ცხენდირას დედა ვატირე
3-4 კვირით გამოგვაკლდა კოკე დაჭიმული კუნთის გამო, ვაიმე

სელტა, ალმერია, სევილია ბაიერს ტოვებს, იქნებ ვალენსიას ან განმეორებითისთვის მაინც დაბრუნდეს

ჩვენი ძრავია, გუნდშI კი არა, მთელ ლიგაში ყველაზე მეტი ასისტი (14), ყველაზე მეტი პასი (1669) და ყველაზე მეტი მოპოვებული ბურთი (226) აქვს
მალე გამოჯანმრთელდი კოკე

საულს მარცხენა მუხლზე აქვს ტრავმა და იმედია იქით კვირას უკვე მზად იქნება. კარგი შანსი ეძლევა და იმედია გამოიყენებს, ყოველთვის რაულ გარსიას არ დააყენებს, მოუწევთ საულსაც და კანისაც თამაში.
გოდინს გატეხილი ცხვირით უთამაშია მატჩი და ემარაიმ აჩვენა, რომ გადავრჩით და ოპერაცია არ დასჭირდება
ანხელ კორეა სუდამერიკანას ჩემპიონი გახდა არგენტინის რიგებში ! რაშიც დიდი წვლილი შეიტანა თვითონ, რაკი ურუგვაისთან გამარჯვების გოლი სწორედ მან გაიტანა

სიმეონემ თავის შვილსაც მიულოცა გამარჯვება ტვიტერით - შრომა და მონდომება ყოველთვის იხდის და გუნდთან ერთად დატკბი გამარჯვებითო

ჯოვანი ტურნირის ბომბარდირი გახდა 10 მატჩში გატანილი 9 გოლით
საულმა გავიხარეთ გამარჯვებით და ახლა ბედნიერები და ზურგიდან ტვირთმოხსნილები ვართო
კრისტიანომ ატლეტიკოს მაინც ბევრად ვჯობივართო და იმედია დეპრესიაშI ამოხდება სული
მოკლედ სელტასთან საკმაოდ გაგვიჭირდება რა, არ გვეყოლება არდა, კოკე და რაულ გარსია - სამი ძალიან მნიშვნელოვანი ნახევარმცველი. მათ ადგილებს სავარაუდოდ კანი და საული დაიკავებენ. ეს მატჩი თუ მოვიგეთ, შემდეგი, ალმერიასთან კიდევ უფრო ადვილი იქნება და მერე უკვე სერიოზული თამაშები დაიწყება ბაიერი, სევილია და ვალენსია.
მიმაგრებული სურათი