როგორც მოგეხსენებათ დინამო კიევი სეზონის მეორე ნახევრისთვის აქტიურად ემზადება. ჩვენი გუნდი ესპანეთი მეორე შეკრებაზე იმყოფება და პირველ საკონტროლო შეხვედრას ხვალ, 5 თებერვალს გამართავს. ჩვენი მეტოქე ჩეხეთის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, პრაღის სლავია იქნება. წარმოგიდგენთ ჩვენს მოწინააღმდეგეს.
პრაღის სლავიადაარსების წელი: 1892
მიღწევები: ჩეხოსლოვაკიის ჩემპიონი (9): 1925, 1929, 1930, 1931, 1933, 1934, 1935, 1937, 1947
ჩეხეთისა და მორავიის ჩემპიონი (4): 1940, 1941, 1942, 1943
ჩეხეთის ჩემპიონი (3): 1996, 2008, 2009
ჩეხეთის პირველობის გამარჯვებული (6): 1897 გაზაფხული, 1897 შემოდგომა, 1898, 1899, 1900, 1901
ცენტრალური ჩეხეთის ჩემპიონი (2): 1918, 1924
ჩეხოსლოვაკიის პირველობის გამარჯვებული (2):1913, 1915,
ჩეხეთის თასის მფლობელი (7): 1941, 1942, 1945, 1974, 1997, 1999, 2002,
მიტროპის თასის მფლობელი (1): 1938.
მიმდინარე ჩემპიონატში: გუნდი მეხუთე პოზიციაზე იმყოფება. 16 შეხვედრაში გუნდმა 26 ქულის მოგროვება მოახერხა. 7 მოგება, 5 ფრე და 4 მარცხი. ბურთების შეფარდება 23:15-ზე.
სეზონის საუკეთესო ბომბარდირი: მილან შკოდა არის. 30 წლის ფეხბურთელი გუნდს 2012 წელს შეურთდა. მის ტრნსფერში კლუბმა საფეხბურთო კლუბ ბოჰემიანსს 450 000 ევრო გადაუხადა. მიმდინარე სეზონში მამ ჩეხეთის ჩემპიონატში 16 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.
სეზონის საუკეთესო ასისტენტი: ტომაშ იაბლონსკი არის. 28 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 14 შეხვედრა ჩაატარა ჩეხეთის ჩემპიონატში და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ძირითადი მეკარე: მარტინ ბერკოვეცი. 26 წლის ჩეხი კიპერი. 16 შეხვედრა ჩეხეთი ჩემპიონატში - 15 გაშვებული ბურთი.
კაპიტანი: მილან შკოდა. 30 წლის თავდამსხმელი. ჩეხეთის ჩემპიონატში 105 თამაშში 35 გოლი აქვს გატანილი.
ნაკრების ფეხბურთელები: საიმონ დელი (კოტ დიუვარი), იოზეფ ხუზბაუერი (ჩეხეთი), ლევნა ყენია (საქართველო), მილან შკოდა (ჩეხეთი)
მთავარი მწვრთნელი: დუშან უჰრინი - უმცროსი. 48 წლის სპეციალისტმა გუნდი 2015 წელს ჩაიბარა. მას სხვადასხვა დროს უმუშავია ბოჰემიანსის, მლადა ბოლესლავის, ვიკტორია პლზენის, ტიმიშოარას, კლუჟის, აელის, და დინამო თბილისის თავკაცად.
2015/16 სეზონის საბრძოლო შემადგენლონა(1-4-2-2-2): =========================
მარტინ ბერკოვეცი========================
==
იან მიკულა==
ირჟი ბილეკი=====
საიმონ დელი==
ტომაშ იაბლონსკი====
==============
ტომაშ სოუჩეკი==============
კარელ პიტაკი===============
====
მილან ჩერნი============ ===================
იარომირ ზმრგალი====
==============
რადეკ ვოლტრიჩერნი======
მილან შკოდა==============
This post has been edited by SPIRIT CRUSHER on 5 Feb 2016, 00:05
მიმაგრებული სურათი