მ. პერარნაუს მშვენიერი ანალიზი
1. ბარსა აღარ თამაშის ,,4 ნომერით" (გვარდიოლა, ბუსკეტსი). ახლა ამ ფუნქციას მესი ფლანგი-ცენტრიდან ითავსებს.
3 თვიანი ეჭვების და ცდების შემდეგ დონ ჩუჩომ მოკლე პერიოდისთვის შეუქცევად გადაწყვეტილებებს მიაგნო: სწრაფი გადასვლა დაცვიდან შეტევაში, იმათი დაყენება, ვინც ყველაზე მეტად ერგება ,,გადარბენების ფეხბურთს" და მართვის ექსტრა-სადავეები მესის
2. პირვეილ ფაზა შეტევის - მიიტანო მარჯვენა ფლანგამდე, სადაც მესია. მეორე ფაზა - ირჩევს მესი, ნეიმარი-სუარესის მობილურობა მას მრავალ არჩევანს უტოვებს. ადრე ,,განკარგვის თავისუფლება" ხავის ჰქონდა. მარცხნივ მესის ყოველთვის სთავაზობს თავს ალბა და არის ახალი ვარიანტი ,,ალიუპისა", რომელიც ძველს - ხავის ალვეშზე ცვლის

3. ვილიარეალი პირველი მეტოქეა, ვინც სრულად გააცნობიერა ახალი პარადიგმა ბარსას ფეხბურთის. 2X1-ით კეტავდნენ ლატერალების ზონებს, ისე რომ ნეიმარი-სუარესის მანევრებს ყურადღებას არ აქცევდნენ. მარიოს ჯონათანი ეხმარებოდა, კოსტას კი ჩერიშევი, მათ უფლება მისცეს ბურთი მიეღოთ ალბას და ალვეშს, რადგნ ცნობილია, ისარივით შერბიან, მაგრამ ბოლო პასი მათი სუსტი წერტილია
4. თავისი 4-4-2-ით ვილიარეალი საკმაოდ ახლოს იყო თავის კართან, ამიტომ ბარსა 3 მცველს ტოვებდა (ალბა წინ). ბარსას ნახევარმცველები თავდამსხმელების როლს ითავსებენ, შეტევის მომზადება კი ექსკლუზიურად მესიზეა. ინიესტა-რაფინია ძირითადად უფრო წინ დგანან, ვიდრე მესი, როგორც ორი მედიაპუნტა, რომელთაც საკუთარი, კონკრეტული სარბენი დერეფნები აქვთ გამოყოფილი. მათი მეშვეობით მესის ეძლევა საშუალება მათგან ,,ჰოკეის საგოლე პასი" (ბოლოსწინა) მიიღოს და შემდეგ იზრუნოს შეტევის დასრულებაზე - დიდი უპირატესობა შეტევაში, მაგრამ ძალიან ასუსტებს ბარსას დაცვით სისტემას

პირველი გოლი სწორედ ასე გაუშვეს. ნეიმარმა იქ დაკარგა, სადაც ადრე მესის ჰქონდა უფლება დაეკარგა, ნახევარმცველები კი მას არ აზღვევდნენ (წინ იყვნენ), ვილიარეალი 3X2-ზე გადავიდა შეტევაში. ბარსამ გოლი ასევე სწორედ რაფინიას დახმრებით შექმნა, როდესაც ის მესის გაეხსნა როგორც ფორვარდი
ამ ტაქტიკის მთავარი მსხვერპლი ბუსკეტსია, მეტოქის რამდენიმე შემტევთან მარტო რჩება
ბარსამ მეორე გოლიც იდენტურად გაუშვა, ნეიმარი კარგავს ბურთს (და ამით წყდება ინიესტას 15 წუთიანი საოცარი მონაკვეთი, როდესაც თითქოს კომპასით აღჭურვილი არარსებულ სივრცეებს ხაზავდა ახალი ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ტრიგონომეტრიით

) პიკე კი უშვებს თამაშში ერთადერთ (მაგრამ ორმაგ) შეცდომას, მას ეს შეცდომები უნდა ეპატიოს, რადგან საუკეთესოდ ითამაშა თამაშის დანარჩენ ყველა ეპიზოდში
ინიესტა-რაფინიას ,,წინ-წაწევამ" თამაში რამდენიმე წუთში შემოატრიალა, პირველის ვერტიკალური პასს სუარესზე მოყვა რაფინიას გოლი. აღსანიშნავია, რომ სუარესი მშრალზე დარჩენის მიუხედავად, ყველა გადამწყვეტ მომენტში მონაწილეობდა
5. ფეხბურთელებმა იგრძნეს არომატი დონ ჩუჩოს ტაქტიკის, რომელიც სხვა არაფერია თუ არა მიხვიდე-მოხვიდე (გადარბენები), ღიად გაცვალო დარტყმები მეტოქესთან. ვინმე იფიქრებს, რომ ბუსკეტსის შეცვლა და მასკერანოს იმ პოზიციაზე ააწევა განპირობებული იყო დაცვის გაძლიერებით, სინამდვილეში კი მასკერანო უფრო ,,რისკიანია" პასისას და მწვრთნელმა უბრალოდ კიდევ უფრო ,,გააქტიურა" თავისი მთავარი გეგმა: მომენტალურად შეტევა ბურთის მოპოვების შემდეგ. იგივე ითქმის მატიეზე, რომელიც ყოველთვის ცდილობს პასები წინ გააკეთოს, თამაშის ,,დამამშვიდებელი" ხავი კი მაყურებლად დარჩა
6. ბარსას ძალიან უჭირს როცა თავს იცავს და სიამოვნებას განიცდის შეტევისი დროს. მესი ყველას გადასდებს თავის წყურვილს ფეხბურთის თამაშის, მისი პოზიცია მარჯვენა ფლანგზე კი უბრალოდ გეოგრაფიული პუნქტია სტრატეგის მიერ დაგეგმილი შეტევების სტარტისა

. ნახევარმცველები უბრალოდ ,,სერვანტები" არიან მისთვის, სუარესი კი ,,ფრონტს წმენდს" - იმის ევოლუციური ვარიანტი რასაც სანჩესი აკეთებდა და ვერასდროს აკეთებდა იბრაჰიმოვიჩი. ბარსა ზუსტად ისაა, რასაც მწვრთნელი წარმოადგენდა როგორც ფეხბურთელი, დღევანდელი მოქმედი პირები კი სულ უფრო კარგად გრძნობენ ამ ფეხბურთს. ბარსა ხან მესით უტევს, ხან ნეიმარით, ხან ინიესტათი და ხან ალბათი, როგორც ძაბვის ცვლილება ისე იცვლება შეტევის პრიორიტეტი. თუმცა ვილიარეალმა მიუხედავად წაგებისა სწორად ისარგებლა ახალი მოდელის სისუსტეებით და თასზე ბარსას კიდევ მეტად უნდა გაუჭირდეს
მორჩა


ხომ ვამბობ რა ,,ბურთი მრგვალიას" ტაქტიკა აქვს ჩუჩიკას, იმის იმედზეა რომ ბარსას შემტევების ხარისხი მუდმივად გადასწონის მეტოქეებისას. ბოქსში რომ უფრო ძლიერი მუშტის იმედზე ,,იხსნები" - მსგავსია, სპორტშიც ეწერა ამაზე კარგად ატლეტიკოსთან 1:0 (გაჭირვებით ანგარიში, პენალტის დამატებით) ,,ეს რომ ბოქსი ყოფილიყო, ბარსა იოლად მოიგებდა ქულებით"
რობსონის გუნდს არ გავს, მაგრამ გავს