მოკლედ, მოვიდა დიდი დღეც და დრო როდის გავა, იმას უნდა ველოდოთ ფრჩხილების კვნეტით
ორივე გუნდს ყველა ეყოლება, რაკი მანჯუკიჩმაც და ბეილმაც სამედიცინო მწვანე შუქი მიიღეს, შესაბამისად, მწვრთნელები ეცდებიან ნულიდან დაწყებას, საუკეთესო 11-ეულის თავიდან დაკომპლექტებას
თუკი სტუმრების შემთხვევაში ეს 11-ეულიცა და სკამიდან რომ ისკო შემოვა 60-ე წუთზე, ეგეც აშკარაა, ჩვენს შემთხვევაში კითხვის ნიშანი ძალიან ბევრია
განლაგება დაახლოებით ასეთი გვაქვს:
ობლაკი 60% / მოია 40%
ხუანფრანი - გოდინი - ხიმენესი 60% / მირანდა 40% - გამესი 80% / სიკეირა 20%
არდა - გაბი 50% / ტიაგო 50% - ტიაგო 50% / მარიო სუარესი 40% / საული 10% - კოკე
გრიზი - მანჯუ
მე პირადად იმედი მაქვს, რომ ურუგვაულ დაცვას ვიხილავთ, ნახევარდაცვაში კი მარიო სუარესი იქნება, რადგან ბებრებმა 3 დღის წინ რთული მატჩი ითამაშეს და ენერგია შეიძლება არ ეყოთ ბოლომდე სელტასავით. თუმცა, ისიც შეიძლება, მეორე ტაიმში შემოუშვას მარიო, როცა დაღლა დაეტყობათ, ჩოლოზეა ყველაფერი
ცხადია, კალდერონის ატმოსფეროსა და მეთორმეტე მოთამაშეს ისევ აქტიურად გამოვიყენებთ, თითქმის ყველა ბილეთი გაყიდულია უკვე და ჩოლოს მოწოდებაც - გაკეთებული.
მეტოქეზე მეტი უნდა ვირბინოთ და მეტოქეზე მეტი უნდა გვინდოდეს. ბურთი უნდა გავაკონტროლოთ და ყველა შანსი გამოვიყენოთ, რაც მოგვეცემა.
ახლა, რაც შეეხება თამაშს:
ამ სეზონის 6 შეხვედრაში მსაჯებმა ჯამში 52-ჯერ (!) გამოიყენეს ყვითელი ბარათი, ამიტომ ხისტ თამაშს, ცხადია, კვლავაც უნდა ველოდეთ.
რეალთან ევროპული პლეი-ოფი ერთადერთხელ, სამოციანებშI გვითამაშია და 2:1 წაგების შემდეგ შინ 1:0 ვიმარჯვეთ, თუმცა მაშინ გასვლითი გოლის უპირატესობა არ არსებობდა და გადათამაშებაში პუშკაშის გოლით გვძლიეს. თუმცა ახლა სიტუაცია შეიცვალა და იმედია სამართლიანობაც აღდგება

მიმდინარე გათამაშებაში შინ ყველა მატჩი მოგებული გვაქვს, რეალს გასვლაზე არ დასცდენია ფეხი. თუმცა ჩვენი შედეგი უფრო ღირებულია, რადგან სახლში გატანილ 10 გოლს მეტოქემ ვერც ერთხელ ვერ უპასუხა (ეს ტრადიცია უნდა გავაგრძელოთ) და საერთოდაც, ბოლო 23 საშინაო ევროტურნირის მატჩიდან 21 გვაქვს მოგებული. რეალს ბოლო 28 გასვლითი მატჩიდან მხოლოდ 5 აქვს წაგებული და ერთადერთი ლიონთან გამოვარდნენ გოლის გაუტანლად, რისი გახსენების დროც უკვე მოვიდა

ყვითლებზე გვისხედან ანსალდი, გაბი, მარიო სუარესი, გამესი და ტორესი, რაც იმას ნიშნავს, რომ გაბიმ და მარიო სუარესმა ერთდროულად არ უნდა მიიღონ ყვითელი ბარათი, იმათ - კოენტრაო, მარსელო და ტონი კროოსი, საიდანაც ბოლო ორის დისკვალიფიკაციას ორივე ხელით მივესალმები
8 მატჩია არ წაგვიგია და მალაგამდე 5 მატჩი გოლს არ ვუშვებდით, რეალს ბოლო 7-დან 3 მატჩი აქვს წაგებული და ჩემპიონთა ლიგაზე 10-მატჩიანი წაუგებელი სერია შალკემ შეაწყვეტინათ.
ჩვენი მთავარი გმირი, ცხადია, გრიზმანი იქნება, რომელმაც მე-18 გოლი გაიტანა ლიგაში, რეალისა კი - მოდრიჩი, რომელთან გამკლავებაც ბოლო 3 მატჩის დროს არ დაგვჭირვებია. სიმეონეს განცხადებით, ის მოქმედი ჩემპიონების მთავარი იარაღია და მისი გამოჩენით ნახევარდაცვა უფრო აგრესიულ ხასიათს შეიძენს.
არასტატისტიკური ინფორმაცია, ვინმე დამწყებს თU აინტერესებს,
აქ ნახოს, ისე კი ყველამ ყველაფერი ვიცით მემგონი და მადრიდული სამოქალაქო ომისთვისაც მზად ვართ
Aupa Atleti!