ეგ სულ მასეა, ჩვენთან ყოველშემთხვევაში
ქართველობა ტანჯვაა :დ დაბადებიდან სიკვდილამდე დაუსრულებელი, თან დაუმსახურებელი
ბევრი იმიტო გარბის აქედან, რომ ვერ ხვდები რითი დაიმსახურე ეს ტანჯვა, რა დააშავე
წარმოიდგინე ნავში რო იჯდე სადაც წყალი შედის და მთელი ცხოვრება ამ წყლის ამოხაპვას უნდები
აი ეგარი საქართველო :დ
ბევრს დავწერდი ამაზე, მტკივნეული საკითხია :დ
მთავარი არის რომ სამშობლო ვალდებულება უფროა ვიდრე პრივილეგია
ტანჯვა მეტია ვიდრე სიამოვნება, თან ცალმხრივი, სამაგიეროს ვერ მოსთხოვ
დედასავით არის, შეიძლება ცუდად გექცეოდეს მაგრამ მაინც გეყვარება
ამიტომ მესმის ვინც მიდის
არაა მთლად სახარბიელო ყოფა
მარა ყველა რო წავიდეთ რა გამოვა?
წინაპრებიც მაგას ფიქრობდნენ აუ ამ მძღნერიდან ვერ ამოვა ეს ხალხიო, იცოდნენ ერთ დღეს ვაფშე გავქრებოდით, მარა ყველა ირანში კი არ გაქცეულა
მაინც გაწყდნენ 2 ნაბიჯი მიწის გულისთვის
თან ისიც არის რომ
იმის გაფიქრება რო შეიძლება ერთმა ადამიანმაც კი მოსაპარად გამოქცეულ ემიგრანტად ჩაგთვალოს
რამე დაგამადლოს და ზემოდან გიყუროს ( თუნდაც არაბოროტი განზრახვით ) მაგარი შეურაცხმყოფელია
აქ მშიერი ყოფნა მირჩევნია მაგას
გერმანიაში ბევრი მინახავს ქართველი
რო მპირდებოდნენ აი ცოტა ხანიც ავიწყობ ცხოვრებას და ჩამოვალო
როგორი დაპირებაა იცი, მამიდის ბიცოლას რო პირდები, სადღაც მთაში რო ცხვორობს, ამოვალ ერთ დღეს და გინახულებო
რო იცი იქ ამსვლელი არ ხარ
სულ მშურად იმ ხალხის

ანუ ემიგრანტების, ესე მყუდროდ რო გრძნობენ თავს იქ
მე სახლის გარდა ვერ ვგრძნობ თავს კარგად ვერსად, ნუ ცოტა ხნით კი
ესეც არის ალბათ რაღაც დოზით "სამშობლო" სხვაგან რო ვერ ჩერდები
FC BARCELONAმე როგორც ვიცი 3-3 ათასია გამოყოფილი უცხოელ გულშემატკივრებზე
ანუ იქნება ბილეთები
This post has been edited by zigfried on 14 May 2015, 10:16
ზოგჯერ ძალიან გვიან ვიძინებ, რადგან ”ბარსელონას” თამაში არ გამომრჩეს” - დაასრულა კეიტამ <3
რონალდინიო ზარმაცი ღმერთია
მაგიტომაც გადმოაგდეს ნაადრევად ოლიმპოდან (C) lasha123456
მოტაცებული ბავშვის მაგივრად დატოვებული მახინჯი ელფი (C)