არდა გუშინ 28 წლის გახდა

და წვეულებაზე გუნდელებმა ბუცის ფორმის ნამცხვარი მიართვეს

ამბობენ ვარჯიშზე მცირე ტრავმა აიკიდაო, მაგრამ ალბათ დაბადების დღის გამო ზუსტად, დღეს არ იქნება ბასკეთში
ასის ცნობით სიმეონემ გუშინ ამ 11-ეულით ივარჯიშა:
Moyá; Juanfran, Miranda, Godín, Ansaldi; Raúl García, Mario, Tiago, Koke; Griezmann, and Mandzukic.
თუმცა ანსალდი მაინც არ არის განაცხადში და გაბი რომ დისკვალიფიცირებულია, გემახსოვრებათ. ჩვენი განაცხადი:
Jan Oblak, Miguel Ángel Moyá; Juanfran Torres, Jesús Gámez, Joao Miranda, José María Giménez, Diego Godín, Guilherme Siqueira; Raúl García, Mario Suárez, Tiago Mendes, Saúl Ñíguez, Koke Resurrección, Rubén Gracia, 'Cani' Antoine Griezmann, Fernando Torres, Mario Mandzukic, and Raúl Jiménez.
მოია - ხუანფრანი/გამესი, კედელი, სიკეირა - გლეხი, ტიაგო, მარიო, კოკე - გრიზი, მანჯუ
მირანდა, ხუანფრანი და რაულ გარსია განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ და ყვითელი არ აიკიდონ, ზღვარზე არიან და დერბის გამოტოვება არამგონია რომელიმეს უნდოდეს
არდაც ზღვარზეა, შეიძლება ამიტომაც არ გარისკა ჩოლომ
ეიბარს რაც შეეხება - მანუ დელ მორალმა, ატლეტიკო დიდი გუნდია და შესაფერისად ვაპირებთ თამაშსო
ისე ფედერიკო პიოვაკარი ყოლიათ თურმე, 2 წლის წინ სტიაუას ზამენა რომ იყო, თბილისშიც ითამაშა დინამოსთან
რთული მატჩი რომ იქნება იქიდანაც ჩანს, რომ სულ 3 გუნდს აქვს ამ სეზონში მოგებული ეიბარის სტადიონზე

4-2-3-1-ს თამაშობენ და საულ ბერხონი, მარცხენა შემტევი ნახევარმცველი ყავთ ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი - რაიოსთან, ლევანტესთან, ვალენსიასთან, ესპანიოლთან და კორდობასთან თIთქმის მარტო ეთამაშებოდა მეტოქის დაცვას, მაგრამ უმეტეს შემთხვევებში წარმატებულად. ძალიან კარგი დრიბლინგი და მშვენიერი ქროსი ჰქონია, თუმცა პასებში სცოდავს (61%) და ბევრი დრიბლინგის მცდელობის გამო ბურთსაც ხშირად კარგავს, რითიც აუცილებლად უნდა ვისარგებლოთ. კაპაც ასეთივე ჰყავთ მარჯვენა ფლანგზე, მაგრამ მისგან განსხვავებით საული ჯარიმების სპეციალისტიცაა და დარტყმა/ჩაწოდება თანაბრად კარგად ეხერხება. ჩვენი ბოლოდროინდელი სტანდარტულების დაცვის გამო კი დიდ საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს.
ჩვენი დროით 9-ზეა თამაში, იმედია უკრისიტანო/პენალტო რეალი გატეხავს მეორე ბასკურ გუნდთან და წამოწევას შევძლებთ
აბა ჩვენ ვიცით
მიმაგრებული სურათი