გასაგებია, რასაც წერ, მაგრამ ძალიან რადიკალური მიდგომაა მარტო 'საკვანძო' თამაშებით შედარება
მასე გამოდის, რომ მესისა და რონალდოს დატოლების დროს უნდა შევადაროთ არა მათი overall თამაშის ხარისხი, არამედ ერთის თამაში უფრო ცუდი იყო ჩელსისთან, თუ მეორის - ატლეტიკოსთან.
მოდრიჩი რომ უფრო დაცვითი ნახევარმცველია, ამაზე დაყრდნობით ისიც შეიძლება ითქვას, რომ თუ ნებისმიერი გუნდი რეალს წნეხში ამყოფებს, მოდრიჩი ვერ უძღვება თავის საქმეს, რადგან ვერ მოიპოვებს ბურთს და ვერ აკონტროლებს თამაშის მიმდინარეობას. ეგეთი რამე კი რეალის თემაში არ დაიწერება, რადგან 1) ლუკა ყველას ევასება 2) ყოველთვის არსებობს ბენზემა, ბეილი ან ხედირა, ვისაც გადააბრალებენ

პრო და კონტრა სია რომ ჩამოვწეროთ:
ჩვეულებრივ თამაშში: ფაბრეგასი ძალიან ჯობია მოდრიჩს შეტევაში და არ ჩამოუვარდება (მინიმუმ შესამჩნევად არ ჩამოუვარდება) დაცვით თამაშში
ქლაჩ გეიმებში: ფაბრეგასიც და მოდრიჩიც კარგავენ თავიანთ შეტევით თვისებებს, მაგრამ მოდრიჩი უკეთესია დაცვაში
ანუ რეგულარულ სეზონში ფაბრეგასი ჯობია და პლეი-ოფში მოდრიჩი

მეორე მხრივ რომ შევხედოთ, სეზონში სულ რამდენიმე თამაში იქნება ისეთი, სადაც რეალი მეტოქის ნახევარდაცვის დომინაციაში მოექცევა, მაშინ, როცა ჩელსის ფაბრეგასის გარეშე როგორ უჭირდა ჩვეულებრივი თამაშების მოგება, წინა სეზონიდანაც ჩანს. შესაბამისად, იმის თქმა მაინც შეიძლება, რომ ჩელსისთვის ფაბრეგასი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რეალისთვის - მოდრიჩი
This post has been edited by Darker Side on 21 Feb 2015, 16:23