დავიდ ვილია
---------------------------------------
შაქირიზე დაიწერა, დორტმუნდს უნდაო, მანდ რაღაც არ მინდა, შალკეში ან ვოლფსბურგში ჯობია
ამ სეზონში დორტმუნდისკენ ვარ ჩემპიონატში, მაგრად მინდა ტუხელმა მოიგოს და რათქმა უნდა + ევროპა ლიგა
არაფრით არ უნდა დაიკიდონ ეს ტურნირი
დიდი იმედი მაქვს, რომ გუნდი ძველებურად ათამაშდება ტუხელის ხელში, ახალ სულს შთაბერავს (

)
გამოაცოცხლებს ფეხბურთელებს, რომლებიც საერთოდ ვეღარ პროგრესირებდნენ
ერთი კაი თავდამსხმელი თუ დაიმატეს, როისს თუ ტრავმები არ ექნა და ფეხბურთელები თუ ათამაშდნენ ისე, როგორც შეუძლიათ. ძალიან კარგი გუნდია, კარგი ძირითადით და დიდი სათადარიგოთა სკამით
ისე ამათ ადგილზე, თავდამსხმელის გარდა ბაბასაც ვიყიდდი, მარა ჭორებიც არ შემხვედრია ბოლო დროს
სოლდადო არაფრით არ მინდა
მეკარე:
ბურკი (ვაიდენფელერი) - იმედია, ბურკი დადგება ძირითადში და სტაბილური იქნება, პოტენციალი ძალიან დიდი აქვს
ცენტრალურ დაცვაში და საერთო დაცვაში მთავარია სისტემური პრობლემები მოაგვაროს ტუხელმა და მჯერა ძველებურად ათამაშდება ის დუეტი, + სოკრატისიც აქაა
იქნებ დურმმაც გააგრძელოს პროგრესი, გინტერის იმედიც არ დამიკარგავს ბოლომდე... მოკლედ, ამ სეზონში შანსი უნდა მიეცეს იმ ხალხს, რომლებიც ვეღარ ვითარდებოდნენ .....დაცვასაც ეხება ეს და ნახევარდაცვასაც
ცენტრალური დაცვა:
ჰუმელსი, სუბოტიჩი (სოკრატისი, გინტერი)
მარცხენა მცველი:
შმელცერი (დუძიაკი (ეს მგონი მოსწონს ტუხელს), დურმი)
მარჯვენა მცველი:
პიშჩეკი (დურმი)
ისეც ძველი ხალხია აქ, ფლანგების გადახალისება უკვე უნდა დაიწყოს ნელ-ნელა, ამიტომაც მიდნა ბაბა
საყრდენ ზონაში ბევრი კარგი კადრი დაგროვდა
ლაიტნერს გავუშვებდი, შტუტგარტში ვერ გაქაჩა და აქ არამგონია რამე შანსი ჰქონდეს, ასევე კირხსაც
ბენდერი, გიუნდოგანი, კასტრო - ეს სამი გაიყოფს ალბათ ორ ადგილს, სამივეს ბლომად დრო ექნება + ვიგლი, შაჰინი, გინტერიც
შემტევი ნახევარმცველი:
მხითარიანი/კაგავა...... იქნებ ახლა მაინც ათამაშდნენ როგორც შეუძლიათ ისე
ისე, ამათ გარეშეც შეიძლება, სამი ცენტრით - ბენდერი-კასტრო უკან და მათ წინ გიუნდოგანი
ფლანგებზე მგონი ნორმალურადაა საქმე:
როისი (ჰოფმანი, ობამა, გროსკროიცი)
კამპლი (ობამა, კუბა)
ერთი კაი თავმდამსხმელი/ობამეიანი
ბურკი - შმელცერი - სუბოტიჩი-ჰუმელსი-პიშჩეკი/დურმი - გიუნდოგანი-ბენდერი/კასტრო - როისი-მხითარიანი/კაგავა-კამპლი/ობამა - ვინმე/ობამა
ერთი შეხედვით მოყირჭებული (

) და ვეღარგანვითარებული ხალხითაა სავსე ეს შემადგენლობა, მაგრამ შესაძლებლობები ყველას დიდი აქვს და თუ ტუხელმა კარგად იმუშავა, მჯერა ისევ დადებს ეს შემადგენლობა კარგ შედეგებს
რაც მთავარია , ეს იყოს ჯანმრთელი
http://streamable.com/5j46როგორც მახსოვს, ტუხელს ძალიან უყვარს როტაციები, მეკარეებსაც კი ცვლიდა ხშირად მაინცში, ასე რომ თამაში ყველას მოუწევს, მთავარია როგორ ითამაშებენ