ძალიან საინტერესო დაძაბული თამაში, ნამდვილი სათასო ჯახი, ლიგის 1/2 გეგონებოდა რა, არანკლები
მნიშვნელოვანი იყო ამის მოგება, გუნდი მზადაა საპლეიოფოდ
ცოტა გასაკვირი კია ასე რატომ გაგვიჭირდა, პირველი ტაიმი ძალიან ნერვიული გაუგებარი აბდაუბდა ჟოზე სტილი იყო, ლივერპული ასეთი მოტივირებული რომ თამაშობდეს ყველა თამაშებს ცხრილში მინიმუმ მესამე იქნებოდა, 45 და მეორე ტაიმის 10 წუთი ისე ირბინეს არ გაჩერებულან, მერე კი მოკვდნენ, თუ დააკვირდით დამატებითში საერთოდ დადიოდნენ უკვე, აი აქ კაი იყო აზარი, დარბოდა ან აყვითლებდნენ ან მარტო თვალს ადევნებდნენ

მე მგონი ლივერპულის ფანებიც დამეთანხმებიან დღეს მსაჯი აშკარად მაგათ მხარეზე იყო...მითუმეტეს კარგია როცა ასეთ შეხვედრას დამსახურებულად იგებ
ვერაფერს ვერ ვიზამთ ესაა ჟოზეს ხელწერა, პანიკურად თამაშობს, ბურთს ვერ იჭერს, როცა წესიტ უფრო ადვილად უნდა მოგვეგო, ჩაირთო პლეიოფის მოუდი და გუნდს ჭინთვების გარეშე არ შეუძლია და შეეცი
ოსკარი სუსტი რგოლია, მარა ჟოზე სჯერა მაგის, გეგმავს რომ პლეიოფში რეალტან ბარსასთან ბაიერნტან ოსკარი იტყვის სიტყვას, ვაცადოთ, ზაფხულში შევაფასოთ
ვილიანმა რამდენჯერაც ვიფიქრე აი კარგად თამაშობს წინ პასები გამწვავება აი დრიბლინგზეც გაიწია თქო და იმდენივე ჩაჯმა გააკეთა შემდეგი...უკან გიჟივით სირბილს არ ვეხები, შეუცვლელია მაგ მხრივ
სხვათაშორის რამირესმაც კარგად ირბინა უკან, წინ ისევ ისეთივე სიდებილეებს ავლენდა მარა დაცვაში მაგრად ეხმარებოდა გუნდს
ზუმამ და უშვა ერთი ძალიან გრუბი შეცდომა თორე სხვა ყველაფერში იყო ძალიან დროული საწირო ფრთხილი ყურადღებიანი და თუ დააკვირდით რატომღაც ყველა ბურთი ყველა ნავესი ყველა დარტყმა მაგას ხვდება, ყველაფერს ეგ ბლოკავდა, რაღაცა ალღო აქვს

მომავალი ბურჯი იზრდება, დრეს ძალიან მნიშვნელოვანი ტამაში ქონდა ერთი 3-4 ესეთი და შეგიძლია ლიგის 1/4 და 1/2 თამამად გარისკო დააყენო
ივას მამიზმი
ზუმას სისწრაფე და კუნთები+მეორე სართული
ტერის გამოცდილება
ასპის სიფრთხლე
უძლიერესი დაცვა გვყავს, ძალიან დიდი იმედებით ვარ ლიგაზე

დაბოლოს კოსტაზე მინდა ვთქვა
ცოტა არ იყოს აფუჭებს საერთო სურათს ის ბინძური აშკარა განზრახ ფეხის დაბიჯებები, მე ლიჩნად ძალიან არ მსიამოვნებს
სხვა ყველაფრით იდეალური ფეხბურთელია, მსიამოვნებს ბურთს რომ იღებს რამხელა დამაჯერებლობა, რამხელა გაწონასწობელობა, რა კაი დრიბლინგი აქვს, როგორ ჭკვიანურა ნახულობს ვის გადაააწოდოს როგორ გააგრძელოს შეტევა, მევასება ეს ფეხბურტელი მევასება რასაც აკეთებს, ვერ ვძღები რომ ვუყურებ
ვფიქრობ რომ ძალიან ძლიერი მსახიობი იქნებოდა რომ ეცადა

ცუდი ტიპის როლში, მკვლელი ავაზაკი ყაღაჩი რამე ნეგატიური, ვირაცა ბანდიტი კრიმინალი
გაოცებული ვარ ამდენი ხანი როგორ ვერ გააგდეს?????

როგორ ასრულებს, ჭიდაობს არტყავს ჭინჭყლაობს, წამოდგომის დროს ფეხს უეჭველი მიკრავს, ხელის კვრა და იდაყვი გამარჯობა გაგიმარჯოს პონტში აქვს...თეატრალური ნიჭის პატრონია, ისე აფერისტულად არტისტულად ასრულებს მსაჯს წითლამდე ვერ მიაქვს ხელი...
ეს რა თქმა უნდა ნახევრად ხუმრობით, ისე შეიძლება ცუდად დამთავრდეს ერთ დღესაც ყველაფერი
მარა მჯერა რომ ასაკთან ერთად ცოტა დაწყნარდება, ეხლა ბავშვია ეგ ჯერ და ჭინჭყლაობს ყველაფერზე
კურტუაზე დარჩა რამე კითხვები?