ძალიან მაგარი ამბავი
რეალმა ანჩელოტი გაათავისუფლა!
კარლოზე რა აზრის ვარ ვწერდი ამას 2009-11 ამ ტემაში, რეალზე არასოდეს ვყოფილვარ მაღალი აზრის, კარლოს გაგდების მერე ეგ უმადური პერესი ღირსია ლუშემბურგოების კამაჩოების შუსტერების კეირუშების შედეგებს დაუბრუნდეს

დარწმუნებული ვარ რომ რეალს ძალიან სერიოზული პრობლემები ექნება, კარლო ჯერ კიდევ იმიტომ იყო ბულკი რომ შედეგებთან ერთად რონალდოს გაუგო მაგრად, ის რაც მაურინიოს სიამაყემ ვერ გადალახა კარლომ ძაან თბილად და რბილად მაქსიმალურად მოერგო შამპუნას კაპრიზებს, თუ ნახეთ აქამდე 60 გოლი ქონდა სეზონში საუკეთესო, 61 შეაგდო და გაიყვანა კარლომ...ევროპაში ახალი ძლიერ მწვრთნელები არ არიან, არის მარტო სიმეონე მარა მაგის ბედი ან ჩელსია ან სიტი ან იტალია....კლოპი რეალში იქნება ფლოპი (ჩაინიშნეთ), ბენიტესი იქნება მასხარა (იქვე) დანარჩენები არ ვიცი ჯერ ვნახოთ

რაც მთავარია რონალდოს მოეტ ყვნება გამჩენი, აირდაირევა სიტუაცია ჩემი აზრით,
რეალმადრიდი გადახაზეთ მომდევნო წელს ლიგის ფავორიტობიდან
გვარდიოლა კიდევ ერთ ფლოპ სეზონს ჩაატარებს

რჩება ბარსა, როგორც ყოველთვის რა, ამიტომ პრაგმატულად თუ შევხედავთ, ჯობია ბარსამ ამ ფინალში იუვეს მოუგოს რომ უკვე გამძღარი იქნება მომდევნო წელს და როგორც 2010 (ჟოზე ინტერი) და 2012 (ჩელსი დი მატეო) ტრადიციულად სიცოცხლეს გავუმწარებთ...მაგრამ რატომღაც მგონია რომ წელს იუვენტუსი იგებს ლიგას

იუვემ დიბალა იყიდა, პოგბას გაყიდვას დააჩქარებენ ალბათ, მე ვფიქრობ რომ ბარსაში თუ გადავა იქნება იდეალური, არანაირად არაა პოგბა ბარსას სტილის (იმჰო) აი სად უნდა ითამაშოს?მაგას უნდა გაშლილი მინდორ ველი რომ გადადგას 6 მერტიანი ნაბიჯები, მოკლე პასის ტიკი ტაკას იგროკს ხედავთ პოგბაში?

რავიცი რავიცი....იფლოპებს და (იბრა, სესკი, სანჩესი) ერთი წლის მერე თუ საჭიროება იქნება ავიყვანთ ჩამოფასებულს
ვერ გავუგე რა ამ პოგბას, მაგარია, მაგარია სულ იძახით...რაღაცა ზედმეტად ფაქიზი იგროკია, ვიეირას გავს
ისე მეორე წრეში რასაც კოსტას ვუყურე, გრიზმანი ან ლაკაზეტი უნდა დაიდოს მინიმუმ და იქნება ფალკაო გვეცადა დაბალი ხელფასიტ 1 წლიანი ლოუნით, ტიპმა მანჩეტსრეს მადლობა, კარგად იყავითო მარა არ მინდა ინგლისის დატოვებაო, ჰა რას იტყვით?მე რაღაცა კოსტას იმედზე ყოფნის მეშინია
დი მარია და ფალკაო ჩემი აზრიტ კიდევ შეძლებენ თამაშს, ვან გაალის ხელში არიან ჩაკარგულები
ჩემი აზრით ჩვენი პრიორიტეტი უნდა იყოს წელს ბალე ან დი მარია და ლაკაზეტი ან გრიზმანი
დანარჩენ პოზიციებზე სტაბილურობაა
დაცვის ცენტრში - ტერი გარი, მესამე ვარიანტი ზუმაა, მეოთხე ივანოვიჩი
ფლანგებზე ასპის ორივეგან შეუძლია, ივა ჯერ კიდევ ირბენს მარჯვნივ, ერტი კაი ახალგაზრდა სწრაფი ფლანგელი მცველი კი გვინდა იდეაში მარა ვარიანტებს რომ ვუყურე ჯობია ასპის ჯანმთელობაზე და ივას სტაბილურობაზე გავაძლიეროთ ლოცვები... ფილიპე დავკეროთ დარჩეს და აკე ამოვწოთ, ვიღაცა ვოლფსბურგელ მცველზე (სახელად ბაბა) დაიწერა ჩელსის უნდაო და 28 მილიონი ევროო

ჯობია არავინ არ იყიდონ, ვიღაცა ყ ლეს მოათრევენ ხო ვიცი
ნახევარდაცვიც ცენტრში მატიჩს პირველ ვარიანტში სესკი უწყვილდება, როტაციებში რამირესი, ზუმა, ლოფტუსა...იმ დღეს ჟოზემ 19 წლის კრისტიენსენიც სცადა, ეს ბავშვიც ეჩვევა სასტავს ნელ ნელა
ვარიანტები ძაან ბევრია, მიკელი ტავისუფლად შეგვიძლია გავყიდოთ
ხედირას ან პოგბას მოყვანა არ არის აუცილებელი მარა ნახევარცვლის დამატება ყოველთვის მისასალმებელია, მითუმეტეს თუ ოსკარის გაშვებით მოხდება ეს
კვარდატა აშკარად ზედმეტია
ფლანგზე ახალი კაცი მტელი სეზონი გვჭირდებოდა და ბოლო 2 თვე ვილიანმა მაგრად იტამაშა, უფრო მეტი სიღრმისთვის და გრძელი სეზონის გადატანისთვის იმჰო ბეილი ან როგორც მინიმუმ დი მარია გვინდა, ვილიანის ნაირი ვირი დამრტყმელი ასისტა მუშა...
წინ ძლიერი ფორვარდი, რომელიც თამამად შეძლებს კოსტას ამოგდებას, მე მგონი ჟოზე გრძნობს ნერვოზა კასპელის არასტაბილურობას და მოშნი კიდევ ერთი 9 უნდა, მე მგონი მართალია
მოკლედ ეხლა ახალ ტრენერს ველოდებით რეალში და ეგრევე ბალეზე დავბიდოთ
ბალე გირჩენიათ თუ პოგბა?იქნებ სხვა ვინმე?
მე მგონი ჩელსი წელს 50+ ტრანსფერს დადებს
--------------------გრიზმო
აზარი-----------------------------------ბალე
----------------------სესკი
------------მატიჩი--რამირესი/ლოფტუს
ასპი-------ტერი------გარი/ზუმა--------ივა
---------------------ტიბო