მწარედ ახსოვს კოპაზე 3-0 ბრაზილიასთან
და მაგისთვის ინახავს თავს

მე ზიდანს მივეცი ხმა
სუბიექტური ვარ ,მაგარი მკიდია

მესის რაც შეეხება
ცალსახად გენიოსია,ამაზე ორი აზრი არ არსებობს,ის რასაც ეხლა აკეთებს მესი,აკეთებდა 17 წლის ასაკში და ასე იქნება,სანამ ითამაშებს
ყველამ ვიცოდით ,რომ 17 წლის ჯუჯა უნდა გამხდარიყო მომავალი მარადონა
აი დაიწყო ტიპმა თამაში თუ არა აიკლო მთელი ევროპა,არც ზრდა ,არც განვითარება მას არ სჭირდებოდა,იმიტომ რომ გენიოსი იყო და აი შეეცით და მართლა მაგარია,არანორმალურია,რასაც აკეთებს ამას ვერ ისწავლი ვერსად,ვერასდროს.ასე იყო მარადონაც,თამაშის დაწყებიდანვე ის იყო არანორმალური,პელე არ ვიცი..როცა საქმე გენიოსებს ეხება,იქ უკეთესის ძებნა აბსურდია,ბევრი ფაქტორი განაპირობებს უკვე პოტენციალის რეალიზებას..მესის სრულად ახდენს ამას,მარადონამ ნახევარიც არ ითამაშა ალბათ,მაგრამ რაც ითამაშა გენიალური იყო..უკეთესის კრიტერიუმი არ არსებობს,როცა საქმე გენიოსებს ეხება
დიდი ბოდიში რონალდუსთან,რომლის ფანი ვარ 2004 წლიდან ,მაგრამ არაა გენიოსი,ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია,რომელმაც აგუ-აგურ აიწყო საკუთარი თავი,ეს ადამიანი წლებია ეჯიბრება გენიოსს,ადამიანს,რომელსაც ნებისმიერი რამ გამოსდის ძალიან მარტივად,რადგან ასეთად დაიბადა,რონალდოს კიდე ამისთვის საათობით ვარჯიში უწევს,რეჟიმი ,დარბაზში და სახლში,ბევრ რამეზე,კი არა ფაქტიურად ყველაფერზე უარის თქმა..რა ქნას ადამიანმა,რაც შეიძლება და არ შეიძლება,ყველაფერს აკეთებს რომ გენიოსს აჯობოს და გამოუვიდა შარშან,შარშანწინ,მისი ცრემლებიც ეგ იყო...არ გესმით რა რამხელა რამეს აკეთებს ტიპი,რაიმე წიგნი თუ უნდა დაიწეროს სპორტულ ფსიქოლოგიაზე,რონალდო უნდა იყოს ეტალონი,ვინმე სადმე თუ ახსენებს სპორტსმენის იდეალს,რონალდო უნდა იყოს ეტალონი,რონალდომ შეიქმნა თავი ალბათ ეპოქის საუკეთესო ათლეტად.
აი მართლა ტეხავს ამ ადამიანის ასე გინება და დაუფასებლობა თუ რას აკეთებს,ვერ აჯობებს ის გენიოსს მაინც ,სავარაუდოდ ვერ აჯობებს,მაგრამ სადამდეც მივიდა ეს გენიალურია
დაუკვირდით თქვენ რას აკეთებს რონალდო ..წარმოუდგენელი ათლეტია,საოცარი სპორტსმენი
რამდენი ვწერე
მაგრამ ძალიან არ აფასებენ მის შრომას
შრომაცაა და შრომაც
ტიპი შემპყრობილია