ბრიგატე როსონერის ულტიმატუმი
"მილანის" გულშემატკივართა ყველაზე დიდი და გავლენიანი დაჯგუფება "ბრიგატე როსონერია", რომელიც მთლიანად აკონტროლებს "სან სიროს" სამხრეთ ტრიბუნას და ამიტომ, მას "კურვა სუდ"-ს ეძახიან.
"ბრიგატეს" ყელში ამოუვიდა "მილანის" ბოლოდროინდელი წარუმატებლობები და გასულ ტურში, "კალიარისთან" თამაშს ბოიკოტი გამოუცხადა. სამხრეთ ტრიბუნა ცარიელი იყო, სკამებზე კი დიდი ბანერი გახლდათ გამოფენილი შემდეგი წარწერით: "თამაში დამთავრდა, ფულის ხარჯვის დროა".
"კურვა სუდს" ჯანკარლო კაპელი მეთაურობს, 60 წელსმიტანებული ტიფოზი, რომელიც ახალგაზრდობაში ნამდვილ სიგიჟეებს სჩადიოდა და არც დღეს უჩივის ენერგიის ნაკლებობას.
ჩვენ არ ვართ, რადგან თქვენ არასდროს ხართ
თუ "სან სიროზე" სამხრეთ ტრიბუნა "მილანისტებს" ეკუთვნით, ჩრდილოეთ ტრიბუნაზე "ინტერისტები" არიან გაბატონებულნი.
"კურვა ნორდის" ლიდერი ფრანკო კარავიტა შედარებით მშვიდია, მაგრამ ბოიკოტი და ობსტრუქცია არც მისთვისაა უცხო ხილი - იყო პერიოდი, როდესაც "ინტერი" მუდმივად აგებდა "მილანთან" და მაშინ სწორედ კარავიტას ინიციატივა იყო
მილანურ დერბიში ჩრდილოეთ ტრიბუნის მთლიანადად დაცარიელება და იქ ბანერის გამოკიდვა ასეთი წარწერით:
"დღეს, ჩვენ არ ვართ, იმიტომ, რომ თქვენ არასდროს არ ხართ".
მოკლედ, კრეატივის ნაკლებობას არც "ინტერისტები" უჩივიან, მილანურ დერბიზე კი ცარიელი სექტორი ვგონებ, არც იქამდე ყოფილა და არც მას შემდეგ. ფრანკო კარავიტამ, რომელიც შედარებით მშვიდი კი არის, მაგრამ ორჯერ თავი მარტო ნეაპოლელებმა გაუტეხეს, "მილანის" ულტრასებს მხარი დაუჭირა:
"იყო დრო, როდესაც მილანური დერბი "რეალი"-"ბარსელონას" დაპირისპირებაზე დიდ ინტერესს იწვევდა, დღეს კი სრულიად განსხვავებული ვითარებაა. "როსონერის" ულტრასებს ვერ გავამტყუნებ - ეს ის შემთხვევაა, როდესაც მათ ქმედებას სრულად ვამართლებთ.
რაც შეეხება "ინტერს", რობერტო მანჩინი ჩვენი ნდობით სარგებლობს, მაგრამ თუ ვითარება უახლოეს ორ ტურში არ გამოსწორდა, ზომებს "კურვა ნორდიც" მიიღებს".
დიდი ბატალიების მოლოდინში
სერია A-ს მიმდინარე გათამაშება 4 აპრილს განახლდება და, როგორც ჯენარო დი ტომაზი აცხადებს, საინტერესო მოვლენები არამარტო მოედნებზე, ტრიბუნებზეც განვითარდება. "მილანის" ულტრასებმა კლუბის მესვეურებს ბოიკოტი გამოუცხადეს და ვითარების გამწვავებით იმუქრებიან; "ინტერის" გულშემატკივრები თანაქალაქელებს სოლიდარობას უცხადებენ და თვითონაც იგივეს აპირებენ; რომაელებს წინ ყველაზე ცხელი დერბი ელით, ნეაპოლში კი ყოველთვის, ყველაფერი შეიძლება მოხდეს - წინ, დიდი ბატალიები გველის...
http://www.sportall.ge/fexburti/uckhouri-f...davukravth.html
მიმაგრებული სურათი