ჯუანრომელიმეში კი არა ყველგან არის თითქმის
კონტრაქტს გააჩნია,ყველა უწერს ეგეთ რაღაცეებს როგორც წესი,გოლზე,ასისტზე და ყველაფერზე თანხაა
აგერ თუ დაგაინტერესებს მაგალითად,ნუ თვალსაჩინოებისთვი გამოგადგება,კონტრაქტს დაგიკოპირებ
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
თბილისის "დინამოსთვის" სააგენტოს მიერ შეთავაზებული კონტრაქტი გიორგი ქვილითაიაზე
კონტრაქტი: ხანგრძლივობა 3 წელი
2015 წელს:
ხელფასი: 2000 აშშ დოლარი (ხელზე, გადასახადების გარეშე)
პრემიალური: მოგებისა და ფრის შემთხვევაში (თუ ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში ან 18-კაციან განაცხადშია)
კლუბის მიერ განსაზღვრული ოდენობა: ერთ სეზონში, ფეხბურთელის მიერ 5 გოლისა და ზემოთ გატანის შემთხვევაში - თითო გოლზე 200 აშშ დოლარი (ხელზე, გადასახადების გარეშე)
2016 წელს
ხელფასი: 3000 აშშ დოლარი ან 2500 აშშ დოლარი (თუ სეზონის განმავლობაში ჩატარებული მატჩების რაოდენობა 50%-ზე ნაკლები იქნება).
იმ შემთხვევაში თუ ფეხბურთელი ტრამვირებულია (მიიღო ტრამვა თამაშის
ან ვარჯიში დროს), მაშინ იგი ღებულობს სრულ ხელფასს ანუ - 2500 აშშ დოლარი.
პრემიალური: მოგებისა და ფრის შემთხვევაში (თუ ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში ან 18-კაციან განაცხადშია).
კლუბის მიერ განსაზღვრული ოდენობა: ერთ სეზონში, ფეხბურთელის მიერ 5 გოლისა და ზემოთ გატანის შემთხვევაში - თითო გოლზე 200 აშშ დოლარი (ხელზე, გადასახადების გარეშე).
2017 წელს:
ხელფასი: 4000 აშშ დოლარი, ან 3500 აშშ დოლარი (თუ სეზონის განმავლობაში ჩატარებული მატჩების რაოდენობა 50%-ზე ნაკლები იქნება).
იმ შემთხვევაში თუ ფეხბურთელი ტრამვირებულია (მიიღო ტრამვა თამაშის
ან ვარჯიში დროს), მაშინ იგი ღებულობს სრულ ხელფასს ანუ - 4000 აშშ დოლარი
პრემიალური: მოგებისა და ფრის შემთხვევაში (თუ ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში ან 18 კაციან განაცხადშია).
კლუბის მიერ განსაზღვრული ოდენობა: ერთ სეზონში, ფეხბურთელის მიერ 5 გოლისა და ზემოთ გატანის შემთხვევაში - თითო გოლზე 200 აშშ დოლარი (ხელზე, გადასახადების გარეშე).
კლუბის მხრიდან კონტრაქტის მოქმედების პერიოდში, კლუბის ინიციატივით მისი ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში (იმის გათვალისწინებით, რომ ფეხბურთელი პირნათლად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას) კლუბი ვალდებულია ფეხბურთელს გადაუხადოს ერთჯერადი კომპენსაცია: 96000 აშშ დოლარი (კლუბის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისთვის აღნიშნულ თანხას გამოაკლდება, ფეხბურთელის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი). პრემიალური ჩემპიონობასთან დაკავშირებით: 10000 აშშ დოლარი (ხელზე, გადასახადებისგარეშე).
პრემიალური თასის მოგებასთან დაკავშრებით: 7000 აშშ დოლარი (ხელზე, გადასახადების გარეშე).
პრემიალური ჩემპიონატში ბომბარდირობის შემთხვევაში: 10000 აშშ დოლარი (ხელზე, გადასახადების გარეშე)
პრემიალური ევროტურნირების (UEFA - CL; EL) ფინალურ ეტაპზე გასვლასთან დაკავშრებით: 25000 აშშ დოლარი (ხელზე, გადასახადების გარეშე)
ფიქსირებული სატრანსფერო ღირებულება: 2014-2015 წლის სეზონიდან: 400000 ევროდან.
სატრანსფერო ღირებულების 15% - ფეხბურთელს