მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი და ამავდროულად რთული თამაში გვაქვს ვიგოზე და მემილიონედ დავწერ ბარემ, რაზე დავწერო აბა
ეს განლაგებები
სიმეონემ დაადასტურა, რომ ტრიდენტეებით ითამაშებს, ტიაგო-მარიო-გაბი და გრიზი-მარიო-ნანდო. სექტემბრის შემდეგ პირველად ვითამაშებთ ამ განლაგებით და დაე ვიმედოვნოთ, რომ ტორესი იმაზე უკეთესი ვინგერია, ვიდრე ეს ბევრს ჰგონია.
სელტაზეც რომ ვთქვათ რამე, ბარსელონაში გამარჯვების შემდეგ დაითარსნენ და 1 მოგების წილ სამი ფრე და რვა წაგება მიითვალეს. კარგმა სტარტმა გადაარჩინათ, თორემ მე-10 ადგილზე არ იქნებოდნენ. ათეულში ყოფნის მიუხედავად, გასავარდნ ზონას სულ 6 ქულა აშორებთ, ასე რომ მშვიდად არ ითამაშებენ. ბოლოს ცოტა გამოასწორეს თამაში და კორდობას დამარცხების შემდეგ სოსიედადს დაუზავდნენ. ლარივეის ნოემბრიდან მოყოლებული გოლი არ გაუტანია და დამშეული ვარო.
პირველ წრეში 2:2 გემახსოვრებათ, უაზროდ აკიდებული პენალტის გამო - გრიზმანმა და ხიმენესმა ვერაფერი გააკეთეს მაშინ, მანჯუ კი არ გვყავდა. მათმა მეკარემ ბრწყინვალედ ითამაშა მაშინ და გამეორებას შევეცდებიო, განაცხადა. სიმეონემ კი ფეხბურთელებს კიდევ უფრო მეტი შრომისკენ მოუწოდა, რაკი არდას, კოკესა და რაულ გარსიას ტალანტისა და შრომის კომპენსირებაა საჭიროო.
ჩვენი გუნდის განაცხადში მოხვდა 17 წლის მეკარე კარლოს მარინი, რომელიც კარგა ხანია, რაც ჩვენს მომავალ მეკარედ განიხილება. პატარების ჩემპიონთა ლიგაში 7-ჯერ იდგა უკვე და 3 ქლინ შითთან ერთად სულ 5 გოლი აქვს გაშვებული. ასევე რეგულარულად აქვს ნათამაშები ესპანეთის U17-ში.
გოდინი სავარაუდოდ იქნება, ოღონდ ნიღბით

სადღაც წავიკითხე, თავურ დარტყმებს თავიდან სწავლობს სახეზე ნიღბითო
ქვემოთ სურათში გუნდელები დასცინიან ნიღბის გამო

(ისე სამი მუშკეტერის თითქმის ყველა წევრი გვყავს უკვე: გრიზზი - დ'არტანიანი, მანჯუკიჩი - პორთოსი, გოდინი - არამისი. რაულ გარსიაც შეიძლება პრინციპში პორთოსის როლზე, რატომაც არა. ათოსი - გაბი? მოია? არ ვიცი, მომავალში გამოჩნდება. ჩოლო კარდინალი და მუშკეტერების შეფი ერთად, ხიმენესი - გრიმო და ტიაგო - პლანშე

)
იმჰო key მოთამაშეები დღეს გრიზის გარდა ლატერალები იქნებიან. არდა-კოკეს არყოფნაში ხუანფრანისა და სიკეირას კისერზე იქნება ბევრი შეტევის დაწყება და მიმართულების მიცემა, ქროსები და გამჭოლი გადაცემები, მოედნის გაწელვა და თან ორეიიანა-ნოლიტოს შეჩერება.
This post has been edited by Darker Side on 15 Feb 2015, 15:28
მიმაგრებული სურათი