გასაშლელი თემაა

შეიძლება დონე იყო უფრო დაბალი ვიდრე იტალიში, ესპანეთში და გერმანიაში რაღაც წლებში მაგრამ ბანძები რომ იყვნენ არ დასტურდება.
რეალურად მე ვიცი ერთი ცუდი მეკარე რომელსაც უთამაშია ნაკრებში პერესი (1982) და რომ გადახედო მსოფლიოზე რას აკეთებდა და როგორ ვერვითარ კრიტიკას ვერ უძლებს.
მაგრამ ვნახე 1981 წლის თამაშის ჰაილაითებიც ინგლისი ვს ბრაზილია უემბლიზე და იქაც პერესი დგას კარში უმაღლეს დონეზე ითამაშა.
არ ყოფილა მთლად წყალწაღებული და შეძლებია რაღაც.
მარტო მუნდიალზე თამაშს რომ შეხედო ეგრე ჟულიო სეზარიც ცუდი მეკარეა და ჰოლანდიასთან მარცხი 2010 წელს დიდწილად მაგის კისერზეა.
დატეულიყო კარში და არ დაჯახებულიყო მელოს, არც პირველი გოლი გავიდოდა და არც მელო აიჭრებოდა.
მაგრამ ხალხს უკვე ქონდა სეზარის სხვა თამაშები ნანახი ინტერში და არავის ენა არ მოუბრუნდა ეთქვა რომ ბანძია.
თქვეს უბრალოდ რომ შეცდა და ვის არ მოსვლია აი კანიც კი შეცდა.
რადგან ვერავინ ევროპაში და მით უმეტეს ჩვენთან ბრაზილელ მეკარეებს ვერ ნახულობდა და მარტო მსოფლიოზე უყურებდნენ იქიდან აკეთებდნენ დასკვნებს.
რამდენიმე შეცდომა დაუშვეს მაგრამ არა ვთქვათ ინგლისელ მეკარეებზე უარესი მაგრამ ბარბოსადან რომ გამოყვა ეგ მითი
თვითონ ბრაზილიელებმა დააბრალეს მოყვა და მოყვა.
რეალურად რამდენი მეკარე ყავდა უფროს თაობას ნანახი.
ბარბოსა (50) მხოლოდ ფინალში გაშვებული გოლები
ჟილმარი (54,58,62,66)
მანგა (66)
ფენიქსი (70)
ემერსონ ლეაო (74,78)
პერესი (82)
კარლოსი (86)
მოუწია ბრაზილიის ნაკრებს მუნდიალზე ყველზე მეტი თამაში იმ პერიოდში
არ დამითვლია მხოლოდ გერმნიის ნაკრებმა შეიძლება გადაასწროს
შეცდომები აშკარა რომ იტყვი აი მეკარის ბრალია
ბარბოსასი ურუგვაისთან
70 წელს ფენიქსის თხასავით გამოვარდნა ფინალში იტალიასთან
პერესის საბჭოთა კავშირთან და იტალიასთან კუთხური რომ აიკიდა ტყუილად
უშუალოდ გოლები ვერ იტყვი რომ მისი ბრალი იყო მაგრამ იმ უაზროთ აკიდებულ კუთხურს მოყვა გოლი
4 შეცდომა დაგროვდა სულ
და რომ დაჯდეს ვინმე მოცლილი და დათვალოს კარგათ
თუ ესპანეთის და ინგლისი ნაკრების კართან შეიქმნა სახიფათო მდგომარეობა 50-ჯერ
ბრაზილიის ნაკრების კართან შეიქმნა 80-ჯერ იმ წლებში
იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ბრაზილიამ რაოდენობრივად 2 ჯერ მეტი თამაში ითამაშა
და ბუნებრივია შანსი იმისა რომ დაეშვა შეცდომა გაცილებით მაღალი იყო.
ამავდროულად ჟილმარს რომ შეხედავ მის მოძროაბებს დააკვირდები და სეივებს რაც მრავლად ქონდა.
მიხვდები რომ ძალიან კლასნი მეკარე იყო.
ეტყობა ტიპს, როგორ გამოდის გამოსვლაზე როგორ იჭერს ბურთს.
თუ ნახავ ყველა ჰაილაითს მიხვდები რამხელა საქმე აქვს გაკეთებული ნაკრებისთვის 54,58 და 62 წლებში.
66 წელს პელემ ვერაფერი ქნა და ჟილმარს რა უნდა მოვთხოვოთ.
მანგა (ერთი თამაში მარტო მუნდიალებზე და სასწაული სეივი პორტუგალიასთან).
მიდოდა ძალიან დიდი მსჯელობა იმ წლებში რომ მანგა არის ქვეყნის საუკეთესო მეკარე და არა ჟილმარი.
ანუ კონკურენციაც იყო.
ჟილმარი იმიტომ კი არ იდგა რომ სხვა არ იყო. უბრალოდ მაგარი იყო+ წარსული დამსახურებები.
ემერსონ ლეაო მართლა ძალიან კარგათ ითამასა ორივე მუნდიალზე და მე თუ მკითხავ ბრაზილია ვერცერთხელ ვერ შევიდოდა 4-ეულში რომ არა ეს კაცი.
კარლოსმა მხოლოდ ერთი ბურთი გაუშვა თამაშიდან 86-ში და ისაც არ იყო მისი ბრალი.
პენლების სერია რატომ ვერ მოიგოო მაგის გამო ჯერ მეკარე არავის დაუწუნია.
უიღბლო ბარბოსაზე არაფერს ვამბობ. ძალიან დიდი და ქარიზმატული ფეხბურთელი იყო 40-იანების ბოლოს.
ამიტომ შეიცვალა დიდი სიყვარული დიდი სიძულვილით.
თორემ ბევრი მიიჩნევს რომ იმ დროს ნომერ პირველი მეკარე იყო არა მარტო სამხრეთ ამერიკაში არამედ მსოფლიოში.
გამოვიდა რომ ორი მეტნაკლებად მკრთლი მეკარეა სულ.
ფენიქსი და პერესი.
არც ერთ დაუშვია შილტონზე უხეში შეცდომები და არც მეორეს სიმენზე.
რაც საშუალება გაჩნდა იმისა რომ ბრაზილიის შიდა ჩემპიონატს უყურო ხოლო ბრაზილელ მეკარეებს შორის ბევრი ევროპაში თამაშობს.
ვუყურებ და რეალურად სუსტი და ბანძი მეკარე ჟუვენტუდეს და ბრიგანტინოსაც არ ყავს.
მანდ ხო სისტემაა ისეთი რომ შეიძლება რაღაც სოფლის გუნდი იყოს და ისეთ სტადიოზე თამაშობდეს სადაც 2 დღის წინ აიღეს ჰიბრიდული სიმინდის მოსავალი და უცებ შეხვდეს კორინთიანსს თასზე ან შტატის ჩემპიონატში და საინტერესოა ეს თამაში იმიტომ რომ თუ ვერ მოიგო კორინთაისსმა ბევრს კარგავს.
და უყურებ შენც იმიტომ რომ იქ ღიპიანი რონალდო თამაშობს და გაინტერესებს.
აი ცუდი მეკარე იქაც არ შემხვედრია ტიპი რომ აზრზე არაა ისეთი. 2-3 კაი საივს მაინც დადებს.
მეტიც თუ ფავორიტია მოერე გუნდი როგორც წესი მეკარე საუკეთესოა ხოლმე
რომელიმე გუნდს ვთვათ სერედნიაკ კურიტიბას დაემტვრა მეკარე და ზამენაზე შემოდის ვიღაც სერჟიო პაულო და ისაც გადამწყვეტ სეივს დებს.
საიდან გაჩნდა ამდენი ნორმალური მეკარე თუ ვთქვათ 20 წლის წინ კარში მარტო ის დგებოდა ვისაც სირბილი ეზარებოდა.
პერესმა თუ ბანძათ ჩაატარა 82 წლის მუნდიალი იმას ხო არ ნიშნავს რომ სხვა ყველა მეკრე ქვეყანაში ბანძი იყო.
არ იყო.
დევს უითუბზე ბრზილიური გუნდების თამაშების ჰაილაითები ლიბერტადორესზე 70-80-იან წლებში და ნორმალური მეკარეები დგანან იქ.
ვერ იტყვი რომ თანამდროვე ევროპელ საშუალო დონეს და ამათ შორის დიდი სხვაობაა.
ვსიო დავიგინე ამდენს არად დავწერ