აი ძაან კაი. იმედია მბამპესაც იყიდიან და კიდე ვინმეს წამოიყვანენ რეალი-ბარსადან.
ეს ისტორიული გუნდის დამცველი ხალხი ძაან მაგარი სასტავია
"რასაც ეხლა პსჟ და სიტი აკეთებენ ჩვენ 100 წლის წინ გავაკეთეთ, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ეხლა ფული ვხარჯოთ და იმათ არა"

თქვენ იგივეს არ აკეთებთ? არ ხართ არათანაბარ პოზიციებში სხვა გუნდებთან?
ამ ფეირ პლეიმ ზუსტად ისე რო იფუქნციონიროს, როგორც უეფას და თქვენ გინდათ მაშინ გამოვა რო ძვირიანი ტრანსფერების კეთების ფუფუნება მარტო ისტორიულ გუნდებს ექნებათ დიდი ფანბეიზით. სიტყვაზე ეხლა რო მე ვიყო ნიუკასლის მფლობელი 100000 წელი ვერ მოვხოდავდი გუნდს მაგ კანონებით, როცა შემიძლია მივაყიდო გუნდი ვიღაც მილიარდელზე და 3-4 წელიწადში ბარსას წავართვა ნეიმარი.
ბევრად უფრო კონკურენტული და საინტერესოა ესე. როცა შეიძლება ასპარეზზე კიდე ახალი გუნდი გამოჩნდეს.
პსჟ-ზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ სიტიმ უკვე მოახერხა ის, რომ რასაც ხარჯავს ტრანსფერებში ( და ბევრს ხარჯავს) სულ ყველაფერს თავისი მოგებიდან აკეთებს, მაგრამ ამისთვის გუნდს დასჭირდა დრო და ინვესტიციები. 2-3 წლის წინ შეიხს რო არ ჩაედო ზედმეტი 400 მილიონი გუნდში, შეიძლება ეხლა ამ ზაფხულს იმდენი მოგება არ ჰქონოდა გუნდს რომ 200 მილიონი დაგვეხარჯა ტრანსფერებში და გუარდიოლები მოგვეყვანა. და თქვენც ეგ გინდათ რეალურად. სიტიმ რატო მოიყვანოს გუარდიოლა მე მარტო ბარსასთვის მინდაო <3