მადრიდის "რეალი" ხორვატი ნახევარმცველის სახით სერიოზულ დანაკლისს განიცდის...
კლუბის პერსონალიდან დაწყებული ხელმძღვანელობით დამთავრებული, ლუკა მოდრიჩის მოედანზე ხილვა ყველას სურს. მოდრიჩის ხანგრძლივი ტრავმა და მოედანზე არყოფნა გუნდს უკვე საგრძნობლად დაეტყო.
პრობლემა იმაშია, რომ ლუკა გუნდს კიდევ დიდი ხნით ვერ დაეხმარება. თავად ხორვატმა ეს ასე დაადასტურა: "თავს უკეთ ვგრძნობ, მაგრამ სამუშაო კიდევ მაქვს". სავარაუდოდ, 29 წლის ნახევარმცველი გუნდს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩებისთვის დაუბრუნდება, ანუ მარტისთვის.
როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, დღევანდელ "რეალში" მოდრიჩის ღირსეული შემცვლელი არ არის, რომელსაც ერთი გადაცემით ან ჩაჭრით მთელი მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. შეტევების წამოწყების გარდა, მოდრიჩი დაცვით ფუნქციებშიც დიდებულია. ის გუნდის დაცვაზე შექმნილ ზეწოლას ამსუბუქებს.
მოდრიჩი თავდაუზოგავად შრომობს, რათა ტრავმისგან სრულად განიკურნოს და სასურველ კონდიციებს მიაღწიოს. გარდა ამისა, ხორვატი საფეხბურთო მინდორზეც გარკვეულ ვარჯიშებს ასრულებს, მაგრამ აღდგენითი პროცესი გაიწელა. თავად ლუკა იმედგაცრუებულია იმით, რომ თანაგუნდელებს სეზონის ასეთ მნიშვნელოვან მონაკვეთში ვერ ეხმარება, მაგრამ რეალობა ისაა, რომ კლუბს თვენახევარი კვლავ ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე თამაში მოუწევს.
აუუუუუუ ბიჯო რა ვეღარ მოირჩინა ამ ჩემისამ კიდე თვენახევარიო სანიტასის ექიმებს მოვუტყან დედის #####ი გააცდენინეს ტიპს მთელი სეზონი