ბარსელონას" ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის მიუნხენის "ბაიერნთან" მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.
"1/2-ფინალში ძალიან ძლიერ "ბაიერნთან" ვითამაშებთ. განსხვავებული მატჩები იქნება. იმედი მაქვს, გამოვიყენებ ყველაფერს, რაც ფეხბურთში პირველი დღიდან ვისწავლე. გვარდიოლას ხელმძღვანელობით დიდ წარმატებებს მივაღწიე. გავიზარდე, როგორც ფეხბურთელი და ბევრი ვისწავლე. გვარდიოლა ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვიცნობს. გაგვიმართლა, რომ მასთან ერთად ბევრი ტიტული მოვიგეთ.
ვიცი, რომ "ბაიერნს" ტრავმირებულები ჰყავს, მაგრამ ის დიდი კლუბია. სეზონის ბოლომდე ცოტა დრო დარჩა. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, რადგან კარგად ვთამაშობთ და ფიზიკურად კარგ დონეზე ვიმყოფებით.
გამიმართლა, რომ გვარდიოლას ხელმძღვანელობით დიდებულ ფეხბურთელებთან ვთამაშობდი, რომ შემიძლია აქ თამაში ახალ დიდ მოთამაშეებთან. სეზონის ბოლოს ვუახლოვდებით და პასუხისმგებლობა გვაკისრია, რადგან რამდენიმე ტიტულის მოგება შეგვიძლია.
3-ივე ტიტულის მოგება შეგვიძლია. გასულ სეზონში ვერცერთი მოვიგეთ, ამიტომ, ახლა მნიშვნელოვანი ჯილდოების მოპოვება გვინდა. ჯერ ძალიან ადრეა ფიქრი ფინალსა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე, რადგან ბერლინამდე 2 მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი.
არ ვიცი, ვინაა ჩვენი წყვილის ფავორიტი. ასეთ რაღაცებზე არ ვფიქრობ. ორივე გუნდში შესანიშნავი ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებიც მიჩვეულნი არიან ასეთი რანგის მატჩებს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კარგი შედეგის მიღწევა მშობლიურ კედლებში. ყოველთვის გამარჯვებისთვის ვთამაშობთ და გვინდა, სტუმრად სხვაობით ჩავიდეთ.
ყოველთვის ვამბობდი, რომ გუნდური ტიტულები ყველა დანარჩენზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. ყველას გვინდა მოგება.
როდესაც ისეთი მსოფლიო კლასის ფეხბურთელები გყავს, როგორებიც სუარესი და ნეიმარი არიან, ყველაფერი ბევრად აადვილია. ჩვენ შესანიშნავი უერთიერთობა გვაქვს მოედანსა და მის ფარგლებს გარეთაც. ყველაფერი ძალიან კარგად მიდის.
ლუისმა სწრაფად გაიარა ადაპტაცია. ის ყველამ კარგად მივიღეთ. გუნდმა წარმატებით შეეჩვია ახალი მწვრთნელის მოთხოვნებს. ახლა ფორმის პიკში ვართ და ტიტულების მოგება გვწყურია. ამასთან ახლოს ვართ.
ვფიქრობ, გულშემატკივრები თბილად შეხვდებიან გვარდიოლას, თუმცა, როდესაც მატჩი დაიწყება, ფანები, როგორც ყოველთვის, მხოლოდ ჩვენს გუნდს დაუჭერენ მხარს.
თითოეულ მწვრთნელს აქვს საკუთარი იდეები, საკუთარი გზა. მწვრთნელების შედარება არ მიყვარს. ორი ერთნაირი მწვრთნელი არ არსებობს. ცვლილებები ნორმალურია, მაგრამ ლუის ენრიკე და გვარდიოლა ფეხბურთელებთან ახლო ურთიერთობის შენარჩუნებასა და ძლიერი გუნდის შექმნას ცდილობენ".
This post has been edited by Vanpersie18 on 6 May 2015, 07:54
მიმაგრებული სურათი