გაყიდვაში გვიჭირს მოკლედ
მირანდადან 14 ავიღეთ და მანჯუკიჩიდან 19, ნუ არაუშავს
არდადან 35-ზე ნაკლების აღება უბრალოდ დანაშაული იქნება. ბარსა თუ გამოირიცხა, ყველაზე რეალური ჩელსი იქნება, მაგრამ ეგენი ფილიპეს 20-ად აფასებენ და ფილიპე + 15 მილიონი ნაღდად არ უდრის არდას. მანიუს მივაყიდოთ რა, ფულიც აქვთ და მადაც

გასახვეტ ნაგავში უფრო გვიჭირს
სებოლას სადღაც მექსიკურ გუნდში ვუშვებთ, თუმცა მაგისგან არავინ ვარაუდობდა ფულის ამოღებას
აი მარიო სუარესზე კი 12-ს რომ გვიხდიდნენ ზამთარში, ახლა ფორმალ ოფერი ერთიც კი არ გვაქვს. ჭორები დადის, რომ ინტერს უნდა 7-ად, მაგრამ არ შემოუთავაზებიათ ჯერ ოფიციალურად. ნუ შვიდიც არ იქნებოდა ცუდი, გავყიდოთ ოღონდ. თუ წავიდა, შეიძლება საიო არ ვიკმაროთ (ამას სავარაუდოდ მოსვლისთანავე გავანათხოვრებთ) და მოტაც დავიმატოთ.
სად გვიჭირს:
დაცვაში საერთოდ პატრონს ვერ იცნობს ძაღლი ჯერჯერობით. რვიდან 5 პოზიციაა მარტო დაკომპლექტებული, ნუ მაქსიმუმ ექვსი: ცენტრალური დაცვის ურუგვაული წყვილი, მარჯვენა მცველები (ხუანფრანი+გამესი) და და ნუ იქით ვთქვათ, რომ სიკეირა
სიკეირა + ლუკას ერნანდესი განიხილება მარცხნივ, მაგრამ ლუკასს რომ სათამაშო დრო უნდა, აშკარაა. თან იდეაში ცენტრალური მცველი უფროა ეგ და მარცხნივ მარტო რეალის ინააღმდეგ ვნახეთ (თუმცა ნამდვილად კარგად ითამაშა)
შეიძლება კურზავას მსგავს კარგ მცველზე ვინადიროთ, ალექს სანდროზე თუნდაც, მაგრამ ეგ ძვირია, თან სიკეირადან 10-საც ვერ ამოვიღებთ ალბათ. მოკლედ მაგ ორის იმედზე დავრჩებით სავარაუდოდ
ცენტრალური დაცვის ბექაფად იმდენ კაცს გვიკავშირებენ, თვითონ გოდინის და ხიმენესის გარდა აღარავინ დარჩა მემგონი. ალდერვეირელდზე დაიწერა ტოტენჰემი 25ს ჩამოდის და სოტონმა მოლაპარაკებები დაიწყოო. თუ არ უნდა ნუ მართლა ცოდოა სკამზე დასასმელად, თან 25 დიდი ფულია, ოცადაც კი უნდა შეიფუთოს

მაგრამ შემცვლელად ვინ მოვა კაციშვილმა არ იცის ჯერ
მესამე ცენტრალური მცველისა და პირველი მარცხენა მცველის მერე ყველაზე მეტად ფლანგებზეა გაურკვეველი სიტუაცია.
კოკე რომ ცენტრში შეიწევს ეგ უკვე გარკვეულია, მაგრამ კოკეს ადგილას ვინ დადგება? არდა მიდის და იქით მეორე ვინგერიც საპოვნელი გვყავს
ჯექსონა-ვიეტო-გრიზმანიდან ერთ-ერთი ფლანგზე იქნება გასასვლელი (სავარაუდოდ მარცხნივ და სავარაუდოდ ვიეტო) და თუ გაამართლა ექსპერიმენტმა ორ კურდღელს დავიჭერთ: სამივე მთავარ შეტევით კაცს ძირითადში დავაყენებთ და მარცხენა ვინგერის პრობლემაც გადაიჭრება. ოღონდ უნდა გაამართლოს

აი მარჯვნივ დანაშაულია კონოპლიანკას ხელიდან გაშვება. ახლა ან გაიტანზე იჩალიჩებენ, რომელზეც დაიწერა, რომ ოლივერს და რაულ ხიმენესს აძლევენ ბენფიკას (და იმედია ოლივერის მიცემაში ლოუნი იგულისხმება და არა გაყიდვა), ან კარლოს ველას, რომლის ბაიაუთიც 30 მილიონია და არდას თU 35-ად გავუშვებთ, თხა ვიყიდე თხა გავყიდე პონტი გვეჩითება, თან უფრო ნაკლებად მეწველი თხით. ანხელ კორეას რას ვუპირებთ ან ოლი ტორესს, ეგეც გაურკვეველია ჯერ, კორეას განათხოვრებაზე ბევრი იწერება (არადა სანაცვლოდ ვინ უნდა მოვიყვანოთ?) და ოლი ტორესი შეიძლება კიდევ ერთი წლით დარჩეს პორტოში
მეკარეზე არაა პრობლემა, მოიას თუ გავყიდით, კამენი მოვა სავარაუდოდ მალაგადან, ესპანიოლის მეკარეც განიხილება. ბექაფად ორივემ უნდა გაქაჩოს, მთავარი კი ობლაკის მიერ დონის შენარჩუნება და აწევაა
ასევე არაფერი გვიჭირს ნახევარდაცვის ცენტრში, სადაც კოკე/საული და გაბი/ტიაგო გვეყოლებიან და საიოც შეიძლება დაგვემატოს (თუმცა გავანათხოვრებთ ალბათ)
სტრაიკერზეც მარტინესი/ტორესი ძალიან კარგი დუოა
ვინმემ მიეცით კამინეროს არიადნას ძაფის გორგალი