ისეთი კარგი შედეგი გვაქვს რო რაღაც ცუდს მიგრძნობს გული
რამე არ გაუ###ონ სიტისთან
* * *
https://scontent-lga.xx.fbcdn.net/hphotos-x...030&oe=558B2C4Bჭაღარა შეერია
* * *
სუარესის ინტერვიუ ბარსელონაში გადმოსვლაზე
ფიფას აბსურდულმა დისკვალიფიკაციამ დროდადრო იჩინა თავი, საჭირო იყო ჩემი ყოველი ნაბიჯის გაკონტროლება – პაპარაცებსაც და ჩვეულებრივ ქომაგსაც შეეძლოთ გამოვეჭირე ისეთ დროს, როცა ვვარჯიშობდი, რომელიც დაკავშირებული იყო ფეხბურთთან. მე არ მინდოდა ინტერნეტში მოხვედრილიყო ჩემი ვარჯიშის ამსახველი ფოტოები.
,,ბარსელონასთან“ კონტრაქტის გაფორმება ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე ვერ მოხერხდა. კლუბმა კი მიიღო ჩემი ტრანსფერის უფლება, თუმცა ეს ყველაფერი კონსპირაციულად უნდა მომხდარიყო. არავის უნდა დავენახეთ, მით უფრო, ფოტოს გადაღება ვერავის უნდა მოეხერხებინა. მაგრამ ჟურნალისტებმა მაინც შეიტყვეს ამის შესახებ და აუცილებელი გახდა ,,სამი მანქანის“ გეგმა გამოგვეყენებინა, რომლებიც ,,კამპ ნოუს“ სამი სხვადასხვა გასასვლელიდან დატოვებდნენ. პაპარაცების და ჟურნალისტების აბეზარი ყურადღების ასარიდებლად, ერთხელ სიმამრის მანქანით მომიწია სახლის დატოვება. მე ხომ ფიფასგან უამრავი აკრძალვა მქონდა მისჯილი.
,,ბარსელონაში“ გადასვლა საერთოდ არ ჰგავდა ,,არსენალში“ ჩემს ტრანსფერს, რომელიც წლით ადრე იყო მოსალოდნელი. ,,ლივერპულმა“ მას შემდეგ გადაწყვიტა ჩემი კატალონიაში გაშვება, როცა დაიჯერა, ესპანელები მის მიერ მოთხოვნილ თანხას სრულიად გადაიხდიდნენ. ჩემს ,,არსენალში“ და ,,ბარსაში“ გადასვლას შორის კი ძალიან დიდი განსხვავებაა. არასოდეს ვინანებ რომ ერთი წლით კიდევ დავრჩი ,,ლივერპულში“. მაშინ, ჩემი ტრანსფერი იქნებოდა დიდი შეცდომა. ამ შეცდომისგან კი მიხსნა სტივენ ჯერარდმა, რომელსაც საბედნიეროდ მოვუსმინე და დავუჯერე. სეზონის ბოლოს ბაზაზე ჩემოდანს ვალაგებდი, ჯერარდმა მითხრა: ,,შენ სწორად მოიქეცი და შენი დროც დადგა“. მე უმალ გამახსენდა ერთი წლის წინანდელი ჩვენი საუბარი, როცა ჩემი ,,არსენალში“ გადასვლის საგა ტაბლოიდების პირველ გვერდებზე ხვდებოდა. მაშინ სტივმა ასეთი რამ მითხრა: ,,არ იჩქარო, ერთი წელი კიდევ დარჩი ,,ლივერპულში“, ერთი წარმატებული სეზონი აქ და შენთან ,,ბავარია“, ,,რეალი“ ან ,,ბარსელონა“ მოვა წინადადებით. ხოლო შემდეგ შენ თვითონ აირჩევ, რომელ მათგანში გააგრძელო კარიერა. შენ შეგწევს ამის უნარი, ითამაშო ასეთ გრანდებში“.
მე მიყვარს ინგლისური ფეხბურთი და მენატრება მის ხასხასა მწვანე მინდვრებზე ბურთის გაგორება, თუმცა ძნელია თქვა უარი შენს ოცნებაზე, როცა ის ასე ახლოსაა. განშორება ცრემლის გარეშე არ მომხდარა. ჩემი მეუღლე ტიროდა, აცრემლებულმა ქალიშვილმა კი მითხრა: ,,მე მომენატრება ლივერპული და ეს სახლი, აქ გადახდილი ჩემი დაბადების დღე. ჩემი ოთახის სათამაშოები“. რას განვიცდიდი, ამის სიტყვით გადმოცემა შეუძლებელია.
მოიძებნებოდნენ ისეთებიც, რომლებსაც უხაროდათ ჩემი ინგლისთან განშორება. მაგალითად რიჩარდ სკუდამორმა თქვა, რომ მე უარყოფით გავლენას ვახდენ პრემიერლიგაზე და მის რეპუტაციაზე. მე კი მგონია, ჩემი ბოლო სეზონი ,,ლივერპულში“ ბრწყინვალე იყო. შეიძლება, ის მხოლოდდამხოლოდ განაწყენებული იყო იმიტომ, რომ ინგლისის ჩემპიონატს საუკეთესოები ტოვებენ.
მე ყველა ის კლუბი მიყვარს, სადაც მითამაშია, რადგან ყოველ კლუბში გადასვლა იყო ჩემი ახდენილი ოცნება. ბევრი ფეხბურთელი ამბობს: ,,მე ვოცნებობდი ამაზე“. ,,ბარსელონასთან“ მიმართებაში მეც ასე შემიძლია ვთქვა. არის ვიდეო, სადაც ჯერ კიდევ ყმაწვილი ინტერვიუს ვაძლევ ურუგვაულ ტელეარხს და ვეუბნები: ,,ვოცნებობ ,,ბარსელონაში“ თამაშზე“. ერთმა ურუგვაელმა ჟურნალისტმა გამახსენა, რომ 18 წლის ასაკში ,,ნასიონალის“ ვარჯიშებზე ,,ბარსას“ ემბლემიანი ჩანთით დავდიოდი.
როცა ოჯახთან ერთად ბარსელონაში ჩავდიოდი, არცთუ იშვიათად ვესწრებოდი ,,ბარსას“ საშინაო მატჩებს. ტრიბუნიდან ვიხილე თუ როგორ გაანადგურა ,,ბარსამ“ ,,რეალი“, როცა პიკემ აწ უკვე ცნობილი ჟესტით ,,ხუთი თითით“ აღნიშნა მეხუთე გოლი მადრიდელთა კარში, ასევე ვიხილე ინიესტას გამარჯვების გოლი დერბიში ,,ესპანიოლთან“, ძელს შემსკდარი კანავარო, როცა ის ცდილობდა გოლისგან ეხსნა თავისი ,,რეალი“ მესის დარტყმის შემდეგ. და ,,არსენალის“ დამარცხება 4:1 მესის პოკერით. ეს ძალიან შთამბეჭდავი სანახაობები იყო.
თუმცა, ვერასდროს წარმომედგინა, თუ მე ოდესმე ვითამაშებდი ჩემი ოცნების გუნდში. გუნდთან ვარჯიშის დროსაც არ მეჯერა ამის. ჩემი წარდგენის დროს, რომელიც გამპერის თასზე შედგა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სტუმრად ვიყავი მიწვეული, როცა ჩემმა მეუღლემ სოფიმ მკითხა თუ რას ვგრძნოდი, ვუპასუხე: ,,მგონია რომ ერთი თამაშისთვის ვარ მოწვეული“, ზუსტად ასეთი გრძნობით გამოვედი მინდორზე.
პირველ ვარჯიშზე ლუის ენრიკემ გუნდს განუცხადა: ,,როგორც იქნა ის გამოუშვეს გუანტანამოდან“, რასაც აპლოდისმენტები მოჰყვა. ვცდილობდი არ შემემჩნია ჩემი დამორცხვება, თუმცა გულახდილად ვიტყვი, გამიჭირდა ემოციის დამალვა. ასეთი ვარსკვლავების ყურადღების ცენტრში ყოველდღე არ ხვდებიან.
ჩემი ტრანსფერი მხოლოდ ერთ ჭრილში შეიძლება განვიხილოთ: კლუბს სურს დაიბრუნოს დიდი გამარჯვებები. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მწვრთნელმა ჩემში დაინახა ის თვისებები, რომლებიც გუნდს დაეხმარება ამაში, და ის შესაძლებლობები, რომ მე ძალმიძს გუნდში დავაბრუნე ეს განწყობა. გულშემატკივარს ჰგონია, რომ მე პრობლემატური ფეხბურთელი ვარ, მაგრამ ვინც ასე ფიქრობს, ჰკითხოს ჩემს პარტნიორებს. მე არასდროს ვაყენებ ჩემს თავს სხვაზე მაღლა. გასახდელში არასდროს გამომივლენია ბოღმა ან შური. ,,ბარსელონაში“ იცოდნენ, ამის მხრივ პრობლემა არ იქნებოდა. მე აქ იმიტომ ვარ შევასრულო მწვრთნელის მითითებები, ავასრულო ქომაგების სურვილები და შევასრულო სამუშაო, რომელიც მე და ჩემს პარტნიორებს გვაკისრია, რომლებსაც, როგორც მე, უნდათ წარმატების მიღწევა.
შეიძლება ვინმემ იკითხოს: ,,როგორ აისახება ეს ტაქტიკურ სქემაში?“. ლუის ენრიკემ იცის, რომ მე შემიძლია შევეგუო ნებისმიერ პოზიციას მინდორზე, როგორც ეს იყო ბრენდან როჯერსის ხელში. რა თქმა უნდა, მე უკეთ ვიცი, რომელი პოზიციიდან შემიძლია გაცილებით დიდი სარგებელი მოვუტანო გუნდს. იმის გათვალისწინებით, რომ მესი სიღრმიდან უტევს და ცენტრში პარტნიორებთან ბურთს ათამაშებს, ხოლო ნეიმარი, საკმაოდ დიდი დიაპაზონის მოთამაშე, მოყვარულია ფლანგიდან ცენტრში შეწევის ანდა პირიქით, ცენტრში ბურთის მიღებისას ეძებს თავისუფალ ზონებს ფლანგზე, ამ დროს საჯარიმოში ჩემი ყოფნა იქნებოდა მეტოქისთვის ძალიან სახიფათო. მე არ ვამბობ, რომ ვიქნები ტიპიური ,,ცხრა ნომერი“, რადგან მესისა და ნეიმარის გადაადგილებისას ეს ზონა ხშირად დაკავებულია.
საუბრობენ რომ ჩვენი ტრიო მსგავსი იქნება ეტო’ო–მესი–ანრისა, რომლებიც პეპ გვარდიოლას დროს ბრწყინავდნენ, სადაც ნეიმარი ანრის როლს, ხოლო მე ეტო’ოს როლს მოვირგებთ. სიმართლესთან ახლოსაა ეს შედარება.
,,ბარსელონას“ სათამაშო სტილი მსგავსია ,,აიაქსისა“ და ბრენდან როჯერსის ფორმაციის ,,ლივერპულის“ – ბურთის კონტროლი პირველ სართულზე, ბევრი გადაადგილება და პასები მოძრაობაში. ეს ,,აიაქსის“ კლასიკური ხელწერაა, რომელიც ძალიან ჰგავს ,,ლივერპულის“ თამაშს ჩემ ბოლო სეზონში. უფრო სწორად, ეს ორი მოდელის ერთგვარი ნაზავია – პასები მოძრაობაში ,,აიაქსურად“ და ,,ჰოლანდიური სკოლის“ და მობილური მოძრაობა ,,ლივერპულურად“.
პირველ დღეს ,,ბარსელონაში“ ისევე ვგრძნობდი თავს, როგორც ,,აიაქსში“, ,,ლივერპულში“ და ,,გრონონგენში“ – მორცხვად და მორიდებულად. არ იცი რა გააკეთო, ვის მიესალმო და როგორ. პირველ დღეებში ძალიან მორცხვად ვიყავი, თუმცა, მეგონა თავდაპირველად უფრო უარესად იქნებოდა ყველაფერი. მაგრამ ბიჭებმა ძალიან თბილად მიმიღეს და სიმორცხვეც უცბად გაქრა.
ჩემ გაშინაურებაში ძალიან აქტიურობდა ანდრეს ინიესტა, ,,ბარსაში“ ყველაზე კარგად მას ვიცნობდი. შემდეგ გაირკვა, რომ ლეო მესი და ხავიერ მასკერანო სვამდნენ მატეს (სამხრეთ ამერიკაში საკმაოდ პოპულარული ჩაის სახეობა), რამაც ძალიან გამახარა, მეორე ვარჯიშზე მათარით მეც წავიღე მატე – პირველივე ვარჯიშზე მატეთი გამოცხადება მომერიდა.
დანი ალვეშმა კი მომიგო, რომ გახარებულია ჩემი ტრანსფერით, რადგან მხოლოდ ის აღარ იქნება გუნდში ცუდი ბიჭი, მე ამან ძალიან გამახალისა. ყველაფერმა ამან ხელი შეუწყო ჩემ გაშინაურებას.
მიუხედავად იმისა რომ ძირითად გუნდში მესისთან და ნეიმართან ერთად თამაშს დრო სჭირდებოდა, დავიწყე თამაში ვარჯიშებზე მათთან, ხავისთან, ინიესტასთან, ბუსკეტსთან და რაკიტიჩთან. ისინი ბურთით ისეთ სასწაულებს სჩადიოდნენ, აღფრთოვანებისგან პირი მრჩებოდა ღია. მათი ,,El Rondo”-ს ყურება ერთი სიამოვნება იყო.
ანდონი სუბისარეტას ჰკითხეს: ჩემი ტრანსფერის მერე, კლუბი როგორ მოირგებდა თავის დევიზს ,,მეტი ვიდრე კლუბი“. მისი პასუხი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა: ,,ჩვენ კლუბში ვღებულობთ ყველას, თავისი ნაკლოვანებებითურთ. ადამიანები იქცევიან კარგადაც და ავლენენ უარყოფით ჩვევებსაც, მაგრამ მათ აქვთ შანსი ისწავლონ თავიანთ შეცდომებზე. ეჭვიც არ გვეპარება, რომ სუარესის ტრანსფერი ,,ბარსელონაზე“ მხოლოდ დადებითად იმოქმედებს“. კლუბში იცოდნენ, რომ ჩემი კრიტიკოსები არ გაჩერდებოდნენ, და ჩემთვის კარგის ნიშანი იყო როცა მათ უკან არ დაიხიეს და მაინც განახორციელეს ტრანსფერი.
კონტრაქტის პირობებზე ღვარძლნარევ სისულელეებს ამბობდნენ, თითქოს კლუბმა კონტრაქტში ერთ პუნქტად ჩაწერა ,,კბენის აკრძალვა“. თითქოს კლუბში მართლაც იყვნენ ასეთ სისულელეზე წამსვლელები. ყოველი ფეხბურთელი, რომელიც ხელს აწერს პროფესიულ კონტრაქტს, ავტომატურად აწერს ხელს ყოფაქცევაზეც. რა თქმა უნდა, თუ ასეთი პუნქტი მართლაც იარსებებდა კონტრაქტში, უყოყმანოდ მოვაწერდი ხელს, თუმცა ასეთი უნდობლობა კლუბს ჩემდამი არ გამოუხატავს.
სამედიცინო შემოწმებისას, იქ მყოფთ მოვუყევი ჩემი და სოფის ვიზიტზე ბარსელონაში, ჯერ კიდევ მაშინ, როცა შეყვარებულები ვიყავით. ჩვენ ,,კამპ ნოუს“ ირგვლივ დავხეტიალობდით, ვოცნებობდით იქ შესვლაზე, ჩვენდა სამწუხაროდ საკმარისი თანხა არ გვქონდა თუნდაც მუზეუმში შევსულიყავით ან ,,ბარსას“ მაღაზიაში რაიმე გვეყიდა. ბედმა გაგვიღიმა, იმ დღეს ვიღაცას სტადიონზე შესასვლელი ჭიშკარი ღია დაეტოვებინა, სოფის დავუყვირე: ,,შეხედე, კარი ღიაა“. ის ანერვიულდა, ამბობდა რომ გამოგვიჭერდნენ და სტადიონზე შესვლას არ ჰქონდა აზრი, თუმცა არ მოვეშვი: ,,წავედით, მალე“ და... ოცნებაში მხოლოდ ორი წუთი დავყავი, გადავიღე სურათები სტადიონის ფონზე და უმალვე გამოვიქეცით. ,,სოფი, კარგია რომ შენი ფეხით მოხვედი დღეს ჩვენთან, რადგან 2004 წლის ვიზიტისთვის სტადიონზე ფული უნდა გადაიხადო“, ღიმილით მიმართა ,,ბარსას“ ერთ–ერთმა ხელმძღვანელმა ჩემ მეუღლეს. ასეთ ხალისიან ატმოსფეროში ჩაიარა მედშემოწმებამ.
სოფი ჩემს გვერდით იყო მაშინ როდესაც ,,კამპ ნოუს“ ირგვლივ, ,,ნასიონალის“ არცთუ იმედისმომცემ ფეხბურთელად დავაბიჯებდი და მეკითხებოდა, დადგებოდა თუ არა ის დრო, როცა ევროპაში ვითამაშებდი. ის ჩემს გვერდით იყო როცა მსოფლიო ჩემპიონატის მერე საკმაოდ მძიმე დღეები დამიდგა, ისევე როგორც ,,ბარსელონასთან“ კონტრაქტის გაფორმებისას – 10 წლის შემდეგ, რაც მონტევიდეო დავტოვე იმ იმედით, რომ ჩემ ოცნებას ხორცს შევასხამდი და ,,ლურჯ–ბროწეულისფერ“ მაისურას მოვირგებდი.
მე მასთან ერთად ამ ქალაქში დავბრუნდი..