როგორ ურტყამდნენ, ეგ შანსის სიკარგესთან რა შუაშია?
ფეხბურთელი ცარიელ კართან რომ აღმოჩნდეს და ისე ცუდად დაარტყას, კარს აცდეს, 100%-იანი მომენტი არ იქნება?
მარტო ბობადილას ჰქონდა მინიმუმ 3 100%-იანი მომენტი, როცა 4-5 მეტრიდან ურტყამდა, ერთი ააცილა, ერთი მეკარემ მოიგერია და ერთიც კარის ხაზზე მცველმა გამოიტანა + ესვაინის, კლავანის (მგონი) მომენტები.. ეს რაც უცებ გამახსენდა
--------
როგორც ველოდი, დორტმუნდმა ვერ მოიგო, ახლა ფრეების გადაბმა დაიწყეს, ისიც კარგია, რომ არ წააგეს
როისი საზიზრარ ფორმაშია, არადა მაგისი ფრენის გარეშე, ძალიან გაუჭირდებათ ბაიერნთან (ისედაც)
კასტრომ რა ღადაობა გოლი გაიტანა... ფაქტიურად ნახევრად ჰოფმანის გოლი იყო
კინაღამ ისევ პარკმა მოაგებინა გუნდს
ის ცუგა რა მაგარი ვინმე იყო

მოკლედ ძალიან ცუდი ევროპული კვირა გამოვიდა.. მხოლოდ 2 მოგება, ვისაც ისედაც გარანტირებული ჰქონდა.. იმედია, მომავალ ტურში გამოასწორებენ, არადა ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები მოდის, ფაქტიურად გადამწყვეტი
ბაიერნმა წესით მინიმუმ არ უნდა წააგოს არსენალთან გასვლაზე
ვოლფსბურგმა შინ უსიკვდილოდ უნდა მოუგოს პსვ-ს
ასევე ლევერკუზენს აქვს აუცილებლად მოსაგები შინ რომასთან
გლადბახი რათქმა უნდა წააგებს იუვენტუსთან, თან გასვლაზეა თამაში
დორტმუნდმა უნდა მოუგოს გაბალას გასვლაზე
შალკემ კი შინ სპარტას, ამათ ცოტა კი გაუჭირდებათ, კაი გუნდია სპარტა, ნახევარი ჩეხეთის ნაკრები მგონი მანდ თამაშობს
აუგსბურგის დედაც.. ეგენი ალკმაართანაც წააგებენ, თან გასვლაზეა
მთავარი ვოლფების, ბაიერის, დორტმუნდის მოგებები იქნება მომავალ ტურში
ბუნდესლიგას რაც შეეხება,
იმედია, დღეს მაინცი მოუგებს იმ საყლევეთ დარმშტადს
გლადბახი - ვოლფსბურგის მატჩში მგლებისკენ ვარ, ლიგაზეც გამოჩნდა, რომ ეგენი უფრო იმსახურებენ ზევით ყოფნას
ჰანოვერი-ვერდერი.. ორი საცოდაობა, ბრემენელებისკენ ვარ, იქნებ მიხვდნენ და გააგდონ ის ###
ჰერტა-ჰამბურგი ფრე მგონია, მაგრამ იქნებ მოიგოს ჰამბურგმა და ლასოგამ გაიტანოს
ჰოფე-შტუტგარტი... აქაც ორი გასაცოდავებული, წესით უნდა გადააბას ჰოფენჰაიმმა მეორე მოგებაც.. ფოლანდი თუ გაიტანს, მთლად უკეთესი
ინგოლშტადტს აინტრახტმა იქნებ მოუგოს, შინ ისე კარგად ვერ თამაშობს აუდი
შალკემ აუცილებლად უნდა მოუგოს კიოლნს, მაგრამ გაუჭირდებათ, არადა ზედიზედ მე-7 მოგება გაასწორებს. სანეს გოლი მინდა
ბაიერნი-დორტმუნდი, დორტმუნდის მოგება ან ფრე მაინც მინდა, არ მინდა ძაან გაიქცეს ბაიერნი, თან დორტმუნდიც აირიოს, მარა მეეჭვება გაუქაჩონ
ლევერკუზენმა აუცილებლად უნდა მოუგოს აუგსუბრგს, ზედიზედ მესამე მოგება საჭიროა, არადა ბარსას მერე დაღლილები იქნებიან