ატლეტიკოზე აღარაფერს წერენ, დამაწყდა ნერვები და ბარსათი გავერთობი მანამდე

(არ გამომეკიდოთ ეხლა

)
სოსიედადთან ნაახალწლევს წაგების შემდეგ გულშემატკივართა უმრავლესობა ლუის ენრიკეს მსხვერპლად შეწირვას მოითხოვდა, მაგრამ 2015 წელს ჩატარებული 22-დან 20 მატჩის მოგებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ბარსელონა ბრწყინავს, კრიტიკოსები გაჩუმდნენ, ლუის ენრიკემ კი, იმის მიუხედავად, რომ გუარდიოლამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია, სტატისტიკურ კომპონენტში იგი უკან ჩამოიტოვა და ბარსელონას თავკაცთა ისტორიაში ყველაზე წარმატებულის თიკუნი დაისაკუთრა. განვიხილოთ 5 უმთავრესი ცვლილება, რომელთაც ლუის ენრიკე განტევების ვაციდან რეკორდსმენად გადააქციეს:
1) ნაკლები როტაციები - ლუის ენრიკემ როგორღაც მოახერხა და სეზონის საწყისი 29 მატჩი 29 სხვადასხვა ფორმაციით დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია, ეტაპობრივი ჩამოყალიბება ლუჩოს თავდაპირველ ჩანაფიქრს წარმოადგენდა თუ მესისა და სხვა წამყვანი ფეხბურთელების ზეწოლას ვერ გაუძლო, მაგრამ სეზონის მეორე ნახევარში როტაციების კლებამ ბარსელონას აშკარად არგო და კლუბს სტაბილურობა შემატა.
2) ხასიათის სიძლიერე - ლუის ენრიკეს სავიზიტო ბარათი. რეალიდან ბარსელონაში გადასვლით ლუის ენრიკემ პირველად დაამტკიცა, რომ საოცარი მოთმინებისა და შეუპოვრობის უნარი გააჩნია, რაც აშკარად ეხმარება თანამედროვე, ეგოებით სავსე ბარსელონას გასახდელის მართვაში. მოსწონს თუ არა ეს ვინმეს, ლუჩოსთან ყველა თანაბარია და ერთ დონეზე დგას. სხვებზე ერთი თავით მაღლა მხოლოდ კოშკურაზე ამხედრებული, მზის სათვალით შემოსილი ლუის ენრიკეა.
3) გეგმა B - რომელიც აქამდე კარგა ხნის წინ უნდა მოსულიყო. ბარსელონას სხვა მენეჯერებისგან ლუის ენრიკეს ყველაზე მეტად ის განასხვავებს, რომ მას ოდნავადაც არ ერიდება 'უკან ჩაჯდომა', უპირველესად დაცვაზე ფიქრი და კონტრშეტევებზე თამაშის აწყობა. ტიკი-ტაკას ფეტიშზე უარის თქმა და კონტრშეტევებისთვის იდეალური ტრიო ერთ-ერთი ის მიზეზია, რომლის გამოც ახალ ბარსელონასთან გამკლავება ბევრი გუნდისთვის ხელახლა იქცევა თავის ტკივილად. მოურინიოს ავტობუსს აფგრეიდი სჭირდება.
4) ფეხბურთელთა მიმართ არსებული ნდობა - ბევრი მწვრთნელი ვერ დაიქადნის ისეთ მიღწევას, რაც თავად იოჰან კრუიფისთვისაც კი შეუძლებელი ჩანდა. მფრინავი ჰოლანდიელის სეზონისწინა პესიმიზმი იოლი გასაგები იყო - ერთ გუნდში მესის, ნეიმარისა და სუარესის მსგავსი სამი გამოკვეთილი ინდივიდუალისტის ყოლა ფეხბურთელთა შორის განხეთქილებას უფრო მოასწავებდა, ვიდრე მათ ერთმანეთთან ხავისა და ინიესტასავით შეთამაშებას. თუმცა ლუის ენრიკემ მკაცრი საზღვრები ააორთქლა, ფეხბურთელებს სრული თავისუფლება მისცა და შეძლო მათი ერთ მექანიზმად ქცევა. მიუხედავად იმისა, მოიგებს თუ არა ბარსელონა ტრიპლეტს, ეს უკვე შეიძლება მივიჩნიოთ ლუის ენრიკეს ყველაზე დიდ მიღწევად.
5) ინტენსივობა - რასაც ნებისმიერი მოყვარულის თვალიც შეამჩნევს. ლუის ენრიკეს მოძრავი, მობილური გუნდის ყურებისას, რომელიც რეალის ფეხბურთელებზე მეტს დარბის და დაფარულ კილომეტრებში მეტოქეს მაშინაც სჯობია, როცა ბურთი თავად უჭირავს, რთულია დაიჯერო, რომ ტატა მარტინო 1 წლის წინ სწორედ ამ გუნდს წვრთნიდა. ლუის ენრიკეს ბარსელონასთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის მისი მეტოქე. ბარსელონა მოედანზე ბურთის საგორავებლად აღარ გამოდის
http://bleacherreport.com/articles/2438979...rcelona-manager