სხვათაშორის 1994-ში ნიგერია-იტალია, ამ თამაშში მოხდა სამარცხვინო და ასევე ტრაგიკული რამ.
მოკლედ ჯან ფრანკო ძოლა მხოლოდ ერთ მსოფლიოზე(1994-ში) მიიწვია იტალიის მწვრთნელმა ნაკრებში და მერვედფინალში მისცა შანსი თამაშში შესულიყო, ჰოდა შეცვლაზე შეიყვანა. 12 წუთი არ იყო გასული და ერთმა ნიგერიელმა ისიმულანტა და ძოლა გააგდებინა. თან კადრში აჩვენებენ, ეს რომ წევს მიწაზე, მეორე ნიგერიელი მივარდება, უცინის და ხელით ანიშნებს "საღოლ, მაგრად შეასრულე"-ო, ამ დროს ძოლას მსაჯი წითელს აძლევდა.
მას მერე არც იმ წლის მსოფლიოზე მიეცა მეორე შანსი და არც 1998 წლის მსოფლიო თასზე წაიყვანა იტალიის მწვრთნელმა. ანუ ძოლას გამოუვიდა სულ 12 წუთი მსოფლიო ჩემპიონატზე ნათამაშები.
ეს იყო სამარცხვინო იმ ნიგერიელისთვისაც და მსაჯისთვისაც. ნიგერიას შემდეგ დამსახურებულად გაუთანაბრა ბაჯომ 88-ე წუთზე და შემდეგ დამატებითში კიდევ ერთი გაუტანა. არადა მაგარი გუნდი იყო, უბრალოდ ნაბიჭვრობის გამო დაისაჯნენ.
აი ნახეთ ეს სამარცხვინო მომენტი:
This post has been edited by Virtuslb on 7 Mar 2015, 23:12