რამდენიმე შეწყვეტილი სერია:
- 51-ის შემდეგ არ გვქონდა 4:0 მოგებული იმათთვის
- 50-ის შემდეგ არ გვქონდა ლიგის ლიდერისთვის 4-ბურთიანი სხვაობით მოგებული
- 13 წლის განმავლობაში არ გვყავდა რეალი ლა ლიგის თამაშში შინ დამარცხებული
- რეალი ამ წელს ერთადერთი გუნდი იყო, რომელსაც ჩემპიონატის ყველა მატჩში ჰქონდა გოლი გატანილი, დღეს სულ 1-ხელ დაარტყეს კარში
- რეალს დორტმუნდთან წაგებული 4:1-ის შემდეგ არ ჰქონდა გაშვებული 4 გოლი
საული 20 წლის ახლახან შესრულდა და ახალგაზრდა ნახევარმცველს უკვე სევილიასა და რეალისთვის აქვს გოლები გატანილი. იმედია არცერთი ტრავმა არ იქნება სერიოზული და მალე გამოჯანმრთელდებიან. შემდეგი მატჩი იქით კვირას გვაქვს სელტასთან გასვლა და უნდა მივანგრიოთ პირველი წრის დამპლური თავხედობისთვის

თუმცა არდა და ხუანფრანი არ იქნებიან და გამესსა და გლეხს ან კანის მიეცემათ სავარაუდოდ თავის გამოჩენის შესაძლებლობა.
უახლოესი მდევარი სევილია 8 ქულით ჩამოგვრჩება, ასე რომ შეგვიძლია იმ ორი ლიდერის ფეხის აცდენას დაველოდოთ, განსაკუთრებით რეალის. იმის მიუხედავად, რომ შემდეგი მატჩი დეპორთან აქვთ სახლში, 1 თვის განმავლობაში არ ეყოლებათ რამდენიმე საკვანძო მოთამაშე (მარსელოს დაბრუნება არაფერს ცვლის თუ ვარანი-ნაჩოს დაცვა იდგა). გერმანიაში გასვლიდან 3 დღეში ელჩესთან უწევთ გასვლა, მერე კი ვილიარეალთან სახლი და ეგება გადაიწვან ან რამე ###ობა ეტაკოთ
დიდი მატჩი იყო, დიდი მატჩი მოვიგეთ
შუკერ, სად ხარ :დ
AUPA ATLETI !
მიმაგრებული სურათი