მოდი აგიხსნით როგორ თამაშობდა მანჩესტერი წინა თამაშები
ორივე ფლანგზე იკვრებოდა სამკუთხედები:
მარცხნივ: ბლინდი/იანგი/ფელაინი
მარჯვნივ: მატა/ერერა/ვალენსია
საყრდენად იდგა კერიკი, რუნი ფორვარდად
ეს სამკუთხედები ათამაშებდნენ ერთამენში ბურთს ძალიან მაგრად და სამივე მნიშვნელოვან თამაშში ორივე ფლანგის კომბინაციებით გავიდა გოლები.
ეხლა რა მოხდა ტრამვების შემდეგ:
კერიკის აღარ დგას საყრდენად, რუნის იწევს ერერასთან ერთად უკან, დაჟე რუნი უფრო წინ თამაშობს ვიდრე ერერა.
აქედან გამომდინარე:
1. მარჯვენა ფლანგზე მატა იმიტომ ვერ თამაშობდა იმას რასაც წინა თამაშებში თამაშობდა რომ სამკუთხედს არ თამაშბოდნენ და მარტო ვალენსიას იმედზე იყო ფლანგზე.
2. მარცხენა ფლანგს რაც შეეხება ბლინდის ნაცვლად დააყენა შოუ, რომელმაც ბოლოს როდის ითამაშა არ მახსოვს; ინდივიდუალურად ცალკეულ მომენტებში კარგი იყო მაგრამ აშკარად არ იყო ისე შეწყობილი იანგთან/ფელაინისთან რომ კომბინაციები გაეჩალიჩებინა.
3. რუნი საყრდენად ნიშნავს ბურთის ნელ მოძრაობას ცენტრში და ხშირად ბურთის დაკარგვასაც (არაა ბოლო-ბოლო საყრდენი და შეეცით თუ გინდა, მაგრამ არავინ არაა მეორე ვინც ამ პოზიციაზე ითამაშებდა)
4. საყრდენის პრობლემის გამო წინ დადგა ფალკაო.
5. ცენტრალური მცველის პოზიციაზე დაიმტვრა ორი ფეხბურთელი, როხო/ჯონსი და დადგა ბავშვი.
თუ კარგად წაიკითხავთ რაც დავწერე მიხვდებით რა განსხვავება იყო იმ გუნდს შორის რომელმაც წინა თამაშები ითამაშა და ამ გუნდს შორის რომელიც დღეს თამაშობდა და მაინც კარგად ითამაშა.
ჰოდა, მოკლედ ესეა რა

პ.ს. სრული შემადგენლობით რომ ვყოფილიყავით ჰანდიკაპით მოვიგებდით

პ.ს.ს თან ფალკაოზე ჯარიმა იყო გოლამდე <3
This post has been edited by Leftist on 19 Apr 2015, 00:26