან და რეალთან ვერ მოიპოვეს უპირატესობა ნახევარდაცვაში და იმიტომ ისხდნენ უკან, აბა რა უნდა ექნათ? ყველა გუნდი მასე არ აკეთებს? თუ ანალოგიურ ტაქტიკას არ ირჩევს საჭირო მატჩებში მწვრთნელთა 100%? აი რატო ტეხავს რეალთან ან ბარსელონასთან უკნიდან თამაში, ეგ მითხარი
იმას ვამბობ, რომ კონტრებზე თამაშობენ ისეთ გუნდებთან, რომელთანაც ნახევარდაცვაში დომინირება არ გამოდის. თორე ვისთანაც გამოდის, იმათთან ბურთიც აქვთ, სადავეებიც და ინიციატივაც.
შენ ამტკიცებ, ყველასთან კონტრშეტევაზე თამაშობენო და საბუთი კი ვერ მოგყავს
კაი, არ არჩიო

იმედია ლუჩოც თქვენნაირად არ ფიქრობს