Vanpersie18
Король Орел

        
ჯგუფი: Members
წერილები: 36954
წევრი No.: 153731
რეგისტრ.: 5-September 12
|
#43753179 · 13 Feb 2015, 20:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მთელი მსოფლიო იმ საკითხითაა დაინტერესებული, თუ რა ხდება საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” თავს. კლუბის პრეზიდენტ ხოსეპ მარია ბართომეუს საკუთარი აზრი გააჩნია: უკან სვლა მაშინ დაიწყო, როცა “ბარსას” მწვრთნელ ტიტო ვილანოვას კიბო დაუდგინეს, გასულ წელს კი იგი დაიღუპა. “რა თქმა უნდა, ჩვენი თამაშის დონე დაეცა”, – არ მალავს ბართომეუ, ჰოლში ჯდომის დროს, “ბარსელონა” – “ატლეტიკო მადრიდის” შეხვედრის დაწყების წინ. “მაგრამ ამაზე პასუხისმგებლობა არავის ეკისრება. ეს იმის გამო ხდება, რომ კლუბისთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანი დაიღუპა და დაბნეულები ვართ”. ცხადია, ეს დიდებული კლუბი ბედნიერი არაა. არამხოლოდ იმის გამო, რომ “ბარსელონა” ამ სეზონში “სანტიაგო ბერნაბეუზე” “რეალ მადრიდთან” დამარცხდა. უკვე ბევრი გულშემატკივარი გრძნობს, რომ ეს “ბარსა” “ბარსა” აღარაა. “Més que un club” (მეტი ვიდრე კლუბი) – კატალონიური დევიზი, ამ გამონათქვამს “ბარსელონა” გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნამვდილად ამართლებდა. გუნდი, რომელიც ძირითადად “ლა მასიის” აღზრდილებითაა დაკომპლექტებული, მომხიბლავ შემტევი სტილის ფეხბურთს თამაშობდა, რომელსაც რეკლამას ბავშვთა ფონდი “იუნისეფი” უკეთებდა. “ბარსა” საკუთარი თავით ამაყობდა. 2010 წლიდან 2013 წლამდე “მადრიდის” მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, ნამდვილი პროვოკატორი, ამას აცნობიერებდა და “ბარსელონელ” კარგ ბიჭებთან ბოროტმოქმედის როლს ასრულებდა. მაგრამ, ახლა “ბარსას” იმიჯს ბზარები გაუჩნდა: თამაშის უნიკალური სტილი ნელ-ნელა ქრება, მაისურებზე ახალი ლოგოტიპი “Qatar Airways” დამკვიდრდა, ახალგაზრდულმა აკადემიამ მსოფლიო ლიდერების აღზრდა შეწყვიტა, კლუბი კი სახელს კარგავს. ბართომეუს ეს მემკვიდრეობა დარჩა და ცდილობს იგი გამოასწოროს. მატჩამდე ორი საათით ადრე იგი ჰოლში შედის, კლუბის პრეზიდენტთა ტერიტორიაზე. ამ დღის დიდი ნაწილი მან თავის საინჟინრო კომპანიაში გაატარა. ყურადღების ცენტრში იგი მოულოდნელად მოექცა. ბართომეუ კატალონიელ ჯერალდ ფორდს რაღაცით წააგავს. 1970-იან წლებში აშშ-ს პრეზიდენტი, ჯერ ვიცეპრეზიდენტი გახლდათ, რომელმაც ლიდერობა სკანდალის შემდეგ ანდეს: ბართომეუს წინამორბედი სანდრო როსელი გასულ წელს ბრაზილიელი ფორვარდის, ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებული პრობლემების გამო წავიდა. როგორც ფორდი, ბართომეუმაც დიდხანს არ უნდა გასტანოს ამ თანამდებობაზე: იმის გამო, რომ მისი მუშაობით უკმაყოფილონი არიან, იძულებული გახდა, საპრეზიდენტო არჩევნები მომავალი ზაფხულისთვის დაეგეგმა. ეს დიდი სპორტული დემოკრატიული სპექტაკლი იქნება. ბევრი იმითაა განაწყენებული, რომ “ბარსელონა” თავისი იმიჯის დაკარგვას აგრძელებს. ხოსეპ გვარდიოლა წავიდა, ვილანოვა დაიღუპა და კლუბის სულიერი მამა იოჰან კრუიფი თავის ვილაში ზის და კრიტიკის გარდა არაფერს აკეთებს. კარიერადამთავრებულმა კარლეს პუიოლმა კლუბის შტატი ამ იანვარს მას შემდეგ დატოვა, რაც ბართომეუმ სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა გაათავისუფლა. ახლა კი, ფანებს ეშინიათ, რომ “ბარსას” საუკეთესო ფეხბურთელი მესი, რომელსაც არსებული ჭორების თანახმად ახალ მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკესთან არც თუ ისე კარგი ურთიერთობა აქვს, წავა. ამას ის ფაქტიც ამწვავებს, რომ წინა თვეში არგენტინელმა მომავალი სეზონიდან არ ვიცი სად ვითამაშებო. ბართომეუ კი კატეგორიულია: “ხალხი ამბობს, რომ მესი ბედნიერი არაა და იმედგაცრუებულია. ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ ლეო მესი ჩვენს კლუბში ასპარეზობას გააგრძელებს. მას მოქმედი კონტრაქტის ვადა ჩვენთან 2018 წლამდე აკავშირებს”. დარწმუნებულია თუ არა იგი, რომ მომავალ სეზონშიც დარჩება? “მომავალ სეზონშიც, კიდევ ერთი სეზონიც და ასე შემდეგ… ზაფხულში მას ახალი კონტრაქტი გავუფორმეთ. მისი ოჯახი აქ იმყოფება, ქალაქში და ბედნიერია იმით, რომ ეს მისი კლუბია”. მაგრამ, მესის კარგად მოეხსენება, თუ რომელ კლუბებს სურთ მისი შეძენა. “ბარსაში” მას ვინმე დაუკავშირდა ნეიმარის ან ლუის სუარესის ტრანსფერის წინ? ბართომეუ იღიმის: “არა. მას გუნდთან კარგი ურთიერთობა აქვს. მაგრამ, კლუბში არაფერს წყვეტს. კლუბში გადაწყვეტილებებს პროფესიონალები იღებენ, რომლებიც აქ მუშაობენ”. გასულ ზაფხულს ლუის სუარესის ტრანსფერმა დისკუსია გამოიწვია: ურუგვაელი თავდამსხმელი, რომელიც იქამდე კბენისა და რასიზმის გამო იყო დასჯილი, მუნდიალზე იტალიელ ფეხბურთელ ჯორჯო კიელინის უკბინა. ღირდა თუ არა “ბარსასთვის” ამ ფეხბურთელის შეძენა? “რა თქმა უნდა, მას უნდა დავხმარებოდით”, – ამბობს ბართომეუ. “როცა ფეხბურთელი აქ მოდის, ყოველთვის ვცდილობთ თბილად მივიღოთ, პირველ რიგში, როგორც ადამიანი და არა პროფესიონალი. ჩვენი ფეხბურთელების უმეტესობა ახალგაზრდულ აკადემიაში გაიზარდა. ისინი კლუბის მადლიერები არიან. ლუის სუარესის შემთხვევაში, საქმე სხვაგვარადაა, მაგრამ მისთვის ეს ახალი გამოწვევაა”. “მისი გამოწვევა საფეხბურთო ოჯახში დაბრუნება გახლდათ. ვფქრობთ, ეს წარმატებით გავაკეთეთ. ამიტომ, ახლა ლუის სუარესს ვხედავ – ზოგჯერ ვესაუბრები – იგი ბედნიერი, თავაზიანი და კორექტულია, შეიძლება ითქვას კლუბში ჩაეწერა. მას პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ამ პრობლემის გადაწყვეტაში ჩვენ დავეხმარეთ”. ბართომეუს ესმის, რატომ დასაჯა ფიფამ სუარესი ოთხთთვიანი დისკვალიფიკაციით. თუმცა, იგი ძალიან აღშფოთებულია იმის გამო, რომ ფიფამ სუარესს ვარჯიშიც აუკრძალა. გარდა ამისა, ფიფამ “ბარსელონას” კიდევ ერთი რამ აუკრძალა: არასრულწლოვან უცხოელ ფეხბურთელებთან კონტრაქტის უკანონო გაფორმების გამო, კლუბს ტრანსფერების განხორციელება 2016 წლამდე არ შეეძლება. ბართომეუ ეთანხმება: “კარგი, დოკუმენტების გაფორმებისას რაღაც შეგვეშალა. თუმცა, ევროპაში ათასი ბავშვია, რომლებიც უკანონო დოკუმენტებით თამაშობენ. ბევრი მათგანი ემიგრანტია. რატომ გამოუცხადეს პრეტენზია მხოლოდ “ბარსას”? უნდა დავსჯილიყავით. მიუხედავად ამისა, ამ ბავშვებისთვის თამაში არ უნდა აეკრძალათ. რადგან მათთვის ახალ ქვეყანაში სოციალიზაციის მთავარი საშუალება სწორედ ფეხბურთია”. მიუხედავად ამისა, იგი ამბობს, რომ “არ არსებობს არანაირი ობიექტური მიზეზი იმაზე სასაუბროდ, რომ არასტაბილურები ვართ. საქმე საკმაოდ კარგად მიდის. შეტევაში მსოფლიოში სამი საუკეთესო თავდამსხმელი გვყავს. შეიძლება კრიშტიანუ ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ ლეო მესი ნეიმართან და სუარესთან ერთად, ვფიქრობ, რაღაც წარმოუდგენელია”. “ბარსა” “მადრიდს” ლა ლიგაში მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება და სამეფო თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ იბრძვის (სადაც მათი მომავალი მეტოქე “მანჩესტერ სიტია”). “ამ წელს კვლავ დავიწყებთ გაღიმებას. “კამპ ნოუზე” მზე ისევ უნდა ამოვიდეს”. “ეკონომიკურად კლუბი, ვაცხადებ, ამჟამად მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში საუკეთესო მდგომარეობაშია”, – ამბობს ბართომეუ. წლიურმა შემოსავალმა 530 მილიონ ევროს მიაღწია. მხოლოდ “რეალია” წინ 604 მილიონით, რაც სპორტულ კლუბებს შორის უდიდესი მაჩვენებელია. “ბარსას”, როგორც ბართომეუ აღნიშნავს, მდიდარი მფარველი არ ჰყავს და მისი ბილეთების ფასი ევროპის 15 ყველაზე დიდ კლუბს შორის ყველაზე დაბალია. 30 მილიონი წელიწადი, რომელიც კატალონიელებს ყატარიდან შესდით, “ბარსას” სხვა გუნდებთან შებრძოლების შანსს აძლევს, ამბობს პრეზიდენტი. “შემოსავლების წყარო გვჭირდება”. “მადრიდთან” ურთიერთობა მოურინიოს წასვლის შემდეგ გაუმჯობესდა. სერიოზული ზეწოლა არსებობდა. ვფიქრობ, ეს მოურინიოს სტრატეგია გახლდათ. “რეალ მადრიდსა” და “ბარსას” შორის ურთიერთობა საკლუბო ორგანიზაციების დონეზე ყოველთვის ნორმალური გახლდათ. თუმცა, სპორტული თვალსაზრისით ყოველთვის ცუდი. მათმა საქციელმა პიკს მიაღწია, როც მოურინიომ ვილანოვას თვალში თითი ატაკა. შემდეგ მოურინიო პრემიერ ლიგაში წავიდა, ანჩელოტი კი სხვა ტიპის მწვრთნელია”. ბართომეუ მიიჩნევს, რომ “ბარსას” შემოსავლები იზრდება. მის ახალ პროექტს (“Espai Barça”), რომელიც ძველი “კამპ ნოუს” რესტავრაციასა და გაზრდას ითვალისწინებს, კლუბი მხარს უჭერს. სტადიონის ტევადობა 95000-დან 105000-მდე უნდა გაიზარდოს (2021 წელს). საერთო ღირებულება 600 მილიონი ევროა, მაგრამ, როგორც ბართომეუ აცხადებს, “ეს ოთხი-ხუთი წლის შემდეგ დაგვეხმარება შემოსავალი 700-750 მილიონ ევრომდე გავზარდოთ”. სავარაუდოდ, “კამპ ნოუს” რესტავრაცია სპონსორის სახელობის იქნება. ამავდროულად, “ბარსა” ნიუ იორკში ოფისს ხსნის. “ჩვენი სტრატეგია გლობალურია. ეს გლობალური იმიჯი უნდა განვავითაროთ…”.
--------------------
fuck mufc
ტოტებმა დაღუპეს ფეხბურთი,მარადონა,ბეკენბაუერი
|