მგონი მარტო საქართველოში და პოსტსაბჭოთა სივრცეშია ეგ სტერეოტიპები გავრცელებული.
ჩვენი მამების და ბაბუების თაობა, იმ პერიოდში ცხოვრობდნენ, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატის 5-6 თამაშს, დინამოს თამაშებს და გამართლების შემთხვევაში ევროთასების ფინალებს უყურებდნენ.
შესაბამისად მათი საფეხბურთო ინტელექტი არ იყო შესაბამისი მათ სიყვარულთან ფეხბურთის მიმართ.
მაგალითად წელიწადში უყურებდნენ 1 მაქსიმუმ 2 თამაშს ბრაზილიის შესრულებით, სადაც გუნდს თამაში წაუვიდოდა და დიდი შოტით მოიგებდა, იასნად დარჩებოდათ შთაბეჭდილება რო საუკეთესო შემტევი გუნდია, მერე ვერის ბაღში "ექსპერტი ვაჟაევიჩი" განუმტკიცებდათ ამ შთაბეჭდილებას და ეგაა ...
დამტკიცდებოდა რომ ბრაზილიაში საუკეთესო შემტევები იბადებიან.
თორე აბსოლიტურად გეთანხმები შეუძლებელია კარგი თავდამსხმელის გარეშე ძალიან მაგარ მცველად ჩამოყალიბდე და პირიქით, იმიტომ რო პრაქტიკა არ გექნება ელემენტარული.
იტალიის და ბრაზილიის გარდა კიდე იყო რამდენიმე ქვეყანაზე სტერეოტიპები:
გერმანელები უხეშები არიან.
რუსებმა სირბილის მეტი არაფერი იციან
და ა.შ.
აი ჰოლანდიის მიმართ ყველა სიმპათიებით იყო განწყობილი, მე არ მინახავს მაგ თაობაში ტიპი, რომელსაც ჰოლანდია ეზიზღება.
რატო არ ვიცი.