მაგარი ### ჩემპიონატი გამოვიდა და ზოგადად საფეხბურთო სეზონი. ალბათ მსოფლიო ჩემპიონობის ხარკი იყო

ეს ### სეზონი, ###ურად დაგვირგვინდა ორი უყლევესი გუნდის ამოსვლით, განსაკუთრებით დარმშტადტი, ჯერ რა საძოვარზე თამაშობენ, იტალია გეგონება
არადა კაიზერსლაუტერნი, თავისი პერსპექტიული ახალგაზრდებით, კარგი იქნებოდა ზევით
იმედია ჰამბურგი გადათამაშებით დარჩება და კარლსრუეს სახით კიდევ ერთი ###ობა არ დაემატება იმ ორს
ერთადერთი რაც კაი იყო, პადერბორნის ჩაბრუნება უკან
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ჩემი აზრით - კევინ დე ბრუინი
საუკეთესო მწვრთნელი - ვაინცირლი (ან ფავრი)
საუკეთესო მეკარე - ნოიერი
საუკეთესო მცველი - როდრიგესი
საუკეთესო ნახევარმცველი - დე ბრუინი
საუკეთესო თავდამსხმელი - რავი მაიერი ალბათ
სიმბოლური (დაცვაში არ იყო დიდი არჩევანი, ამიტომ 3 კაცი დავაყენე) და საერთოდ ძალიან ### წყობა გამოვიდა, რადგან ძირითადად მსგავსი პოზიციის ხალხი ანათებდა ამ სეზონში
ნოიერი
იანჩკე-ბოატენგი-როდრიგესი
ჯაკა
რობენი-დე ბრუინი-მიულერი-ჰერმანი
ბელარაბი-მაიერი
იუნუზოვიჩი და კრუზეც მინდოდა, მარა ვერ ჩავაკვეხე
კასტროსაც კაი სეზონი ჰქონდა, ობამეიანიც გამორჩეული იყო დორტმუნდში
მცველებიდან ვერჰაეგი შეიძლებოდა
აღმოჩენა ახალგაზრდა ფეხბურთელი - ზელკე - 18 წლის ასაკში 9 გოლი I ბუნდესლიგაში ძალიან კარგი შედეგია
იმედია, მომავალ სეზონში დარმშტადტი და ინგოლშტადტი ეგრევე გავარდებიან, მათ მაგივრად კი კაიზერსლაუტერნი და ლაიფციგი ამოვლენ + 1860 (თუ მესამეში არ გავარდნენ ახლა) და დიუსელდორფიც იბრძოლებენ
ჩემპიონთა ლიგაზე მომავალ სეზონს პესიმისტურად ვუყურებ. დარწმუნებული ვარ, ვოლფსბურგი საშინლად ჩიასვრის
გლადბახიც ბოლო კალათაში იქნება და დარწმუნებული ვარ ჩარჩება, იქნებ მესამეზე მაინც გავიდნენ და ევროპა ლიგაზე გადაძვრნენ
ნუ ბაიერნი გადავდოთ გვერდზე და ლევერკუზენის იმედი მაქვს, გამოცდილები არიან ლიგაზე, იმედია ფეხბურთელებსაც დაიმატებენ და მინიმუმ მერვედფინალში უნდა გავიდნენ თუ შმიდტიც ერთწლიანი არ აღმოჩნდა
ევროპა ლიგაზე აუგსბურგი ალბათ ჯგუფში ჩარჩება
შალკეს ტურნირის მოგებაც შეუძლია ის იტალიელი ### თუ გააგდეს და ვინმე ნორმალური მოიყვანეს (მაგალითად ვაინცირლი, არ ჰგავს 1 წლიანს)
დორტმუნდსაც თავისუფლად შეუძლია მოგება და იმედია ეცდებიან კიდეც, ერთი ტუხელის გამოუცდელობის მეშინია, თავიდან კლოპიც ძალიან წვალობდა ევროპაში
ბუნდესლიგაში კი იმედია ამჯერად მაინც გაუწევს ვინმე წინააღმდეგობას ბაიერნს ბოლომდე
ისე კი, ჯარიმიდან გატანილი გოლების სეზონი იყო
უამრავი მაგარი გოლი გავიდა ჯარიმიდან, ძალიან ბევრი მაგარი ჯარიმის დამრტყმელია ბუნდესლიგაში
კლოპის დანაკლისი ძალიან დიდი იქნება ბუნდესლიგისთვის
იმედია, ტუხელი არ ჩაისვრის