DragonBorn 
ფეხბურთს საერთოდ არ უყურებ?

ვინმეს მაინც კითხე ღირს თუ არა დადება

ისე თუ ინტერის ბალეშიკი ხარ რა პონტში დებ ინტერზე. რომელი ფული შეედრება საყვარელი გუნდის მოგებას.
ახლა რაც შეეხება პირველ ტაიმს.
თქვენი მთავარი პრობლემა მოედნის ცენტრალური ზონაა. ერნანესი ერთ ერთი საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველია სერია-ა ში, 20 ლიმონი გადაიხადეს და სკამზე უზით თან ისე რომ შანსს არ აძლევენ.
კარგად ვიცნობ და ვიცი რა შეუძლია, ეგ და ლედესმა რომ თამაშობდნენ აპორნი ზონაში მთელი მოედნის ცენტრი დაპყრობილი ჰქონდათ. ძაან ძლიერია ბურთის დაჭერაში და შეტევის მიმართულების განსაზღვრაში, დამაჯერებელია და მთელს გუნდზე გადადის ეს. არაფრით არ შეიძლება თამაში დავიწყებოდა, უბრალოდ გადაბმულად რამდენიმე თამაში უნდა ითამაშოს და უნდა იგრძნოს რომ ენდობიან.
ზუსტად ეს თავდაჯერებულობაა რაც არ აქვს საერთოდ ამ ინტერს.
მესმის რომ კარგი შედეგები გქონდეს და არ შეცვალო შემადგენლობა, მაგრამ როცა უყურებ რომ აზრზე არაა გუნდი რაღაცას ხომ უნდა მიხვდე? გუარინს სპეციალურად ვაკვირდებოდი, ტანჯავენ ამ ბიჭს არაა მისი ადგილი აპორნი ნახევარმცველობა, არ აქვს ის თვისებები რაც აუცილებელია, უაზრო პასებს იძლევა და ბურთს ვერ იჭერს, პროსტა ისაა რომ დარბის ცხენივით და მისი ადგილი ჩემი აზრით მარჯვენა ფლანგია.
პალასიო რომ აზრზე აღარაა კიდე როგორ ვერ უნდა მიხვდე კაცი რომელსაც მწვრთნელი გქვია და რომ ეს უკვე სიბერის გამო ხდება?
პოდოლსკიმ კიდე ბოლოს 5 წლის წინ ითამაშა ფეხბურთი და როგორ შეიძლება სახელის გამო უსაზღვრო ნდობა გამოუცხადო.
შაქირი კი ბატონო ბევრად უკეთეს ფორმაშია მაგრამ მარტო ვერაფერს იზამს.
აი კიდე კოვაჩიჩი მუდმივად ნიჭიერია და მეტი არაფერი, არ დადგება მაგისგან ინტერის დონის ფეხბურთელი.