კოლინა: "ვიდეო ტექნოლოგია რამოსის თამაშგარეს ცხადყოფდა"
ლეგენდარულმა იტალიელმა ყოფილმა მსაჯმა, პიერლუიჯი კოლინამ ფეხბურთში ვიდეო გამეორების შემოღებაზე ისაუბრა.
56 წლის იტალიელმა ამ თემაზე, მადრიდში ბიზნესის სამიტზე გააკეთა კომენტარი და მაგალითად სერხიო რამოსის გოლი მოიყვანა, რომელიც ესპანელმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიტანა.
როგორც იცით, რამოსის გოლი "ატლეტიკოს" კარში თამაშგარე მდგომარეობიდან გავიდა: "ურთულესი იყო მსაჯისთვის მიეღო ამ ეპიზოდში გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ ვიდეო ტექნოლოგიის ქონის შემთხვევაში ყველაფერი ნათელი იქნებოდა.
დღეს ფეხბურთი ბიზნესიც არის და მსაჯის მიერ დაშვებული შეცდომები კლუბების მომავალზეც მოქმედებს", - აცხადებს კოლინა.
შეგახსენებთ, რომ 56 წლის იტალიელი 1998-2003 წლებში ზედიზედ 6-ჯერ დასახელდა წლის საუკეთესო არბიტრად.

კიდე ბარსას ეხმარებიანო მსაჯებიო იბიომად
This post has been edited by Vanpersie18 on 6 Jun 2016, 23:53
მიმაგრებული სურათი