10 დიდი ეპიზოდი მაესტროს ბარსელონური კარიერიდან:
10. დებიუტი ჟოზეს ხელში ჰქონია

(მართალია ვან გაალი იყო მწვრთნელი, მაგრამ სათასო მატჩი მთლიანად ჟოზეს ჰქონდა მინდობილი, ჰოდა 18 წლის ხავიც სასტარტოში დააყენა ლეიდასთან, რომლის შემადგენლობაში ტიტომაც ითამაშა შეცვლაზე
9. პირველი გოლი, თან ისეთი, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა, იმავე, 1998 წელს გაიტანა ვალიადოლიდთან, თან თავით
8. 00 სეზონში ვან გაალმა გადაწყვიტა, რომ ტრავმირებული გუარდიოლას როლს ჩავი თავს გაართმევდა. პირველი რამდენიმე ჩაგდებული თამაშის შემდეგ მან გულშემატკივრებიც გააჩუმა და კრიტიკოსებიც (მწვრთნელი გუარდიოლაც ჩაანაცვლოს

)
7. კაპიტანი 05-ში გახდა, იმავე წელს კი საუკეთესო ესპანელ ფეხბურთელადაც აღიარეს. მას შემდეგ არასოდეს ამორიცხულა გუნდის ვიცე-კაპიტანთა სიიდან.
6. 'ჩორეო' ან 'დოს სეის' - ერთ-ერთი უბრწყინვალესი მატჩი ბარსელონას ისტორიაში, სადაც ხავი დანარჩენ 21 მოთამაშეს ერთი თავით აღემატებოდა - რეალთან 4 ასისტი უბრალოდ ფენომენალურია.
5. კიდევ ერთი დიდი მატჩი რომში, როდესაც შავიმ მეტოქის საჯარიმოში 5 მცველის ყოფნის მიუხედავად უზუსტესი პასი გაუკეთა მესის, მან კი, როგორც თავადვე აღიარა, კარიერის ულამაზესი გოლი გაუტანა მანჩესტერს.
4. მანიტა - მწარე ალიყური მოურინიოს თავდაჯერებულ ბიჭებს, რომელიც ქსავის გოლით დაიწყო.
3. მეორე ფინალი მანჩესტერთან შეიძლება არა მხოლოდ გუარდიოლას ეპოქის, არამედ ხავის ბრწყინვალების პიკადაც ჩაითვალოს. და არა მარტო პედროსთვის გაკეთებული ასისტის გამო - ჰავის ერთხელაც არ გაუშვია მატჩის სადავეები და მისი პასის კულტურა შეუდარებელი იყო მთელი თამაშის განმავლობაში.
2. 100-ზე მეტი პასის გაკეთება ხავისთვის ჩვეულებრივ რუტინად იქცა, თუმცა რეკორდი, რომელიც ალბათ კარგა ხანს დარჩება მოუხსნელი, 96-დან 96 ზუსტი პასით დაამყარა ჩემპიონთა ლიგაზე, პსჟ-სთან 2012 წლის შეხვედრაში.
1. იმავე პსჟ-სთან წელს 65-ე წუთზე გამოჩენით კი ხავიმ ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების რაოდენობითაც რეკორდი დაამყარა (143). იკერ კასილასის გარდა, კარგა ხანი ვერავინ შეძლებს მისთვის ამ რეკორდში შეცილებას.
http://bleacherreport.com/articles/2333256...arcelona-career