ტერიუეფას ჩემპიონთა ლიგაზე ორი ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილიაუეფას ჩემპიონთა ლიგაზე ორი ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია. მიუნხენის "ბაიერნმა" მეოთხედფინალის პირველ მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ, განმეორებით შეხვედრაში "პორტო" 6-1 დაამარცხა.
მატჩის პირველი ნახევარი გუარდიოლას გუნდმა 5-0 მოიგო. შეხვედრის განახლების შემდეგ კი "პორტომ" ერთადერთი გოლის გატანა 74-ე წუთზე შეძლო.
საბოლოო ანგარიში 6-1 კი ხაბი ალონსომ დააფიქსირა და "ბაიერნი" ლიგის ნახევრფინალში გავიდა.
მეორე მეოთხედფინალური მატჩი "კამპ ნოუზე" გაიმართა. "ბარსელონამ" "პარიზ სენ ჟერმენი" 2-0 დაამარცხა. შეხვედრაში დუბლი ნეიმარმა შეასრულა. კატალონიელებმა მეტოქეს ორი მატჩის ჯამში 5-1 სძლიეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
დღეს ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ორი ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვევა. მადრიდის "რეალი" "ატლეტიკოს" დაუპირისპირდება, "მონაკო" "იუვენტუსს" უმასპინძლებს.
მატჩები თბილისის დროით 22 საათსა და 40 წუთზე დაიწყება. პირველი არხი პირდაპირ ეთერში "მონაკო" - "იუვენტუსის" შეხვედრას შემოგთავაზებთ.