გილოცავთ ყველას. რამდენი წელია უკვე ველოდები ამ მომენტს !
ახლა ერთი ნაბიჯიღა დაგვრჩა და ფინალი.
რაც შეეხება პოტენციურ მეტოქეს: დარჩენილი სამი გუნდიდან ალბათ ყველაზე "სუსტი" მაინც რეალია, თუმცა დარჩენილი სამი გუნდიდან უდავოდ საუკეთესო მწვრთნელი ჰყავთ. არადა იუვეს შანსი არის ზუსტადაც რომ მწვრთნელი. ასე რომ არ ვიცი. ყველაზე არა სასურველი ალბათ მაინც ბაიერნია. თუმცა კარგი იქნება რევანში, მაგრამ ცოტა არა რეალურია. ბარსელონა თუ შეგხვდა ისეთს ჩაუდებს ალეგრი საწყალ ლუის ენრიკეს რო მეტი არ შეიძლება, მაგრამ რამდენად იქნება საკმარისი არ ვიცი. ისეთი თავდასხმა ჰყავს ბარსას თამაში თუ წაუვიდათ სულ რომ მე ვიყო ტრენერი მაინც ყველას გადაბუგავენ და + მესი. მაინც ალბათ ბარსა/რეალი ჯობია რა. თან ორივე გვაყვს გამოგდებული.

+ მაგას ბაიერნისგან განსხვავებით ჩემპიონატში მოყომარებული არ აქვთ ამ გუნდებას და კაკ რაზ 1/2 ფინალებისათვის უწევთ გადამწყვეტი თამაშები. ხო, კიდე იმედია ამჯერად მაინც პირველ თამაშს ვითამაშებთ გასვლაზე.
ამ რესურსებით უდავოდ უკვე წარმატებაა 1/2 ფინალი, მაგრამ მადა ჭამაში მოდისო და ეხლა მართალია რომ არც ერთ პოტენციურ მეტოქესთან 30-35 % - ზე მეტი შანსი ალბათ არ გვაქვს, მაგრამ უნდა გავიდეთ რა ! პოგბა დაგვემატება ხო მანამდე იმედია.