პენალტების სერიაში გაუტანა, დავაზუსტოთ მაინც :დ თან არც ისე გადამწყვეტი, მაგის მერეც აიღო გოიკოეჩეამ ერთი პენალტი :დ
თამაში 1:1 მორჩა, გაათანაბრა კანიჯამ (რა საინტერესოა ისე, ეგ კაცი რომ მოტეხე და ბურუჩაგა დაიჩემე

) ჯგუფიდან გასვლის შემდეგ არგენტინამ გაიტანა 2 გოლი, ორივე კანიჯამ შეაგდო

(შემდეგ იყო ორი პენალტების სერია, სადაც გოიკოეჩეამ ორ-ორი სეივი გააკეთა

)
დავდოთ ბარემ სრული სტატისტიკა, არგენტინამ სულ გაიტანა 5 გოლი (მარადონამ გააკეთა ორი ასისტი) ერთი თამაში მოიგეს ჯგუფში საბჭოთა კავშირთან 2:0 , რუმინეთთან 1:1, აქ გააკეთა მარადონამ ასისტი , შემდეგ იყო ბრაზილიასთან ასისტი კანიჯაზე , მარადონას მონაგარი მოედანზე ეგ იყო
ნეაპოლში გატანას რაც შეეხება, პირველი თამაში სან-სიროზე წააგეს კამერუნთან, ეგ იმითაც ახსნეს, რომ მარადონა არ ევასებოდათ მილანში :დ მომდევნო ორი თამაში ნეაპოლში ჩაატარა არგენტინამ, სადაც დიეგოს აღმერთებდნენ, იტალიელებმაც მატჩის შემდეგ იმაზე დაიწუწუნეს, შეცდომა იყო მანდ ნახევარფინალის გამართვაო, სტადიონის ფაქტორზე გაამახვილეს ყურადღება , ხო, მარადონას ქარიზმით იყო ეგ გამოწვეული , მაგრამ ნაპოლიში, ხალხში და არა მოედანზე
ჰოლანდიის გავარდნისას, რობენის კომენტარი იყო, რომ მესსის ფაქტორი გადამწყვეტი აღმოჩნდა (რა უცნაურია არა, კაცი მასკერანომ მოგუდა, მაგას კი მაინც მესსის სახელი ეკერა პირზე )
ეხლა თუ გინდა, ვან გაალის ქმედებებიც გავაანალიზოთ მაგ თამაშში :დ
მაგრამ მარადონას დავუბრუნდეთ, სტატისტიკა არაფერს ისეთს გვიჩვენებს, თამაშიც არ ჰქონია გადასარევი , რა დარჩა ქარიზმა და გუნდის დამქოქავი იყოო, ეგ?
არგენტინა თამაშობდა დაცვითი ტაქტიკით, ბილარდოს თაოსნობით, გუნდი იყო ერთ-ერთი ყველაზე უხეში, ახასიათებდა პროვოკაციები , ბირთვი შედგებოდა, არგენტინის და იტალიის ჩემპიონატებიდან , გაუმართლათ მეკარეში, ფორტუნაც წყალობდა, ყველაფერს რომ გადახედავ , აღარ უნდა ბრმავდებოდე მარადონას ქარიზმით
ბერძნები ვერ გახდნენ ევროპის ჩემპიონები თუ რა?
მარადონას როლის განსაზღვრა, როგორც გუნდის დამქოქავით, დაკნინება უფროა , ჯერარდია თუ როი კინი

მისგან გენიალურ თამაშს ითხოვდნენ და ელოდნენ, ასეც იყო 86-ში (ეხლა მაგაზე არაფერ ვიტყვი, მარტო იყო თუ არა

)
აი, ამიტომაა სასაცილო ქარიზმა, ამით რომ ხსნი მარტო
ალექსანდრე მაკედონელთან პოეტური შედარება კარგია, მაგრამ ეგ ყველა ბრძოლას იგებდა
This post has been edited by Pep Guardiola on 20 Jan 2015, 18:52