ძალიან მნიშვნელოვანი საფეხბურთო კვირაა
სამივე გუნდის გასვლა იქნება ძალიან მაგარი, ძალიან დიდი პლიუსი გერმანული ფეხბურთისთვის
კი წერთ ასე ლევერკუზენზე, მარა მაინც მნიშვნელოვანია ამათი გასვლა
მეოთხედფინალში რომ გერმანიას 3 გუნდი ეყოლება, ესპანეთს 2, საფრანგეთს 2 და პორტუგალიას 1.... იტალიას და ინგლისს არცერთი.... ძალიან მაგარი იქნება

+ დამატებითი მილიონები, თან ვერ იტყვი ძაან აჯდება ფულს ბაიერიო, მით უფრო სხვა გერმანულების ფონზე, კაი ახალგაზრდებში მაინც არ ენანებათ ფული
+ პრესტიჟი გერმანულ ფეხბურთს, იქ კოეფიცენტები და ა.შ.
თან ატლეტიკოსთანა ძლიერი გუნდის გამოგდება მთლიანად გუნდს აუმაღლებს ბრძოლისუნარიანობას და თვითრწმენას
რეალთან და ბარსასთან შეიძლება განადგურდნენ, მარა იქნებ მონაკო-იუვე/დორტმუნდი, პსჟ, პორტოს ხვდებიან
ფავორიტები არავისთან იქნებიან, მარა გაიბრძოლებენ მაინც და არ განადგურდებიან
ლევერისთანა გუნდისთვის მეოთხედფინალი ძალიან კარგი შედეგი იქნება
მარა მაგრად მეშინია დღევანდელი მატჩის, ასე მგონია, ზეწოლას ვერ გაუძლებენ და დაიშლებიან
არც დორტმუნდის იმედი მაქვს დიდად
2ვეს ჩარჩენა ძალიან ცუდი იქნება, მეოთხედფინალში მარტო ბაიერნი რომ დარჩეს, ეგ კრახი იქნება ბუნდესლიგის

ერთ-ერთის გასვლა კაი შედეგი იქნება, ორივესი უმაგრესი
ვოლფსბურგი კი აუცილებლად უნდა გაცდეს ინტერს
ლიგა განაღდებული აქვთ და მიაწვნენ ამ თასს