madridiSSta1988ვიცი მაგ ფოტოებზე კაცო, აქამდეც მქონდა ნანახი და ახლაც გადავიკითხე

უბრალოდ ლოგიკა ვიპოვოთ მოდი

დი სტეფანო ჩამოდის ევროპაში და 53/54 წლებში(მგონი) იჩითება ბარსას მაისურში...
რა ხდება...? თუ რეალმა იყიდა ბარსას მაისურით რატომ არის..? გვათხოვეთ? ))
ე.ი რეალს არ უყიდია, დი სტეფანოსთან კონტაქტზე პირველად ბარსელონა გავიდაო, შესაბამისად ხელი მოაწერა კონტრაქტს ბარსელონასთან.
თუმცა შემდეგ გაიასნდა რომ დი სტეფანოს 2 კლუბთან ქონდა კონტრაქტი + ბარსელონასთან და ამის გარკვევის პროცესში დი სტეფანო აცხადებს რომ სამივე ###ზე მკიდიხართ, რეალში მივდივარო

ეს ხდება 1953 წლებში, წინა წლებში 4 წელში სამჯერ ბარსელონა გახდა ესპანეთის ჩემპიონი და სამჯერ ზედიზედ თასის მფლობელი, ყავდა იმ დროის 1-1 საუკეთესო ფეხბურელი(კუბალა), იყო იმ წლების N1 გუნდი ესპანეთში..........
და რეალი რას წარმოადგენდა ამ დროში..? 1929 წლიდან 1953 წლამდე მოიგო მხოლოდ 2-ჯერ(!!!) ქვეყნის შიდა ჩემპიონატი და რამდენიმე ესპანეთის თასი, ი ვსო...
ხოდა ასე უცბად დი სტეფანო იცვლის აზრს და არ უნდა ბარსელონაში, ჩამოყალიბებულ და იმ წლების დომინანტ გუნდში თამაში და გამოდის სურვილით რომ გაწყვიტოს კონტრაქტი ბარსელონასთან და წინა 2 გუნდთანაც და რჩება მადრიდში
და ამ დროს ბარსელონას პრეზიდენტსაც უჩნდება ქველმოქმედების საშინელი სურვილი და კაპიკებად მიყიდა რეალს ასეთი ფეხბურთელი... ))))) 4.5 მლნ პესეტა, რომელიც ექვივალენტურია დღევანდელი 30 ათასი დოლარის..........
+ძალიან სასაცილო და ამავდროულად სატირალი გადაწყვეტილება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის, რომელმაც თქვა რომ ორივე გუნდში ითამაშოსო, რომელი თავმოყვარე გუნდი დათანხმდება თავისი ნაყიდი ფეხბურთელი, რომელშიც ფული გადაიხადა, ათხოვოს ხოლმე N1 მოწინააღმდეგეს?

აი რამხელა პარადოქსია.
აი ეს არის ფაქტები, ფაქტები რომლებიც აშკარაა(ვისთან გააფორმა პირველი კონტრაქტი, რომელი უკეთესი გუნდი იყო მაშინ, რა მოტივაცია ქონდა პრეზიდენტს რომ გაეყიდა კაპიკებში, როგორი უტოპიური გადაწყვეტილება მიიღო ფედერაციამ და ა.შ)
მე ამ ყველაფრიდან ვაკეთებ ლოგიკურ დასკვნებს და არა რელანოს ნაწერიდან, რომელიც ალბათ N1 მადრიდისტაა და მისი ობიექტურობის საკითხი ჩემთვის ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
თუ ამაში არ მეთანხმები, მოვრჩეთ, ღმერთმა გაგიმარჯოს შენს გზაზე

: )))
"Winning is an important thing, but to have your own style, to have people copy you, to admire you, that is the greatest gift.” © Johan Cruyff