ბლიჩერი აანალიზებს პრიმერაში დარჩენილ 5 მატჩს:
1) ხეტაფე - შეხვედრა, რომელშიც სავარაუდოდ ლუჩო მისთვის საყვარელ როტაციებს გამოიყენებს, რაკი მადრიდულ გუნდთაგან უსუსტესს სულ 28 გოლი აქვს გატანილი მიმდინარე ასპარეზობაში და შეიძლება ორივე ფლანგის მცველი მოისაკლისოს. თუმცა არც ის იქნება გასაკვირი, თუ ლუის ენრიკე უძლიერეს შემადგენლობას დააყენებს - ალფონსო პერესის სახელობის სტადიონიდან პირში ჩალაგამოვლებული გამოსტუმრებას შესაძლოა მისთვის ჭკუა ესწავლებინა.
2) კორდობა - როტაციები კიდევ უფრო მოსალოდნელია განწირულ კორდობასთან, რომელმაც დაქვეითება შესაძლოა მიმდინარე ტურშივე გაიფორმოს (თუკი ეიბარი და ელჩე ქულას მაინც აიღებენ და კორდობა წააგებს). ვილარეალთან ფრის მიუხედავად, სამხრეთელებს ბოლო 14 მატჩიდან 12 წაგებული აქვთ და ძნელი სავარაუდოა, მათ სასარგებლოდ თუნდაც ბარსელონასთვის დათარსულმა, მატჩის დაბინდებამდე დაწყებამ იმოქმედოს.
3) სოსიედადი - თუ გავითვალისწინებთ, რომ კარლოს ველას საკმარისი დრო აქვს ფორმაში შესასვლელად, ინიგო მარტინესი, გრანერო და ხაბი პრიეტო კი ჩვეულ დონეზე იასპარეზებენ, ბაიერნთან შეხვედრებს შორის მოქცეულ მატჩში სწრაფი გოლის გატანას უდიდესი მნიშვნელობა ექნება. ხეტაფეს მსგავსად, ლუის ენრიკეს სოსიედადთანაც არასასიამოვნო მოგონებები აკავშირებს, თუმცა იგი ვალდებული იქნება, დევიდ მოიესს გულთბილად შეეგებოს - სწორედ სოსიედადთან მარცხის შემდეგ დაიწყო ის ბრწყინვალე სერია, რომელმაც შეიძლება შედეგად ტრიუმფალური დასასრული მოიტანოს.
4) ატლეტიკო - ყველაზე დიდი ხიფათი ბარსელონასთვის, სავარაუდოდ საჩემპიონო მატჩი, რომელშიც ბარსელონა ფავორიტი არ იქნება - უმძიმესი მიუნხენური მატჩის შემდეგ ლა ლიგას ლიდერებს კალდერონზე, სიმეონეს დასვენებულ მეომრებთან შეხვედრა მოუწევს. თუ ატლეტიკო ამ თამაშამდე ვერ მოახერხებს მესამე ადგილის განაღდებას, იოლად სავარაუდოა, პრიმერას ბოლოსწინა ტურში სეზონის ყველაზე დაძაბული და საინტერესო სანახაობა ვიხილოთ. ატლეტიკოს მთავარი დამრტყმელი ძალა ანტუან გრიზმანი იქნება, რომელიც ეცდება პირადად დაუმტკიცოს ნეიმარს, რომ ბომბარდირთა დავაში სამართლიანად იკავებს მესამე ადგილს.
5) დეპორტივო - ნებისმიერი კულესთვის უმძიმესი დარტყმა იქნება იმის წარმოდგენა, რომ ბარსელონამ ტიტული პრიმერას უკანასკნელ მატჩში დათმოს. კიდევ უფრო ძნელად წარმოსადგენი იქნება, ეს დეპორტივოსთან მოხდეს, ვისაც ბოლო 12 მატჩია, მოგების გემო არ გაუსინჯავს, თუმცა ყველაფერი მოსალოდნელია ვიქტორ სანჩესის გუნდისგან, ვინც კბილებით ცდილობს პრიმერაშI კუთვნილი ადგილის შენარჩუნებას. განსაკუთრებით საინტერესო ორიოლ რიორას ყოფილ გუნდთან შეხვედრა და ლუკას პერესის ხორდი ალბასთან დაპირისპირება იქნება. სამეფო თასისა და, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის ფინალების წინ, ბარსელონას წამიერი მოდუნებაც კი შესაძლოა კატასტროფად დაუჯდეს.
http://bleacherreport.com/articles/2441715...-liga-opponentsPep Guardiolaშენი ოპტიმიზმი და ბებერის რიხი მომცა რა
This post has been edited by Darker Side on 27 Apr 2015, 17:07