oto_bale
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2644
წევრი No.: 142996
რეგისტრ.: 11-February 12
|
#44656811 · 21 May 2015, 00:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"ჩვენ უკვე ურთიერთგაგების იმ დონეს მივაღწიეთ, რომ არაფრის თქმა აღარ გვჭირდება- საკმარისია, ერთიმეორეს მზერა ვტყორცნოთ, რომ უმალ ვხვდებით, ამა თუ იმ სიტუაციაში ვინ რა უნდა მოიმოქმედოს" - ჟერარ პიკე. 2011 წლის 5 იანვარს "ბარსელონა" სან მამესში "ელ კათედრალის" სტადიონზე შეუპოვრად ებრძოდა ბილბაოს "ატლეტიკს" სამეფო თასის მატჩში. ერიკ აბიდალმა ბურთი გაიტანა- 1:0 და თუ "ბარსა" დარჩენილ 16 წუთში 2 ბურთს არ გაუშვებდა, შემდეგ წრეში გავიდოდა, მაგრამ "ატლეტიკი" უბრალოდ შეუდარებელი იყო. ფერნანდო ლიორენტე, რომელსაც მისი XXL ზომის მაისურიც კი ასკდებოდა დაბერილ კუნთებზე, პრაქტიკულად უზადოდ თამაშობდა და წითელ-თეთრმაისურიანი ფეხბურთელებიც გამუდმებით მას აწვდიდნენ ბურთს. სტადიონის ტრიბუნებზე გამარჯვებას მოწყურებული ბასკი გულშემატკივრები გააფთრებით მოითხოვდნენ "ბარსას" "სისხლის დაღვრას". სათადარიგო სკამზე პეპ გვარდიოლას გვერდით მისი კაპიტანი, კარლეს პუიოლი იჯდა. ნამდვილი ტარზანი. გაჭირვების ტალკვესი. მაგრამ მას ჯერ კიდევ არ აღედგინა ძალები. მუხლის ტრავმის გამო, რომელმაც მთელი სეზონი გააწამა, წინა ორი მატჩიც გამოტოვებული გქონდა. მწვრთნელმა 32 წლის ფეხბურთელი თამაშზე კი წამოიყვანა, მაგრამ გამარჯვებას მის დაუხმარებლად აპირებდა. ახლა სხვა არჩევანი აღარ დარჩა, ამიტომ თილისმად ქცეულმა მცველმა, ურომლისოდაც "ბარსამ" სეზონის ექვისე მარცხი განიცადა, გახურება დაიწყო, სარბენ ბილიკთან მივიდა და მინდორზე გასასვლელად მსაჯის, სეზარ მუნის ფერნანდესის ნებართვას დაელოდა. საფინალო სასტვენამდე 13 წუთი რჩებოდა. პუიოლმა "ჩორთით" გადაკვეთა მანძილი თავის პოზიციამდე და ჟერარ პიკეს გვერდით დადგა. უმცროსი თანაგუნდელი კაპიტანს მიუბრუნდა და უთხრა: "სისხლისმღვრელ ჯოჯოხეთში ვართ, პუიი,ძალიან მაკლდი- მიხარია, რომ დაგვიბრუნდი". ამის დადასტურების ნაცვლად, რომ "ბუჩი და სანდენსი" კვლავ ერთად "შეახტნენ ცხენებს", პუიოლმა მკაცრად უთხრა: "სისულელეებს მოეშვი, ჟერი, და მთლიანად ამ "სისხლიან" თამაშზე მოახდინე კონცენტრირება!" თუმცა ლიორენტემ ბურთი გაუტანა, "ბარსამ" მაინც გადააგორა ეს მატჩი და დიდი ნაბიჯი გადადგა ფინალისკენ, რომელშიც მადრიდის "რეალთან" შეხვედრა ელოდა. ეს მათ შორის დავა-კამათის მუდმივი საგანია.პიკე არ უარყოფს, რომ ის მთელი მატჩის განმავლობაში ერთნაირად კონცენტრირებული არ არის: პუიოლი კი ადასტურებს, რომ მისი ახალგაზრდა პარტნიორის ხალისიანმა ხასიათმა ასწავლა, რომ არ არის აუცილებელი წელიწადში 365 დღე, დღე-ღამეში 24 საათი მუყაითი, დაძაბული და სერიოზული იყო. მინდორს მიღმა პიკე პუიოლს ამშვიდებს, მინდორზე კი უფროსი მეგობარი თავის თანაგუნდელს ჰკიცხავს, როცა ის წამის მეასედით მაინც მოეშვება ხოლმე. გულახდილად რომ ვთქვათ, არ არის აუცილებელი მსოფლიოს თასის მფლობელებს უყვარდეთ ერთმანეთი, მიუხედავად მინდორზე ნაყოფიერი ურთიერთობისა და მეგობრობისა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს საფუძვლიანად ცვლის. მათ შორის ათწლიანი ასაკობრივი სხვაობაა, სრულიად განსხვავებულად იზრდებოდნენ, სიმაღლეშიც მთელი ექვსი ინჩი ყოფს, რადიკალურად განსხვავდებიან ასევე სტილით, ვარცხნილობით, ინდივიდუალობითა და ცხოვრებისეული გამოცდილებით- და მაინც ჩამოყალიბდნენ მტკიცე მეგობრებად. 23წლის ასაკისთვის კარლეს პუიოლს არც მსოფლიოს თასი ჰქონდა მოგებული და არც ჩემპიონთა ლიგის მედალი, არც სუპერვარსკვლავი გახლდათ , არც ესპანური ტანსაცმლის "მანგოს" ხაზის სახეთ აურჩევიათ, არც ავტობიოგრაფია გამოუცია. ამ ასაკისთვის პუიოლს გამუდმებით იმაზე ზრუნვა უწევდა, თუ როგორ აეცილებინა თავიდან ლუის ვან გაალის მოთხოვნა, გრძელი თმა შეეჭრა. ძალიან შორს იყო იმისგან, რომ ფეხბურთში ყველაზე ელეგანტურ სვიპერთან შეედარებინათ ("პიკენბაუერის" მეტსახელის პიკესთვის დარქმევას თვით ფრანც ბეკენბაუერი დაეთანხმა),პუიოლი ჯერ ვინგერი გახლდათ, შემდეგ- ცენტრალური მცველი და ლამის საყრდელ ნახევარმცველადაც გაამწესეს. ის, რომ პიკემ პუიოლს უბიძგა, შეეკრა სამკაციანი "რეტ პეკი" (პირობითად- სამეგობრო წრე, სიტყვასიტყვით- "ვირთხების ჯგუფი") ჩესკ ფაბრეგასთან ერთად და რადიკალურად შეეცვალა ხასიათი, განსაკუთრებულ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს. პიკე სრულიად განსხვავებულ პირობებში იზრდებოდა, ვიდრე პუიოლი, რომელიც კატალონიურ სოფელში, ძროხების გარემოცვაში ცხოვრობდა და ქვიშით დატენილი ძველი წინდებით ვარჯიშობდა. დავიწყოთ იქედან, რომ პიკეს ბაბუა, ამადორ ბერნაბეუ ძირძველი "ცისფერსისხლიანი" "ბარსელია", სამი პრეზიდენტის- ხოსეპ ლუის ნუნიესის, ჟუან გასპარტისა და ენრიკ რეინას მმართველობისას, 23 წლის მანძილზე მას დირექტორის პოსტი ეკავა და ესპანეთის ფედერაციაში, უეფასა და ფიფაში კლუბის ინტერესებს იცავდა. სანდრო როსელის მმართველობისას მას ამ პოსტზე დაბრუნება შესთავაზეს. პუიოლისა და პიკეს წყვილის ურთიერთქმედება მინდორზე გაცილებით იოლი ასახსნელია. წარსულში კარლესი ბედნიერი იყო, როცა მინდორზე ქაოსი სუფევდა. მას შეეძლო, შორტზე ამოცმული თავისი სუპერმენული შარვლით გარშემო ერბინა, "ხანძარი ჩაექრო", პატარა ბავშვები დაეცვა მოწინააღმდეგის დარტყმებისგან, ეხტუნა საფრთხის თავიდან ასაცილებლად და ბუნებრივია არასოდეს გრძნობდა თავს ბედნიერად, თუკი იმ საღამოს რაიმე განსაკუთრებული საქციელის ჩადენას ვერ მოახერხებდა. ეჭვგარეშეა, რომ პიკეს შემომატებამ გუნდზე კარგი გავლენა მოახდინა როგორც მინდორზე, ისე მის მიღმა. ჩავიმ აღნიშნა: "ჟერარის ჩამოსვლის დღიდან ყველა რაღაცნაირად, უფრო დამშვიდდა. ის ახალგაზრდაა და მისი ხასიათი საუცხოოდ შეეთვისა მთელ ჯგუფს, რადგან ხალისით სავსე ადამიანია. მისი პირველი გამოჩენისთანავე ნათელი გახდა, რომ კარგი დროს ტარება უყვარს, მაგრამ ფეხბურთი თავისას მოითხოვს. შეიძლება, იხალისო და იცინო, მაგრამ საბოლოოდ მძიმე შრომა გაქვს გასაწევი. ჩვენ დიდი წნეხის ატანა გვიწევს და პიკე ამას უნდა შეჰგუებოდა, ამის შესახებ მკაფიო დარიგება კაპიტნებმა, ვალდესმა, პუიოლმა და მე მივეცით- მანაც სწრაფად აითვისა ყველაფერი. მართლაც პიკე და პუიოლი საუკეთესო მეგობრები არიან, რომლებიც მინდორზე საუცხოოდ ირჯებიან ერთად. მინდორს მიღმა პუიოლი სულ სხვანაირია. ის ახლა სრულიად მოშვებულია. პიკე ჩვენს გუნდში მთავარი ხუმარაა. ნებისმიერი გამასხარავების მოთავეა- მობილურ ტელეფონს შეეხება ეს, თანაგუნდელთა ფეხსაცმელს თუ ტანსაცმელს" "ბარსას" უცნაურმა წყვილმა ოხუნჯობის იმ დონეს მიაღწია, რომელიც უკვე საყოველთაოდაა ცნობილი. სწორედ პუიოლმა და პიკემ მოიფიქრეს მსოფლიოს თასის მოგების აღსანიშნავად მადრიდში დაგეგმილი ზეიმის დროს ფაბრეგასისთვის სიუპრიზის მოწყობა- აღტაცებული ხალხის წინაშე, პეპე რეინას მიერ მისი წარდგენის მომენტში თავზე "ბარსას" მაისურის წამოცმა. იმ ოინს მაშინ აღტაცება ყველა მხრიდან არ მოჰყოლია. როცა პიკე და პუიოლი "კამპ ნოუს" ტრიბუნიდან ადევნებდნენ თვალს სათასო მატჩს "სეუტასთან", რომელზეც ისინი არ დააყენეს, პიკე იმ მომენტში აღბეჭდეს ფირზე, როცა ის კლუბის ფიზ. მომზადების უფროს მწვრთნელს ხუანხო ბრაუს თავზე მზესუმზირის ნაჭუჭს აყრიდა. როცა ბრაუ ბრაზობდა, პიკე ჩადენილს მის გვერდით მჯდომ პუიოლს აბრალებდა. უცნაური წყვილის ბევრი ოხუნჯობა"ტვირტერზეა" ასახული. მაგალითისათვის ასეთი მიმოწერა ავიღოთ: პიკე: "სწორია! ამით სრულდება ჩემი მსუბუქი, მოსადუნებელი ვარჯიში. საჭმელად გავდივარ, ბავშვთან, ვინმე კარლეს პუიოლთან ერთად, რომელსაც გუნდში ფეხის მოკიდებაში ვეხმარები" პუიოლი: "ათასი მადლობა ამისათვის. იმედი მაქვს, ორივე ერთდროულად მოვახერხებთ პენსიაზე გასვლას. შენ რამდენი წელი დაგრჩა? 3? 4?" პუიოლი პიკეს "ყურადღების მოპყრობისკენ" მოუწოდებს. პუიოლი მსოფლიოს თასის ნახევარფინალში, ფაქტობრივად, როგორც კიბის საფეხურს ისე იყენებს თავის პარტნიორს, რომ გერმანელთა დაცვაზე მაღლა ახტეს და თავური დარტმით, გამარჯვების გოლი გააქვს. პიკე იცინის, ყოველთვის იცინის. პიკეს გააქვს გოლი "ბერნაბეუზე" იმ მატჩში, რომელიც "ბარსამ" ანგარიშით 6:2 მოიგო, სანამ პუიოლი მის პოზიციაზე აზღვევს. გმადლობთ სასიამოვნო მოგონებებისთვის, ბიჭებო!
|