16 იანვარს დინამო კიევი ესპანურ მოსამზადებელ შეკრებაზე პირველ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს. ჩვენი გუნდი გერმანიის მესამე ბუნდესლიგის ლიდერს,
დრეზდენის დინამოს დაუპირისპირდებიან.
ძალიან მოკლედ წარმოგიდგენთ ჩვენს მომავალ სპარინგ-მეტოქეს
დინამო დრეზდენიდაარსების წელი: 1953
ტიტულები: ობერლიგის ჩემპიონი (ორად გაყოფილი გერმანიის დროს): 1953, 1971, 1973, 1976, 1977, 1978, 1989, 1990
თასის მფლობელი (ორად გაყოფილი გერმანიის დროს): 1952, 1971, 1977, 1982, 1984, 1985, 1990
გერმანიის თასის მფლობელი: 1990
უეფას თასის ნახევარფინალისტი: 1989
მიმდინარე სეზონში: დრეზდენის დინამო მიმდინარე სეზონის პირველი წრის დასრულდების შემდგომ მესამე ბუნდესლიგის ერთპიროვნულ ლიდერად მოგვევლინა. გუნდს 46 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ გუნდს 11 ქულით ასწრებს. მეტოქეთა კარში 42 გოლი გაიტანა, საპასუხოდ კი 20 მიიღო.
საუკეთესო ბომბარდირი: იუსტინ ელიერსი. 27 წლის ნახევარმცველმა, რომელიც 2014 წელს დინამო დრეზდენმა ვოლფსფურგიდან 175 000 ევროდ დაიმატა მიმდინარე სეზონში მესამე ბუნდესლიგაში 21 ჩატარებულ შეხვედრაში 15 გოლის გატანა მოახერხა.
საუკეთესო ასისტენტი: აიას აოსმანი. 23 წლის ფეხბურთელი გუნდს 2015 წლის ივლისს შეუერთდა. მისი ტრანსფერის სანაცვლოდ დინამო დრეზდენმა 450 000 ევრო გადაუხადა რეგენსბურს მიმდინარე სეზონში აიასმა 18 ხეირიანი გადაცემა შეასრულა.
მთავარი მწვრთნელი: უვე ნოიჰაუზი. 56 წლის სპეციალისტმა გუნდი 2015 წელს ჩაიბარა.
სეზონის პირველი ნახევარი გუნდმა ძირითადად 1-4-3-3 სქემით ითამაშა. ძირითადად კი ასეთ შემადგენლობას ვხედავდით
-----------------------------------------------------------ბლასვიხი-----------------------------------------------------------
------------კროიცერი--------------------მოდიკა-------------------------ჰეფელე--------------------მიულერი------------
-----------------------------------------------------------მოლი-----------------------------------------------------------
----------------------------------ჰარტმანი--------------------------------ლამბერცი--------------------------------------------
------------------------ეილერსი---------------------------------------------------------სტეფანიაკი-----------------------------
-----------------------------------------------------------ტესტრო-----------------------------------------------------------
შეხვედრის პირდაპირი ეთერს დინამო კიევის საკლუბო ტელევიზია აწარმოებს
ლაივის ბმული:
https://www.youtube.com/watch?v=ns9hZDldVNQ
მიმაგრებული სურათი