ესპანეთის ეროვნული ნაკრების გამოცდილმა თავკაცმა, ვისენტე დელ ბოსკემ, ევროპის ჩემპიონატის წინ უკვე შეარჩია 19 საუკეთესო მოთამაშე, რომელიც აუცილებლად გაემგზავრება საფრანგეთში.
თავდაპირველად ცნობილი გახდა "ფურია როხას" 25 კაციანი შემადგენლობა და საბოლოო 23 კაციან განაცხადს ვისენტე ამ საღამოს წარადგენს. ახლა კი უკვე ცნობილია 19 რჩეულის ვინაობა.
მეკარეები: დავიდ დე ხეა ("მანჩესტერ იუნაიტედი"), იკერ კასილასი ("პორტო"), სერხიო რიკო ("სევილია").
მცველები: ხერარდ პიკე, ხორდი ალბა, მარკ ბარტრა (სამივე "ბარსელონა"), სესარ ასპილიკუეტა ("ჩელსი"), ექტორ ბელერინი ("არსენალი").
ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი ("ბარსელონა"), ტიაგო ალკანტარა ("ბაიერნი"), ანდრეს ინიესტა ("ბარსელონა"), მიკელ სან ხოსე ("ატლეტიკი"), ბრუნო სორიანო ("ვილიარეალი"), დავიდ სილვა ("მანჩესტერ სიტი"), სესკ ფაბრეგასი ("ჩელსი").
თავდამსხმელები: ალვარო მორატა ("იუვენტუსი"), არიც ადურისი ("ატლეტიკი"), ნოლიტო ("სელტა"), პედრო როდრიგესი ("ჩელსი").
აღსანისნავია, რომ განაცხადს მიღმა ჩემპიონთა ლიგის ფინალისტები არიან: სერხიო რამოსი, ისკო და ლუკას ვასკესი მადრიდის "რეალიდან", ხოლო "ატლეტიკოდან" ხუანფრანი, კოკე და საულ ნიგესი. აქედან ორი მათგანი დარჩება სახლში.
რამოსი რო დატოვოს