ძალიან საინტერესო, ჩახლართული და დედა#####ულად ცუდი ვითარებაა ამჟამად სატელევიზიო კონტრაქტებთან დაკავშირებით ესპანეთში, რასთან შედარებითაც რეალისა და ატლეტიკოს შესაძლო სატრანსფერო ბანი შეუდარებლად მცირე ხიფათად მოსჩანს.
მოკლედ გვყავს 4 მოქმედი პერსონაჟი - ესპანეთის მთავრობა, პროფესიული ფეხბურთის ლიგა (LFP), ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაცია (RFEF) და ესპანეთის ფეხბურთელთა ასოციაცია (AFE). პირველმა (მთავრობამ) ორშაბათს მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ძალაში შედიოდა ტელეტრანსლაციიდან შემოსული თანხების გადანაწილების ახალი სქემა. ეს ახალი სქემა უფრო მეტ (და არა აბსოლუტურ) თანასწორობას ამყარებს გუნდებს შორის და 1:4-ზე დიდი პროპორციით დისკრიმინაციას კრძალავს.
ოთხშაბათს დილით ამასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ანხელ მარია ვილიარმა (ვილიარატოს მთავარი პერსონაჟი და დიდი ჩათლახი, კი) და განაცხადა, მთავრობა ჩვენს საქმეში უხეშად ერევა რეგულაციის შემოღებით, რადგან ჩვენთან კონსულტაციები არ გაუვლიაო. პატივისცემის ნაკლებობაში დადანაშაულების გარდა, ახალი სქემა ფედერაციის მოქმედების ფარგლებს ზღუდავს და ჩვენთვის მიუღებელიაო. RFEF-ს მხარში ამოუდგა AFE-ც, რადგან მათთვის გამოყოფილი 0.5% ეცოტავათ - ინგლისში 1,5%-ს იღებენო. ფეხბურთელები ასევე აცხადებენ, რომ ფინანსებთან დაკავშირებით''ზედმეტ ყურადღებას გრძნობენ'' პროკურატურის მხრიდან (რაც, ბოლოდროინდელი ჩაწყობის სკანდალიდან გამომდინარე, არაა გასაკვირი). სამაგიეროდ მთავრობის მხარეს დადგა LFP, რომლის პრეზიდენტს, ხავიერ ტებასსა და ვილიარს ერთმანეთი ჭირის დღესავით ეზიზღებათ. შესაბამისად მივიღეთ კურიოზული სიტუაცია - ფედერაცია, რომელიც სამინისტროს ნაწილი უნდა იყოს, მთავრობის წინააღმდეგაა, სამაგიეროდ დამოუკიდებელი ლიგა მთავრობას უჭერს მხარს

ოთხშაბათის განცხადება, რომელიც ვილიარმა გამოაქვეყნა, მთავრდებოდა შეთავაზებით ესპანეთის მთავრობის მიმართ, რომ დასხდნენ და ერთად გადაჭრან პრობლემა. ერთადერთი რეალური გამოსავალი ისაა, რომ LFP-სა (და არა მთავრობის) და RFEF-ის ბოსები დასხდნენ ერთ მაგიდასთან და რამე გამოსავალი მოიფიქრონ, რაკი საფეხბურთო სამყაროშI ამ ორ სტრუქტურას ეთქმის ყველაზე მეტი. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, ტებასსა და ვილიარს ერთმანეთი კატა-ძაღლივით სძულთ, რაც საქმეს კიდევ უფრო ძაბავს და მოლაპარაკებას წარმოუდგენელს ხდის - ამიტომაც იყო ვილიარის შეთავაზებაშI მოხსენიებული მხოლოდ მთავრობა, LFP კი თამაშგარე სიტუაციაშI დატოვებული. საპასუხოდ ტებასმა თვითონაც გამართა პრესკონფერენცია, გაფიცვის მოწოდება უკანონოდ ცნო და კანონიერი ზომის მიღებით დაემუქრა მასში მონაწილეებს (ისისისა და თალიბანის კატა-თაგვობანას არ გავს?

)
იმ შემთხვევაში, თუ რაიმე გამოსავალი 16 მაისამდე ვერ მოიფიქრეს, შედეგები შეიძლება გამაოგნებლად დამანგრეველი აღმოჩნდეს - უვადო გაფიცვის შედეგად 1937/38 წლის სამოქალაქო ომის შემდეგ პირველად არ ჩატარდეს სამეფო თასის ფინალი, არ ჩატარდეს დარჩენილი ორი ტური, მათ შორის ატლეტიკო-ბარსელონა, რომელიც შესაძლოა ჩემპიონის ვინაობის გამოსავლენად გადამწყვეტი იყოს, 600 000 ფეხბურთელის, 17 რეგიონალური ფედერაციისა და 30 000 გასამართი მატჩის ბედი კი ჰაერშI გამოეკიდოს. თუმცა პრობლემები აქ მხოლოდ იწყება - მას შემდეგ, რაც ფიფა კარს მომდგარ არჩევნებს გადააგორებს და ამ გაფიცვას მიუბრუნდება, იოლი მოსალოდნელია, რომ დარღვევები როგორც მთავრობის, ისე - ლიგის მოქმედებებში იპოვოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რეალური ხდება ესპანური საფეხბურთო კლუბების 2015-2016 წლის საერთაშორისო გათამაშებებიდან, ესპანეთის ნაკრების კი - ევროპის ჩემპიონატიდან მოკვეთა.