შემეცოდა ვოლფსბურგი, ერთი აიჭრნენ და სულ დაიშლნენ, არადა პირველ ტაიმში ძალიან კარგად ითამაშეს
ლევანდოვსკის საღოლ, ოქროს ასოებით ჩაეწერა ბუნდესლიგის ისტორიაში, ამას ალბათ ვერავინ შეძლებს ძალიან დიდი ხანი, თან მეხუთე რა გაიტანა
კოშტასაც საღოლ, მაგრად ითამაშა და გიოცეც კაი იყო
ვერდერი

არაა ამ გუნდის საშველი თან იმ საყლევეთთან რომ წააგეს
კიდე კაი ჰამბურგმა მაინც მოიგო, ისე ფრე უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა მანდ
გრიგორიჩმა კაი ჯარიმა გაიტანა, ცოტა რიკოშეტიც დაეხმარა
როგორც ჩანს ხელით თამაშზე პენალტებს იშვიათადღა დადებენ, ორი მომეტი იყო, ერთი ჰამბურგის მატჩში, მეორე ჰერტასი და არ დადეს
ჰერტა-კიოლნიც ფრე უფრო სამართლიანი იქნებოდა, მაგრამ მკვდარი გაცოცხლდა იბიშევიჩის სახით
დღეს იმედია, გლადბახი მოიგებს, მაგრამ მეეჭვება
ლევერკუზენმა აუცილებლად უნდა მოიგოს
დორტმუნდს მგონია, რომ გაუჭირდება, მიუხედავად ჰოფეს საზიზღარი ფორმისა, როისმა მინდა კარგად ითამაშოს
ჰანოვერი-შტუტგარტი... ორი წყალწაღებული.. ფრე იქნება ლოგიკური
შალკემ წესით უნდა მოუგოს სახლში აინტრახტს, მაგრამ ეგენიც მაგარი არასტაბილურები არიან
იტალიური ფეხბურთის გულშემატკივარი რომ დღევანდელი სერია ა-ს შემხედვარე ბუნდესლიგაზე იტყვის რა ### ჩემპიონატიაო, სასაცილოა