ახლოვდება, ახლოვდება...

ერთი "დაბალი დონის" შედარებით არათემატური, მაგრამ მეტნაკლებად პოზიტიური პოსტი მინდა შემოგთავაზოთ.
დაახლოებით ერთი კვირის წინ ვუცქირე ერთ გადაცემას სადაც ღრმადპატივცემული ბატონი მიშა მშვილდაძე ლოთობის და მისი 3 სტადიის შესახებ ჩვეული სილაღითა და იუმორით საუბრობდა

მისი თქმით პირველი სტადია ეს არის როცა ადამიანი დალევასთან დაკავშირებულ შემოთავაზებების 30%-ზე უარს არ/ვერ ამბობს. მეორეა როც მავანნმა იცის რა, საღამოს მისი სავარაუდო ჩათრობის შესახებ, დილიდანვე კარგ ხასიათზეა

ჩემის თამადობით ბევრი "ქართველი" დაინახავდა აქ თავის თავს, ჰოდა ამ წუთში მე ამ ვარაუდის ნათელი დადასტურება გახლავართ

ჩემი ეს "სიხარული" აღმატებით ხარისხშია რადგან უკვე დაგეგმილია ხვალ "პახმელიიდან" გამოსვლა და შემდეგ ლიგის ფინალის შესაბამის ატმოსფეროში ყურება.
ჰოდა "სინდისი მქენჯნის" როცა ერთი-ორი დღის წინ მე აქ ჩემი პოსტებით ნერვებს გიშლიდით (ნერვების მოშლა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ როგორც მინიმუმ მგონი დადებით განწყობას არ აღვძრავდი) და ახლა ასე უსინდისოთ მთელი რიგი სიამოვნებების კასკადი მელოდება წინ მარტოს, თქვენს გარეშე

ჰოდა მოკლედ ჩემ წილ ბოდიშს ვიხდი, გულწრფელად. დაიკიდეთ და უბრალოდ ისიამოვნეთ. მართლა ძალიან, ძალიან კარგი თამაში იქნება.
თუ გულწრფელობაა ბოლომდე იყოს და ბარემ ვიტყვი, ახლაც ვფიქრობ, რომ რასაც ვწერდი ის სწორია და თუ ვინმემ აქედან დასვკნა გამოიტანა, თითქოს მე იუვენტუსს რამენაირად ვაკნინებ და უარყოფით კონტექსტში მოვიხსენებ, ან რამე სუბიექტური და პირადული ანტიპატია მაქვს იუვეს მიმართ სასტიკად ცდება და ეს მხოლოდ მისი პრობლემაა. მე რაზეც ბოდიშს ვიხდი ისაა, რომ უბრალოდ ასე და ამ ფორმით არ უნდა დამეწერა, შეიძლება აქ შემეშალა და გადავაჭარბე. "ზოგჯერ თქმას ჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების"-ო ბაზარია

თორემ იუვენტუსის მიმართ ჩემი სიმპატიის გამოხატვით რომ დამეწყო და მერე ერთი წინადადებით აღმენიშნა რომ ბარსა მაინც ფავორიტია მგონი ყველა დამეთანხმდებოდა. გამიზნულად არ მოვიქეცი ასე და როგორც ხშირად ხდება ხოლმე მგონი შევცდი.
იუვენტუსს შემოვევლე მე, მაგი ბებერი ქალბატონი მაგი. ))
ხუმრობის გარეშე, ნედვედის რეალთან გატანილმა გოლმა, ნახევარფინალში, ბარსელონასთან და ბრაზილიასთან არადაკავშირებული ყველაზე დიდი საფეხბვურთო ემოცია განმაცდევინა გულშემატკივრის მხრიდან. (თუმცა ბარსელონასთან ირიბად მაინც დაკავშირებულია რადგან რეალს გაუტანა და მაშინ რეალის "ზიზღიდან" ჯერ კიდევ არ ვიყავი გამოსული)
ზოაგდად ნედვედი ჩემი (ერთ-ერთი) უსაყვარლესი არა ბარსელონელ/ბრაზილიელი ფეხბურთელია + ლამპარდი, ტოტი, შევჩენკო... ესენი ვინც ეგრევე, გაუზრებლად მომდის თავში თორე კიდევ ბევრი იქნება.
ნედვედს თავი გავანებოთ და კიდევ ბევრი სიმპატია მაქვს ჯუვეს მიმართ. ახლაც თამაშობს ჩემი ერთ-ერთი გამორჩეული ფავორიტი მანდ. ლევერკუზენის თამაშებს ვუყურებდი ხოლმე ვიდალის გამო.
წელი არ მახსოვს, არგენტინა ჩილე იყო 20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი. დიმარია, აგუერო იყვნენ არგენტინაში და იქეთ ვიდალი. მართალია ჩილემ წააგო მაგრამ ზოაგდად რაც ის ჩემპიონატი ვიდალმა ითამაშა იყო სასწაული. ჰოდა იმის მერე ჩამივარდა გულში და მაგის ნებისმიერი წარმატება თითქოს მე მეხებაო ისე მიხარია.
მეტზე აღარ წავალ მლიქვნელობაში არ გადამივიდეს

უბრალოდ დაიკიდეთ და ისიამოვნეთ სუპერ ფინალით

ბარსა მაინც ფავორიტია
This post has been edited by gaucho on 5 Jun 2015, 13:36