17 თებერვალს დინამო კიევი საკონტროლო შეხვედრას ნორვეგიული სტრომსგოდსეტის წინააღმდეგ გამართავს. მოახლოებული სპარინგის შესახებ ორიოდ სიტყვით მოგითხრობთ ჩვენი მომავალი მეტოქის შესახებ.
სტრომსგოდსეტიდაარსების წელი: 1907
მიღწევები:
ნორვეგიის ჩემპიონი (2): 1970, 2013,
ნორვეგიის თასის მფლობელი (5): 1969, 1970, 1973, 1991, 2010
2015 წელს დასრულებულ ჩემპიონატში: გუნდმა მეორე საფეხური დაიკავა, სტრომსგოდსეტი 12 ქულით ჩამორჩა რუსენბორგს. 30 თამაშიდან გუნდმა 17 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა, 7 კი წააგო. ბურთების შეფარდება 67:44
საუკეთესო ბომბარდირი: მარკუს პედერსენი გახდა. 25 წლის ფეხბურთელი, რომელიც სტრომსგოდსეტს 2015 წელს საფეხბურთო კლუბ ბრანიდან შეუერდთა. 11 გოლი 10 ჩატარებულ შეხვედრაში.
საუკეთესო ასისტენტი: გუსტავ ვიკჰეიმი გახდა. 22 წლის ფეხბურთელი ნორვეგიულ კლუბს გენტიდან შეუერთდა. მან 28 ჩატარებულ მატჩში 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.
საუკეთესო «გოლი+პასი»: ივერ ფოსუმი 11+6, გუსტავ ვიკჰეიმი 9+8
ძირითადი მეკარე: ესპენ პეტერსენი. 35 წლის კიპეტი გუნდს 2015 წეკს მიოლდედან შეუერთდა. მან 30 მატჩი ჩაატარა, ჯამში 2700 წუთი. 44 ბურთი გაუშვა და 1 საგოლე გადაცემაც მიითვლა აქტივში.
საკონტროლო შეხვედრები 2016 წელს:
24.01.2016. «სტრომსგოდსეტი» - «პიასტი» (პოლონეთი) – 2:1
26.01.2016. «სტრომსგოდსეტი» - «დინამო» (ზაგრები, ხორვარია) – 2:0
29.01.2016. «სტრომსგოდსეტი» - «ლიტექსი» (ლოვეჩი, ბულგარეტი) – 0:1
05.02.2016. «სტრომსგოდსეტი» - «ოდი» (ნორვეგია) – 1:2
მიმაგრებული სურათი